Logo

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2019 წლის ძირითადი მიღწევები (მოკლე ინფორმაცია)

title

გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სიკვდილიანობის შემცირება

  • მომზადდა იმუნიზაციის ახალი ბრძანებები (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის №01-6/ნ ბრძანება „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის  №01-60/ნ ბრძანება „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, იმ ინფექციური დაავადებების სიის, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადებისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ), რომელთა მიხედვით განისაზღვრა სავალდებულო აცრების ახალი კალენდარი,  მოხერხდა პროფესიული ჯგუფების (ვეტერინარები, ჯანდაცვის მუშაკები და სხვ.) აცრები;
  • 2019 წლის დასაწყისში, როგორც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, აღინიშნა წითელას ეპიდაფეთქება, რომლის მართვა  წარმატებით მოხერხდა, ჩატარდა 170000 ადამიანის დამატებითი იმუნიზაცია, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
  • წარმატებით განხორციელდა გრიპის სიტუაციური მართვა;
  • ხელი მოეწერა გლობალური ფონდის შიდსისა და ტუბერკულოზის საგრანტო პროგრამების ახალი ციკლს, რომლითაც გლობალური ფონდის დახმარება გარანტირებულად გაგრძელდება 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და შემდგომში 2022-2025 წლებშიც გაგრძელდება;
  • მიღწეულია სერიოზული პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაში მოსახლეობის მასობრივი სკრინინგსა და მკურნალობაში ჩართვის თავლსაზრისით;
  • დაინერგა C ჰეპატიტისა და იმუნიზაციის მოდულებიდან ყოველკვირეული ანგარიშგება;
  • ქვეყნის მასშტაბით დაინერგა ტუბერკულოზზე, აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის დონეზე;
  • აჭარის რეგიონი შეუერთდა „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“;
  • შემუშავდა და დაინერგა ტუბერკულოზის მართვის განახლებული გაიდლაინი;
  • ჩატარდა საველე ეპიდემიოლოგიის მოდიფიცირებული კურსი - ფრონტლაინი.   

არაგადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა  და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირება

  • გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები თამბაქოს კანონმდებლობის წარმატებით აღსრულებისთვის;
  • ჩატარდა თამბაქოს პრევალენტობის ორი კვლევა: FCTC 2030 და ESPAD;
  • შემუშავდა თამბაქოს კონტროლის ახალი სტრატეგია (2020-2025); 
  • 2019 წლის ივლისიდან ამოქმედდა ტყვიის სახელმწიფო პროგრამა;
  • სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა ტყვიით ინტოქსიკაციის შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებისთვის;
  • შემუშავდა ტყვიის სამოქმედო გეგმა (2020-2030);
  • დაიწყო ახალი პროექტი Emory-Georgia Clean Air Research & Education (CARE) Program (The National Institutes of Health);
  • ჩატარდა 2 კვლევა: "ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები“ და ბავშვთა სიმსუქნის პრევალენტობის კვლევა (COSI);
  • ცენტრი აქტიურად მონაწილეობდა პროექტში  „თბილისი - კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ქალაქი”;
  • ჩატარდა არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგი ე.წ. მაისის წნევის გაზომვების ერთთვიურის ფარგლებში. 

კლიმატის ცვლილებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებულ ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სიკვდილიანობის პრევენცია

  • წარმატებით დასრულდა Twinning GE 22 პროექტი „გარემოს და ჯანმრთელობის არსებული სისტემის გაძლიერება საქართველოში“;  
  • MICS მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის  საფუძველზე  განხორციელდა ტყვიის ტოქსიკური  ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებები და განხორციელდა სასმელი წყლის ხარისხის პოპულაციური შესწავლა.  

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების გაძლიერება სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის

  • განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი გარე შეფასება (JEE);  
  • ევროასოცირების ფარგლებში ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) მიერ განხორციელდა  გადამდებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შეფასება.

