Logo

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

title

ზუსტად 70 წელია მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნავს.  სწორედ 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგენერალურმა ასამბლეამ  ადამიანისუფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. 1950 წელს კი ასამბლეამ   423 (V)რეზოლუციის დეკლარირება მოახდინა. ამის შემდეგ მსოფლიოს ყველა ქვეყნასრეკომენდაცია მიეცა ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ეზეიმათ. ინიციატივა მიზნად დეკლარაციის პრინციპების -  თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავდა. 

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხებაროგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისეეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულუფლებებს. კერძოდ, დოკუმენტითგათვალისწინებულია სიცოცხლისა დაპირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვისუფლება და სხვა. აღსანიშნავია, რომ საყოველთაო დეკლარაცია არ არისიურიდიულად სავალდებულო და იგი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. თუმცა მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამსავალდებულო ნორმების შემცველსაერთაშორისო ჩვეულებით სამართლადაქცია.

დოკუმენტმა საფუძველი ჩაუყარა ადამიანისუფლებათა დაცვის შესახებ მრავალსაერთაშორისო ხელშეკრულებას. მათშორისაა ისეთი უმნიშვნელოვანესისაერთაშორისო სამართლებრივ აქტები, როგორებიცაა: ხელშეკრულებასაერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურუფლებათა შესახებ და საერთაშორისო ფაქტიეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულუფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელსმიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.

2018 წელს  ადამიანის უფლებათა დაცვის დღის კამპანია აღნიშნული დეკლარაციის  მიღების 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების მთავარი  მიზანი დეკლარაციის ძირითადი პრინციპების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დანერგვის პროცესის ხელშეწყობა და მისი კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა . 

დეკლარაცია ცხადყოფს, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად რასის, ფერის, მრწამსის, სქესის, ენის, პოლიტიკურიშეხედულებების, ეროვნული ან სოციალურიწარმომავლობის ან სხვა სტატუსისათანასწორი უფლება აქვს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურული წარმოშობის თემების თავისებურებებს და განსაზღვრავსუნივერსალურ ფასეულობებს, რომელიც ყველა ერისათვის საერთოა. დეკლარაცია უზრუნველყოფს თანაბარი ღირებულებების ჩამოყალიბებას სხვადასხვა კულტურული წარმოშობის მქონე ქვეყნებში. მისი წყალობითადა სახელწიფოთა მიერ აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მილიონი ადამიანის ღირსება ხელშეუხებელი რჩება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებასჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმპლემენტირების პროცესი ჯერ კიდევ რთულად მიმდინარეობს და ბოლომდე არ განხორციელებულა. 

დეკლარაციაში დაცული პრინციპებიაქტუალურობას არც დღეს კარგავს. როგორც გასულ საუკუნეში, დღესაც საჭიროა დავიცვათ საკუთარი და სხვათა უფლებები. ამით კი ხელს შევუწყობთ თანასწორუფლებიანობის პრიციპებზე დაფუძნებული  საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ადამიანისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხშირად თარგმნილი დოკუმენტი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი საზოგადოებრივი ცნობადობა საკმაოდ დაბალია. ბევრი  ჯერ კიდევ არიცნობს აღნიშნულ დოკუმენტს და შესაბამისად საკუთარი უფლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ გააჩნია. 


საკუთარი უფლებების ცოდნა თითოეული ადამიანის უფლებაა!

გახსოვდეს! 

აუცილებელია დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანთა უფლებები. 

ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განვახორციელოთ - დავიცვათ ჩვენი უფლებები და ვიზრუნოთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებზე. 

#ერთადდავდგეთადამიანისუფელაბათადასაცავად

 

➢ ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია უფლებას აძლევს ყველას, მათ შორის შენც
➢ ადამიანის უფლებები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული