Logo

ანტიგენის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია

title

ანტიგენის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია 


ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19)  ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი


ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი / ლუგარის საზოგადობრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

11/16/2020


 1.     COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო მეთოდების მიმოხილვა



1.1.     რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია RT-PCR.. PAGEREF _Toc58261372 \h 2 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370032000000

1.2.     COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო სეროლოგიური მეთოდები.. PAGEREF _Toc58261373 \h 3 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370033000000

2.     COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენების  სარეკომენდაციო ალგორითმები  სხვადასხვა ჯგუფებისთვის. PAGEREF _Toc58261374 \h 5 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370034000000

2.1.     COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი  სიმპტომების მქონე პირები (შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება). PAGEREF _Toc58261375 \h 5 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370035000000

2.2.     მაღალი რისკის კონტიგენტი არასპეციფიკური  სიმპტომებით ან უსიპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან. PAGEREF _Toc58261376 \h 6 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370036000000

2.3.     სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული პირები.. PAGEREF _Toc58261377 \h 6 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370037000000

3.     უსაფრთხოების მოთხოვნები სწრაფი ტესტების ჩატარებისათვის. PAGEREF _Toc58261378 \h 6 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370038000000

4.     Covid-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია. PAGEREF _Toc58261379 \h 7 08D0C9EA79F9BACE118C8200AA004BA90B02000000080000000D0000005F0054006F006300350038003200360031003300370039000000

 

 

 

1.     COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო მეთოდების მიმოხილვა

 

მეთოდი

პჯრ /RT-PCR

 

ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი /Antibody (IgM/IgG) RDT

ანტიგენის სწრაფი ტესტი Antigen (Ag) RDT

ნიმუში

ცხვირ-ხახის ნაცხი ან ნახველი, ბრონქოალვეოლური ლავაჟი (ამონარეცხი) ან რესპირატორული ბიოფსიური მასალა*

სისხლი /კაპილარული  ან ვენური

ცხვირ-ხახის ნაცხი ან ნახველი

ფანჯრის პერიოდი

მოკლე

3-7 დღე კლინიკური მანიფესტაციიდან

მოკლე

ცრუ დადებითი

თითქმის არა

დაბალი

თითქმის არა

ToT- შედეგის მიღების ხანგრძლივობა

მინიმუმ 24 სთ ან რამდენიმე დღე

10-15 წთ

10-15 წთ

შემდგომი რე-ტესტირება

რამდენიმე დღეში

უარყოფითი შედეგი მოწმდება კლინიკური სურათის მიხედვით და ასევე თუ ნიმუში ფანჯრის პერიოდშია აღებული

თუ ნიმუში ფანჯრის პერიოდშია აღებული

* შენიშვნა: პჯრ კვლევისათვის შესაძლებელია სხვა მასალის გამოყენებაც სპეციალური ჩვენებით, განავალი /ან სისხლი /ან შარდი /ან გვამური მასალა (ფილტვის ქსოვილი).

 

1.1.        რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია RT-PCR

დადებითი მხარე:

§  ეს მეთოდი განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.

§  ძალიან მაღალი სპეციფიურობა აქვს, რაც ცრუ დადებითის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. თუმცა ერთჯერადად ნეგატიური RT-PCR შედეგი არ გამორიცხავს  COVID-19-, განსაკუთრებით მაშინ თუ ნაზოფარინგეალური ნაცხი აღებულია დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე.

გამოყენების სუსტი მხარე :

§  ესაჭიროება მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცე და მაღალკვალიფიციური პერსონალი;

§  შედეგის მიღებამდე საჭიროა დიდი დრო;

§  ნიმუშების რეფერალის სირთულეები, რაც ასევე შედეგის მიღების დროს უკავშირდება;

§  ტესტირების ღირებულება მაღალია.

