Logo

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე -17 ნოემბერი

title Normal 0 false false false GEO/KAT X-NONE X-NONE /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin-top:0cm; mso-para-margin-right:0cm; mso-para-margin-bottom:8.0pt; mso-para-margin-left:0cm; line-height:107%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen",serif; mso-ascii-font-family:Sylfaen; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Sylfaen; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-ansi-language:"GEO\/KAT";}

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე -17 ნოემბერი

წინდების რიგში მცირე ზომის იასამნისფერი წინდების წყვილი, გახდა დღენაკლთა მსოფლიო დღის სიმბოლო ( socksline )

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი პირველად 2011 წელს აღინიშნა  ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. ამ დღეს 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში და 60-ზე მეტი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით.

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, მშობელთა კავშირები, კომპანიები და კერძო პირები ყოველწლიურად უერთდებიან ამ ღონისძიებას.

2022 წელს დღენაკლ ბავშვთა მსოფლიო დღის თემაა:

მშობლის ჩახუტება: მძლავრი თერაპია. დაიწყეთ კანით კანთან კონტაქტი დაბადების მომენტიდან.

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ორსულობის მართვა ისე, რომ მოხდეს მისი სრულ ვადამდე მიყვანა. შესწავლილია რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ  ნაადრევ მშობიარობაზე - ნაადრევი მშობიარობა ანამნეზში, ქალის დაბალი წონა, სიმსუქნე, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლები ან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი და სხვ. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალური მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოებას.

 

1.       http://www.efcni.org/