Logo

კონფერენცია - EUCAST მიგრაცია & დანერგვის სტრატეგია 13.12.2018.

title

2018 წლის 13 დეკემბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შპს „პრიმა მედის“ და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია „BioMerieux” (ბიომერიო) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით

EUCAST მიგრაცია & დანერგვის სტრატეგია

კონფერნციას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრბის (CDC), შპს „პრიმა მედის“ და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანიის „bioMerieux” (ბიომერიო) ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები.

დამსწრე საზოგადოებას საფრანგეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებეს ინფორმაცია ევროპაში აღნიშნული სტანდარტების დანერგვის შესახებ. ცენტრის წარმომადგენლები საზოგადოებას მოახსენებენ დაგეგმილი სტრატეგიის და სამომავლო გეგმის შესახებ. 
დასასრულს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში „EUCAST ” სტანდარტის გამოყენების და უპირატესობების შესახებ მანუალური მეთოდებისგან განსხვავებით აღნიშნული სტანდარტის გამოყენების შემთხვევაში.

კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ ევროპაში აღიარებული “EUCAST” სახელმძღვანელო და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სტანდარტიზაცია. ასევე, აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების განხილვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წამყვანი დაწესებულების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ “EUCAST” სტანდარტის დანარგვის ხელშეწყობა.

”EUCAST” - ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების მუდმივმოქმედი ევროპული კომიტეტი დაარსებულია 1997 წელს ESCMID, ECDC და ევროპის ეროვნული კონტროლის კომიტეტების მიერ. კომიტეტი, განიხილავს ფენოტიპური ინ ვიტრო ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ტექნიკურ ასპექტებს და ფუნქციებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროპის თითოეული ქვეყანა ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს “EUCAST”-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, ანტიმიკრობული MIC კონტროლი ხორციელდება “EUCAST” ნორმების მიხედვით. “EUCAST-”ის მიერ აღიარებული სტანდარტებით ხელმღვანელობს არაერთი ქვეყანა ევროპის ფარგლებს გარეთ. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ქვეყანას, რომელმაც გადაწყვიტა მოახდინოს “EUCAST” სტანდარტების იმპლემენტაცია. დადგენილი სტანდარტების გამოყენება შესაძლებელია როგორც მიკრობიოლოგიურ ანალიზატორებზე, რომლებიც ახორციელებენ ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრას ავტომატურად, აგრეთვე დისკ დიფუზიის მეშვეობით.