 

 

1.2.    COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო სეროლოგიური მეთოდები

 

Ø  ლაბორატორიაზე დაფუძნებული სეროლოგიური მეთოდები

 

§  ლაბორატორიაზე დაფუძნებული სეროლოგიური ტესტებიდან გამოიყენება ანტისხეულების გამოვლენის ELISA (ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული გამოკვლევა) ან CIA (ქემილუმინესცენტური იმუნოანალიზი) მეთოდები, რომლებიც საჭიროებს კვალიფიციურ ლაბორატორიულ პერსონალს და სპეციალურ აღჭურვილობებს. ტესტის მიხედვით შეიძლება IgG, IgM და IgA ანტისხეულების, როგორც ცალ-ცალკე ან კომბინირებული (გაერთიანებული), როგორც მთლიანი ანტისხეულების, დეტექცია;

 

§  შემუშავებულია სუროგატი ვირუსის ნეიტრალიზაციის ტესტები (sVNT). ეს არის შემბოჭავი ანტისხეულების ტესტები, შექმნილი პოტენციური გამანეიტრალებელი ანტისხეულების დეტექციისთვის, რომლებიც ხელს უშლიან RBD–ს ურთიერთქმედებას ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტ 2–თან (ACE2, უჯრედის ზედაპირული რეცეპტორი SARS-CoV-2– სთვის). იმის გამო, რომ ამ ტესტებს ცოცხალი ვირუსი არ ესაჭიროებათ, მათი ჩატარება შესაძლებელია BSL-2 ლაბორატორიებში;

 

§  გამანეიტრალებელი ანტისხეულების დეტექცია:  ნეიტრალიზაციის ტესტები განსაზღვრავს ანტისხეულების ფუნქციონალურ შესაძლებლობას ვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად in vitro. ტესტირება მოიცავს შრატის ან პლაზმის ინკუბაციას ცოცხალ ვირუსთან უჯრედებში. ტესტირებისთვის საჭიროა ან BSL-3 ან BSL-2 ლაბორატორია, რაც დამოკიდებულია იმაზე, SARS-CoV-2 ვირუსის რომელი ფორმა გამოიყენება. ტარდება ორი ტიპის ნეიტრალიზაციის ტესტები:

o   ვირუსის განეიტრალების ტესტები (VNT), როგორიცაა plaque-reduction ნეიტრალიზაციის ტესტი (PRNT) და მიკრონეიტრალიზაცია, გამოიყენება კლინიკური იზოლატიდან ან SARS-CoV-2 ვირუსი ან რეკომბინანტული SARS-CoV-2 ექსპრესირებული რეპორტიორი ცილებიდან. ამ ტესტირებისთვის საჭიროა BSL-3 ლაბორატორია. ტესტის ხანგრძლივობა გრძელდება 5 დღემდე.

o   ფსევდოვირუსის ნეიტრალიზაციის ტესტებში (pVNT) გამოიყენება რეკომბინანტული ფსევდოვირუსები (როგორიცაა ვეზიკულური სტომატიტის ვირუსი, VSV), რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის S ცილას. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს BSL-2 ლაბორატორიებში, გამოყენებული VSV შტამის მიხედვით.

§  SARS-CoV-2 Ag -ის განმსაზღვრელი ლაბორატორიაზე დაფუძნებული იმუნოლოგიური ტესტები, რომელიც განსაზღვრავს  ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის ანტიგენის არსებობას, მარალმგრძნობიარეა და საჭიროებს შესაბამისი აპარატურით აღჭურვილ BSL-2 დონის ლაბორატორიას და გამოცდილ პერსონალს;

 

 

 

Ø  COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო სწრაფი მეთოდები

სწრაფი ტესტები ანტისხეულების განსაზღვრისათვის  /Antibody (IgM/IgG) rapid test

COVID-19 IgM/IgG  ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს  კაპილარულ ან ვენურ სისხლში, შრატსა და პლაზმაში  SARS-CoV-2 ვირუსის მიმართ IgM და IgG ანტისხეულების არსებობას.

გამოყენების სარგებელი:

§  მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალურად მოწყობილი ლაბორატორია;

§  საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;

§  საკვლევი მასალა შეიძლება იყოს თითიდან აღებული კაპილარული სისხლის წვეთი ან ვენური სისხლი;

§  შედეგი სახეზეა 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);

§  წარმადობა შესაძლებელია საკმაოდ მაღალი, რაც მასიური სკრინინგისათვის მოსახერხებელია;

§  მგრძნობელობა და სპეციფიურობა დაახლოებით 80-90% ფარგლებში მერყეობს;

§  შედეგის, IgM და IgG-ის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ხანდაზმულობის დადგენაც;

§  ტესტირების ღირებულება პჯრ კვლევასთან შედარებით ბევრად დაბალია და დამატებითი ხარჯებიც მცირეა.

სუსტი მხარეები:

§  ცრუ უარყოფითი შედეგის მაღალი ალბათობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:

-        ხანგრძლივი ფანჯრის პერიოდიIgM ჩნდება კლინიკური მანიფესტაციიდან 3-5 დღის შემდეგ, ხოლო IgG- აღმოჩენა მოგვიანებით 10-14 დღე;

-        ტესტირების დაავადების ადრეულ /ან გვიან ეტაპზე ჩატარება;

-        ადამიანის დაბალი იმუნური სტატუსი.

