Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მიმართვა წევრ სახელმწიფოებსა და საგანგებო კომიტეტს

title

23.06.2022

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მიმართა წევრ სახელმწიფოებს და საგანგებო კომიტეტს. მან შეაჯამა მსოფლიოში მიმდინარე ეპიდაფეთქება და აღნიშნა, რომ ექვსი კვირის წინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში შევიდა შეტყობინება მაიმუნის ყვავილის 3 შემთხვევის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა ერთი ოჯახის კლასტერს. აღნიშნულ შემთხვევებს არ ჰქონდათ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობის ისტორია. მას შემდეგ, ჯანმო-ს 5 რეგიონის 48 ქვეყანაში, მათ შორის ნიგერიაში, დაფიქსირდა 3200-ზე მეტი დადასტურებული და  სიკვდილის 1 შემთხვევა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ცენტრალურ აფრიკაში დაფიქსირდა 1500-ზე მეტი შესაძლო და სიკვდილის 70-მდე  შემთხვევა. მათი უმრავლესობა აღირიცხა კონგოს დემოკრატუილ რესპუბლიკაში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კამერუნში.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს ინფორმაციის გაზიარებისაკენ. „სხვა ეპიდაფეთქებების დროს, ვნახეთ თუ რა შედეგებს ვიღებთ, როდესაც  ქვეყნების მიერ არ ხდება ინფორმაციის გაზიარება. საჭიროა შემთხვევების გამოვლენა, კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული გამოკვლევები, გენომის სექვენირება და  ღონისძიებების განხორციელება, რაც დაკავშირებულია ინფექციის პრევენციასა და კონტროლთან. საჭიროა ყველა ქვეყანამ გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები, რათა არ მოხდეს მაიმუნის ყვავილის შემდგომი გავრცელება“.

მან განაცხადა, რომ სავარაუდოა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხოს  შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. განსაკუთრებით რთული იქნება იმ შემთხვევების გამოვლენა, რომელთაც არ აქვთ  ბოლო პერიოდში მოგზაურობის ისტორია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, აპრობირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მეთოდებით დაეხმაროს ქვეყნებს დაავადების გავრცელების შეკავებასა და შეჩერებაში, მათ შორის, ეპიდზედამხედველობის, კონტაქტების მიდევნებისა და იზოლაციის საკითხში.

ბოლოდროინდელი ეპიდაფეთქებები, COVID-19-ისა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის პანდემიები, ჯანმო-სთვის იყო დიდი გამოცდილების მომტანი. მნიშვნელოვან გაკვეთილად რჩება ის რომ, დაზარალებულ თემებთნ კომუნიკაცია და მათთან თანამშრომლობით რისკის კომუნიკაციის ერთობლივად შექმნა, ყველაზე ეფექტური გზაა ეპიდაფეთქებებზე რეაგირების საკითხში.

საჭიროა პარტნიორებთან, ასევე, დაზარალებულ თემებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა თავიდან ავიცილოთ სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია და დეზინფორმაციის გავრცელება.

საგანგებო სიტუაციების კომიტეტი ინიციატივით მიმართვს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული მოვლენა საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო სიტუაციას  (Public Health Emergency of International Concern (PHEIC).  იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ასე განვითრდა, კომიტეტი შეიმუშავებს დროებით რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადების პრევენიცია, ინფექციის გავრცელების შემცირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან რეაგირების უზრუნველყოფა.  ამ დრომდე ჩატარდა საგანგებო კომიტეტის 9 სხდომა, მათ შორის 2 მიმდინარე, COVID-19-სა და პოლიომიელიტზე.