Logo

COVID-19-ის ვაქცინაციის მიზნით გრძელდება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთა რეგისტრაცია

title

COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი წარმოადგენს პრიორიტეტულ ჯგუფს, რომელთა ვაქცინაცია ტარდება პირველ ეტაპზე.

იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულმა პირმა დაჯავშნოს ვაქცინაციის ვიზიტი https://booking.moh.gov.ge მნიშვნელოვანია მასზე ინფორმაცია წინასწარ იყოს რეგისტრირებული პორტალზე www.portal.ncdc.ge მოდულში „სისტემის მომხმარებლები“ დამსაქმებლის მიერ. გრძელდება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია რისკის კატეგორიების მიხედვით. ჯანდაცვის მომსახურების ყველა მიმწოდებელმა აღნიშნულ პორტალზე უნდა დაარეგისტრიროს ინფორმაცია ყველა დასაქმებულ (სამედიცინო და არასამედიცინო) პირზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ „სისტემის მომხმარებლებში“ რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე 116 001 ან ელექტრონულ მისამართზე covid19vaccine@ncdc.ge

 

 

 

პორტალისთვის

 

გთხოვთ პორტალზე www.portal.ncdc.ge მოდულში „სისტემის მომხმარებლები“ ფილიალების მიხედვით შეიყვანოთ ინფორმაცია თქვენს დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის შესახებ. თითოეულმა დაწესებულებამ უნდა გამოყოს ვაქცინაციისთვის მობილიზაციაზე პასუხისმგებელ პირი (პასუხისმგებელი პირის შესახებ მოდულში მიეთითოს ინფორმაცია „როლების კატეგორიაში“, ასევე მიეთითოს ამ პირის საკონტაქტო ნომერი და ელ. ფოსტა). დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირისთვის უნდა განისაზღვროს რისკების კატეგორია (მაღალი, საშუალო, დაბალი) ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით:

 

მაღალი რისკი: SARS-Cov-2-თან ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი პერსონალი,  ახლო კონტაქტში დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან, შეხებაში ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან:

სამედიცინო პირი:

1) მიმდინარე კოვიდ კლინიკაში მომუშავე ყველა სამედიცინო პირი, მათ გარდა ვინც მხოლოდ დისტანციურად მუშაობს;

2) არაკოვიდ კლინიკაში მომუშავე ექიმი (მ.შ. უმცროსი ექიმი) რეზიდენტი, ექთანი, სანიტარი/მომვლელი დაკავებული შემდეგ დარგებში: ანესთეზია-რეანიმაცია, კრიტიკული მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა; სასწრაფო დახმარება; ინფექციის კონტროლი / ეპიდემიოლოგია / საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩართული ტესტის აღებაში;

3) ლაბორატორიის სპეციალისტები ჩართული ტესტის აღებაში/ ანალიზში.

არასამედიცინო პირი: დაცვის თანამშრომლები, სასწრაფოს მძღოლები

 

საშუალო რისკი: პერსონალი კონტაქტში მყოფი მოსახლეობასთან, რომელსაც არ მოეთხოვება კონტაქტი დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან; სამუშაო დაკავშირებულია  ხალხმრავალ ადგილებთან, სადაც დისტანციის დაცვა გართულებულია ან მოითხოვება ახლო და ხშირი კონტაქტი თანამშრომლებთან.  

ყველა სხვა სამედიცინო და არასამედიცინო პირი დასაქმებული ჯანდაცვის სექტორში, მათ გარდა ვინც მხოლოდ დისტანციურად მუშაობს.

დაბალი რისკი: პერსონალი, რომელსაც არ მოეთხოვება ხშირი, ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან.

სამედიცინო და არასამედიცინო პირები: მხოლოდ ტელემედიცინაში ჩართული სამედიცინო პირები, დისტანციურად მომუშავე ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავებული პირები.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე 116 001 11 ან ელექტრონულ მისამართზე covid19vaccine@ncdc.ge