Logo

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

title

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)

1.ზოგადიმიმოხილვა - ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთში, თურქეთში, აღრიცხულია საქართველოშიც. საქართველოში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიულ ცხელების 54 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა 2009-2016 წლებში.

დაავადება იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით (39–400C), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური გამონაყარი (წითელი ლაქები).  სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროფილების მარცხნივ გადახრა, მომატებული ედს–ი, გამოხატულია თრომბოციტოპენია. დაავადება მიმდინარეობს ტიპიურად და წაშლილი ფორმით. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას. ლეტალობის მაჩვენებელი 5-50%.

2. გამომწვევიაგენტი-ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი: სახეობა Nairovirus,  ოჯახი Bunyaviridae.

3.მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორებირისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მაუშაკები, მესაქონლეები ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის სფეროს მუშაკები, მოგზაურები (ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში). შემთხვევები ხშირდება ივნის-სექტემბერში, უკავშირდება გადამცემის აქტივობას გარემოში (ტკიპი Hyalomma).

4. რეზერვუარი-იქსოიდური ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც, განსაკუთრებით  სახეობა ჰიალომა (Hyalomma,), რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული.  მრავალრიცხოვანი გარეული და შინაური ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია.

5. გადაცემისგზები-ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად (ტკიპების კბენით, ტკიპის გასრესვით), ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ  სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს.

6. ინკუბაციურიპერიოდი-  დაავადების ინკუბაციური პერიოდი  ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში   არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი  13–14 დღე.        

7. გადამდებლობისპერიოდი-დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისას, განსაკუთრებით სიმპტომების დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში.

8. მიმღებლობა-ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხებადაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი და ორივე სქესი. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი, სავარაუდოდ მთელი სიცოცხლის მანზილზე.

9.კონტროლისღონისძიებები

ა) პრევენციული ღონისძიებები

  • ინფორმირება დაავადების შესახებ;
  • სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები), რეპელენტები.
  • ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში:  ხელების ჰიგიენა, პირადი    დამცავი აღჭურვილობა, უსაფრთხო საინექციო პრაქტიკა;
  • ცხოველებიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება;
  • იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე, დაკვლაში მონაწილეობისას გამოიყენეთ ხელთათმანები;
  • ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ტკიპი ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები;
  • უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ადამინთა ფართო ვაქცინაციისათვის, ჯერ–ჯერობით შექმნილი არ არის.

ბ)პაციენტისდაკონტაქტებისკონტროლი - პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, კონტაქტირებულ ადამიანებზე კონტროლი მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში. დიაგნოზის დასმაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს. დიაგნოზის დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

 სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები (განსაკუთრებით მედპერსონალში). ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.

 

გ)   ეპიდსაწინააღმდეგოღონისძიებები-ვირუსის გადამცემების - ტკიპების სახეობების დადგენა ენდემიურ კერებში, დეზინსექცია.

დ)  ბუნებრივიმოვლენებისზეგავლენა - არ შეესაბამება.

)   საერთაშორისოღონისძიებები - თანამშრომლობა ჯანმო-სთან.