გამოყენებითი და ფუნდამენტური ბიოსამედიცინო  და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოტენციალის განვითარება 

  • წარმატებით განხორციელდა ლუგარის ცენტრის სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების ISO15189 აკრედიტაცია;
  • დაინერგა NAT ტექნოლოგია სისხლის უსაფრთხოების სისტემის განვითარებისთვის;
  • ტუბერკულოზის მიმართულებით ახალი თაობის სექვენირებისთვის შეიქმნა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განხორციელდა პერსონალის ტრეინინგი;
  • გენომის ცენტრში წარმატებით  განხორციელდა კლინიკური აპლიკაციების პილოტირება;
  • მიმდინარეობდა სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის 66 პროექტი;
  • სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა 14  სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში;
  • 16 სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო ცენტრის 31 თანამშრომელი;
  • კონფერენციების მასალებში გამოქვეყნდა 28 აბსტრაქტი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება

  • მნიშვნელოვნად გაიმართა იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემა;
  • განხორციელდა   ელექტრონულ სტატისტიკურ ანგარიშგებაზე სრულად გადასვლა;
  • შეიქმნა და ამუშავდა კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემა; 
  • სიკვდილის არაიდენტიფიცირებული მიზეზების წილი ქვეყნის სიკვდილიანობის სტრუქტურაში 14,9%-მდე შემცირდა (2010 წ. – 54,6%) და მიუახლოვდა მსოფლიოში მიღებულ ზღვარს (10-15%);
  • მიმდინარეობდა დაბადების რეგისტრის მონაცემთა ხარისხის აუდიტი.


საერთაშორისო პარტნიორობა

  • პირველად მოხდა საქართველოში მაღალი რანგის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ვიზიტები:
  • აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) გენერალური დირექტორი ბ-ნი რობერტ რედფილდი  
  • ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) დირექტორი ქ-ნი ანდრეა ამონი
  • ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის (UiT) რექტორი ქ-ნი ანე ჰიუსებეკი;  
  • პირველად ჩატარდა გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის კურსი მაღალი და საშუალო რანგის პოლიტიკის შემქმნელებისათვის;
  • ჩატარდა ჰეპატიტებთან დაკავშირებით ჯანმოს I რეგიონული კონსულტაციები;
  • ჩატარდა TAG მე-5 სხდომა C ჰეპატიტთან დაკავშირებით და C ჰეპატიტის მე-6 ეროვნული კონფერენცია;
  • ქ.ვენაში EASL კონფერენციაზე საქართველოს მიეძღვნა სპეციალური სესია.


2020 წლის ძირითადი გამოწვევები

  •   რუტინული ვაქცინებით მოცვის გაზრდა;
  •   გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოება;
  •  წითელას საწინააღმდეგო კოლექტიური იმუნიტეტის გაზრდა მოსახლეობაში, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
  • ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაძლიერება;
  • C ჰეპატიტის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების გაძლიერება;
  •  C ჰეპატიტის სკრინინგით მოცვის 80%-იანი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა;
  •  სპეციფიკურ ჯგუფებში (აივ-ინფიცირებულები, ტბ ავადმყოფები, ჰემოდიალიზზე მყოფები, ჰემოფილიით დაავადებულები, ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფები და სხვ.) C ჰეპატიტის მიკროელიმინაციების დასრულება;
  • ·  C ჰეპატიტის მიდევნების პროგრამის გაფართოება;
  • ·  ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროგრამის გაფართოება;
  • · აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენის გაძლიერება;
  • ·  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების გაძლიერება მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე;
  • ·   NAT ტესტირებაზე დამყარებული სისხლის უსაფრთხოების პროგრამის განვითარება;
  • ·   კიბოს სკრინინგით მოცვის გაფართოება;
  • ·  თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერება და რეგულარული მონიტორინგი;
  • ·  ტყვიის პროგრამის შემდგომი განვითარება (ტყვიის კვლევის ლაბორატორიის შექმნა);
  • ·  სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების და ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასება;
  • ·  ნუტრიციოლოგიის და ფორტიფიკაციის სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ·  საზჯანდაცვაში უწყვეტი განათლებისა და პროფესიონალური მზადების სისტემის ჩამოყალიბება და ადამიანური რესურსის განვითარება;
  • ·  საზჯანდაცვის რეგიონული და მუნიციპალური სისტემის კოორდინირებულ მოდელზე მუშაობა;
  • ადამიანის გენომის პროგრამის განვითარება;
  • ბიობანკების კონცეფციისა და სახელმწიფო პროგრამის მომზადება;
  •  ახალი სამეცნიერო ფონდების და პროექტების მოძიება;
  • საზჯანდაცვის დიგიტალური საინფორმაციო სისტემის განვითარება;
  •  დიაბეტის და იშვიათი დაავადებების რეგისტრებზე მუშაობა;
  •  საერთაშორისო საპარტნიორო ურთიერთობების გაფართოება/განვითარება;
  •  ინტერნეტ გვერდების დახვეწა/განვითარება, ბრიფების განახლება;
  •  2019 წლის ანგარიშის და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მომზადება;
  •  წიგნის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მისი განვითარება დამოუკიდებელ საქართველოში“ დასრულება.

NCDC 2019