§  ცრუ დადებითი შედეგი, რაც მსგავსი კორონავირუსების ჯგუფთან ჯვარედინი რეაქციის გამო შეიძლება იყოს (ჯერ არ არის კარგად შესწავლილი).

§  დიდ ნაწილს ესაჭიროება შემდგომი კონფირმაცია.

 

სწრაფი ტესტი COVID-19 ანტიგენის განსაზღვრისათვის/ COVID-19 Antigen (Ag) rapid test

COVID-19 Ag  ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს  ცხვირ-ხახის ნაცხში,  SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

 

გამოყენების სარგებელი:

§  მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალურად მოწყობილი ლაბორატორია;

§  საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;

§  საკვლევი მასალა არის ცხვირ-ხახის ნაცხი;

§  შედეგი სახეზეა 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);

§  ღირებულება დაბალია, წარმადობა მაღალი;

§  ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღინიშნება.

 

სუსტი მხარეები:

ანტისხეულებთან შედარებით ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ტესტირების დაავადების ადრეულ /ან გვიან ეტაპზე ჩატარება.

 

სქემა: SARS-CoV-2 ინფექციის დიაგნოსტიკური მარკერების კორელაცია დაავადების მომდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე სიმპტომების გამოვლენასთან კავშირში

 

JAMA. Published online  May 06, 2020. doi:10.1001/jama.2020.8259

 

 

2.    COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გამოყენების  სარეკომენდაციო ალგორითმები  სხვადასხვა ჯგუფებისთვის

 

2.1.  COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი  სიმპტომების მქონე პირები (შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება)

 

§  მაღალი რისკის კონტიგენტი[1] სპეციფიკური სიმპტომებით;

§  ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები სპეციფიკური სიმპტომებით;

ამ ჯგუფში რეკომენდირებულია  ცხვირ-ხახის ნაცხის პჯრ ან/ ანტიგენის[2] სწრაფი მეთოდით ტესტირება

შენიშვნა: პჯრ კვლევის განმეორებითი უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, თუ კვლავ რჩება ეჭვი კორონავირუსული ინფექციის არსებობაზე,  რეკომენდირებულია ანტისხეულებზე ტესტირება იმუნური სტატუსის დასადგენად.

 

2.2.   მაღალი რისკის კონტიგენტი არასპეციფიკური  სიმპტომებით ან უსიპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან

 

ამ კატეგორიაში განხილული ჯგუფების ტესტირება რეკომენდებულია პჯრ ან/ ანტიგენის სწრაფი მეთოდის გამოყენებით;

 

2.3.   სტრატეგიულ ობიექტებში [3]დასაქმებული პირები

 

ამ ჯგუფში რეკომედირებულია პჯრ ან/ანტიგენით ან ერთდროულად ანტიგენ-ანტისხეულების ტესტირება  გარკვეული პერიოდულობით[4];

 

 

3.    უსაფრთხოების მოთხოვნები სწრაფი ტესტების ჩატარებისათვის

ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი /Antibody (IgM/IgG) RDT

სწრაფი მარტივი მეთოდით  Covid !9-ის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრისათვის ბიოუსაფრთხოების კუთხით არ არის საჭირო პირადი დაცვის სრული ეკიპირების გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტირება უტრდებათ უსიმპტომო ადამიანებს.

§  ტესტირებისათვის სასურველია იზოლირებილი სივრცე, სამუშაო ზედაპირი, რომელიც ქიმიურ დამუშავებას ექვემდებარება;

§  ბენეფიციარს უნდა ეკეთოს ნიღაბი და ხელი ტესტირებამდე უნდა დაიბანოსან დაიმუშავის სადეზინფექციო ხსნარით;

§  ლაბორატორიის პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი  რესპირატორით, ხელთათმანით და ტესტირებისათვის საჭირო მასალით;

§  თუ ინდივიდუალურად კაპილარული სისხლით კეთდება ანტისხეულებზე ტესტირება, ყოველი პაციენტის შემდეგ უნდა დასუფთავდეს ზედაპირები სადეზინფექციო ხსნარით;

§  თუ სწრაფი ტესტირებისას გამოიყენება  ვენური სისხლი, პლაზმა ან შრატი, მხოლოდ სისხლის აღებისას არის საჭირო ზემოთ ჩამოთვლილი პირადი აღჭურვილობის გამოყენება, ტესტირება კი უნდა ჩატარდეს ლაბორატორიულ სივრცეში ბიოუსაფრთხოების მე -2 დონის სტანდარტული მოთხოვნებით.

