title
ტუბერკულოზთან დაკავშირებული მონაცემების, ანტიტუბერკულოზური ინტერვენციების
გავლენის შეფასებისა და კომუნიკაციების ჰაბი (TB DIAH) USAID-ის ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი მოდელის -„ტუბერკულოზის ელიმინაციის
გლობალური აქსელერატორის“ ნაწილია. გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე
დასახული მიზნების მხარდასაჭერად აქსელერატორი
ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში ინვესტიციების მობილიზებას და ამავდროულად ადგილობრივ
დონეზე პოტენციალის გამყარებას ემსახურება. TB DIAH მიზანია ანტიტუბერკულოზური პროგრამების
მართვის პროცესში მონაცემებზე, მტკიცებულებებზე და შედეგებზე დაფუძნებული მიდგომების
გაძლიერება რუტინული და არა-რუტინული მონაცემების ოპტიმალური გამოყენების და ანალიზის
გზით.
ტუბერკულოზის მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის მოწინავე
პრაქტიკის ცენტრის (COE) დაარსება არის TB DIAH-ის ერთ-ერთი სტრატეგიული მიდგომა ტუბერკულოზის
ეროვნული პროგრამების (NTPs) შესაძლებლობების გასაძლიერებლად მონაცემთა მენეჯმენტში,
შეგროვებაში, ხარისხში, ანალიზსა და ვიზუალიზაციაში.
აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის (EEE) მოწინავე პრაქტიკის ვირტუალური
ცენტრი საქართველოში 2022 წლის მაისს დაფუძნდა. მას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული
ცენტრთან (NCTLD) და დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით უძღვება.
COE მოდელის გამოყენების უპირველესი მიზანია დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს
ტუბერკულოზის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზის, ანგარიშგების, კომუნიკაციისა
და გაზიარების პრაქტიკის გაუმჯობესებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურობის
უზრუნველყოფის მიზნით. COE იქნება მოდელი რეგიონის
სხვა ქვეყნებისთვის და იქნება TB DIAH მხარდაჭერის რეგიონული ჰაბი, სინერგიის, მდგრადობის
და რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად.
იქიდან გამომდინარე, რომ მოწინავე პრაქტიკის ცენტრი რეგიონში ტუბერკულოზის
სფეროში მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის სისტემების გაძლიერებაზეა
ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, რომ მისი ფუნქციონირება ინფორმირებული იყოს არსებული
გამოწვევებით და პასუხობდეს არსებულ საჭიროებებს.
სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის 28 – 29 ივლისს, თბილისში, ჩატარდა პირველი
რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის ამოცანებია:
·
გააცნოს TB DIAH ტექნიკური
მხარდაჭერის გეგმა და მოწინავე პრაქტიკის ცენტრის სტრატეგია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან
და მოლდოვიდან წარმოდგენილ დელეგატებს.
·
წარმოდგენილი ქვეყნების, მათ
შორის საქართველოს ტუბერკულოზის მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის სისტემების
განხილვა, გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც გამოყენებული იქნება შემდგომი ტექნიკური
მხარდაჭერის მიზნების განსაზღვრებისთვის.
·
მოწინავე პრაქტიკის ცენტრის
ვირტუალური პლატფორმის ფუნქციონირების საკითხების განხილვა.
ჩვენ ველით, რომ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შედეგები სამმხრივი იქნება:
·
COE-ს მასპინძელ და დამსწრე
პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება და გაძლიერება
·
ქვეყნებისთვის სპეციფიკური
ტექნიკური დახმარების გეგმების შედგენა არსებული გამოწვევების და საჭიროებების გათვალისწინებით
·
ვირტუალური პლატფორმის სამიზნე
აუდიტორიის საჭიროებებისა და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და ვირტუალური COE პლატფორმის
ფუნქციონირების ხელშეწყობა
შეხვედრას დაესწრნენ ტუბერკულოზის პროგრამის მართვის და M&E და ეპიდზედამხედველობის
გამოცდილების მქონე პროფესიონალები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან.
ღონისძიებას შეუერთდნენ გლობალური ფონდის პროექტების წარმომადგენლები, USAID-ის მისიებისა
და WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/Europe) წარმომადგენლები.
შეხვედრის
პირველი დღე დაეთმო TB DIAH პროექტს, სამუშაო გეგმას და არსებულ სტრატეგიებს; მოწინავე
პრაქტიკის ცენტრის მასპინძელმა ორგანიზაციამ და განმახორციელებელი პარტნიორებმა
შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თავიანთი ორგანიზაციების მისია, ხედვა,
პრიორიტეტულ მიმართულებები, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები; შეხვედრაზე
ცალკეული სესია დაეთმო მონაწილე ქვეყნების ტუბერკულოზის მონიტორინგის, შეფასების
და ეპიდზედამხედველობის სისტემების მიმოხილვას.
შეხვედრის
მეორე დღე დაეთმო მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის ეროვნული
სისტემების გაძლიერების სტრატეგიულ დაგეგმვას. მონაწილე ქვეყნებს წინასწარ მიეწოდათ
სახელმძღვანელო, რომლის მეშვეობითაც ჯგუფური სესიების დროს მენტორების დახმარებით
შეიმუშავეს და წარმოადგინეს ქვეყნის სპეციფიური გეგმები; ვირტუალური პლატფორმის
სპეციალურ სესიაზე მოხდებ ვირტუალური პლატფორმის მომხმარებლების კლასიფიკაცია და
პლატფორმით სარგებლობის ალგორითმის განსაზღვრა, ვირტუალური პლატფორმის ფუნქციური
და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა.