Logo

კორონავირუსის ეპიდსიტუაციის განახლებული ინფორმაცია - ბრიფინგი 2

title 2020 წლის 30 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის განახლებული ინფორმაციის შესახებ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა: მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციული სამსახური მზად არის, ქვეყანაში მიმდინარეობს საზღვრების მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი, ინფექციის იმპორტის თავიდან ასაცილებლად და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება.