Logo

2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე

title

2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. 

2018 წლის მთავარ გზავნილს წარმოადგენს-

,, გავაძლიეროთ  აუტიზმის სპექტრის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებები და შესაძლებლობები“. 

2017 წელს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და  გოგონათა უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და  გოგონები ხშირად აწყდებიან დისკრედიტაციას, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტალურ  უფლებას - თავისუფლებას. გლობალურად, ქალები უფრო მეტად განიცდიან ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ვიდრე მამაკაცები.

 

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა. ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა ასაკის მქონე პირის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და სირთულეებისა სწავლის პროცესში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აუტიზმის  სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდ გოგონათა დაწყებითი განათლების აუცილებლობაზე აკეთებს.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე  ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საზოგადობის დაბალი ინფორმირებულობა გარკვეული ბარიერებისა და სტერეოტიპების განვითარებას უწყობს ხელს. რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების ქალთა უფლებებზე საუბრისას.[i]

 

ამერიკული ორგანიზაცია ,,autism speak”-ის ინიციატივით დამკვიდრდა ,,Light It Up Blue“ ტრადიცია. 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.


რატომ არის ლურჯი აუტიზმის ფერი?  ცნობილია რომ ლურჯი ფერი ყველაზე საყვარელი და მიღებული ფერია მთელ  მსოფლიოში, იგი ასოცირებულია ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან. [ii]

 

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამიტომაც, აუტიზმის სიმბოლო სწორედ პაზლია (გაურკვევლობა). აუტიზმის სპექტრის აშლილობისას (ASD) დამახასიათებელია სერიოზული სოციალური, კომუნიკაციური და ქცევითი პრობლემები. ხშირად აუტიზმის სპექტრის მქონე პირები გარშემომყოფთაგან არ განსხვავდებიან. თუმცა   კომუნიკაციის თავისებურებები ახასიათებთ – ამ დროს კომუნიკაციას ძირითადად უფროსებთან ამყარებენ სასურველის მიღების მიზნით. ბავშვებს რაც უხარიათ ან სწყინთ  მათივე ემოციებად რჩება და ამ ემოციების მშობლებთან გაზიარების სურვილი ნაკლებად აქვთ. ასევე, თამაშის თავისებურებები ახასიათებთ: სათამაშოებთან განსაკუთრებული მოპყრობა, არასათამაშო ნივთებით უჩვეულო დაინტერესება. ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ასევე მიდრეკილება წესრიგისაკენ, რაც შეიძლება გამოიხატოს ნივთებთან დამოკიდებულებაში და დღის რეჟიმის მკაცრად დაცვაში. [iii]

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს (ASD) ხშირად აქვთ პრობლემებიოციალურ, ემოციურ და კომუნიკაციურ უნარებთან. მათი დასწავლის, აზროვნების, ყურადღების გამოხატვის, ნივთებზე რეაგირების უნარები ვარირებს.

აუტიზმის  სპექტრის აშლილობის მქონე პირისათვის დამახასიატბელია:

 

*      არ გამოხატავს  ნივთებზე ინტერესს;

*      ის მზერით კონტაქტს იშვიათად ამყარებს;

*      არ გამოხატავს  ადამიანებისადმი ინტერესს;

*      ათამაშოებ ან სხვა ნივთებ ერთ რიგად განალაგებს;

*      არ იღიმის და კონტაქტზე არ რეაგირებს;

*      შეხებაზე, ყნოსვაზე, გემოზე და ხმაურზე გადამეტებულად ან საერთოდ არ რეაგირებს;

*      თანატოლებთან დამეგობრება უჭირს;

*      წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარები დაქვეითებული აქვს;

* საუბრობს სტერეოტიპულად, სიტყვებს იმეორებს ან ლაპარაკის უჩვეულო მანერა აქვს;

*      ინერტულია ყურადღების ცენტრში მოქცეული მოვლენების და საგნების მიმართ;

*      მთელ ყურადღებას რამდენიმე საგანს ან ობიექტს უთმობს;

*      მიჯაჭვულია კონკრეტულ რუტინებსა და რიტუალებზე;

*      იჩენს ყურადღების დაბალ კონცენტრაციას;

*      ამ დროს ბავშვებს უჭირთ კოვზის დაჭერა, ხელის და ფეხის თითების, მაჯების, ტუჩების მოძრაობა . [iv]

 

აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დისკრედიტაცია.

 

გამოყენებული ლიტერატურა



[ii] https://www.autismspeaks.org/blog/2018/03/13/why-you-should-wear-blue-april-2-world-autism-awareness-day

[iv] https://www.cdc.gov/ncbddd/autism/signs.html