ანტიგენის სწრაფი ტესტი Antigen (Ag) RDT

Covid-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებისას ბიოუსაფრთხოების კუთხით აუცილებელია საჭირო პირადი დაცვის სრული ეკიპირების გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტირება უტარდებათ სიმპტომიან ადამიანებს.

§  ტესტირებისათვის სასურველია იზოლირებილი სივრცე, სადაც სხვა სამუშაოები პარალელურად არ ტარდება და სადაც ყველა სამუშაო ზედაპირი  ქიმიურ დამუშავებას ექვემდებარება;

§  ცხვირ-ხახის ნაცხის აღებისას აუცილებელია პირადი დაცვის აღჭურვილობის სრული ეკიპირებით გამოყენება,  ყოველი ბენეფიციარის ტესტირების ხელთათმანის გამოცვლა, ხელისა და სამუშაო ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება;

 

4.    Covid-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია

 

·         ანტიგენის ან პჯრ მეთოდით დადებითი პირი იდენტიფიცირდება, როგორც კოვიდინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული  შემთხვევა;

·         ანტიგენით უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, თუ  აღინიშნება ინფექციის არსებობის მაღალი წინასწარი განწყობა და პირი აკმაყოფილებს შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას, რეკომენდირებულია ანტიგენის განმეორებითი ტესტირება და მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პჯრ ტესტირება;

·         ანტიგენის უარყოფითი და პჯრ ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, თუ  აღინიშნება ინფექციის არსებობის მაღალი წინასწარი განწყობა და პირი აკმაყოფილებს შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას,  ანტიგენის ტესტირების შედეგი ფასდება ცრუ უარყოფითად;

·         ანტიგენის დადებითი და პჯრ ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, განმეორებით ტარდება პჯრ ტესტირება, თუ პჯრ შედეგი უარყოფითი რჩება, ანტისხეულებიც უარყოფითია და კლინიკური სიმპტომებიც არ ვლინდება, ანტიგენის ტესტირების შედეგი ფასდება ცრუ დადებითად;

·         თუ მხოლოდ IgM ანტისხეულებზეა დადებითი და პჯრ/ან ანტიგენი უარყოფითია, პირს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი, სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში განმეორებითი პჯრ/ანტიგენი, ხოლო უსიმპტომო მიმდინარეობისას  ერთი კვირის შემდეგ განმეორებითი სწრაფი ტესტი IgG-ს განსაზღვრისათვის, იმუნური სტატუსის დასადგენად;

·         თუ  IgM/ IgG ანტისხეულები დადებითია და ანტიგენი/ან პჯრ უარყოფითია, ან თუ მხოლოდ IgG არის დადებითი,  პირს შეუძლია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში განმეორებითი ანტიგენი/პჯრ;

 



[1] რისკის ჯგუფები ანისაზღვრება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

[2] ანტიგენის ტესტის გამოყენების რეკომენდაციები ასახულია დანართში #1;

[3] სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

[4] პერიოდულობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;




SARS-CoV-2-ის ინფექციის დიაგნოსტიკაში ანტიგენის სწრაფი ტესტის (Ag-RDT) გამოყენების რეკომენდაციები

SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტირებასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები

·         SARS-CoV-2 Ag სწრაფი მარტივი ტესტი, რომელიც გამოყენებული იქნება კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის უნდა იყოს შერჩეული დიდი სიფრთხილით,  მგრძნობელობა  ≥90% და სპეციფიურობა ≥97% (იდეალური იქნება ≥99%), უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ან FDA –ის მიერ აღიარებული;

·         SARS-CoV-2 Ag სწრაფი მარტივი ტესტი უნდა ჩატარდეს კარგად დატრენინგებული პერსონალის მიერ და მკაცრად უნდა იყოს დაცული ინსტრუქციაში მითითებული საფეხურები;

·         SARS-CoV-2 Ag სწრაფი მარტივი ტესტი გამოყენებული უნდა იქნას სიმპტომების გამოვლენიდან 3-7 დღის პერიოდში, რაც ზრდის ტესტის სანდოობას.

·         SARS-CoV-2 Ag სწრაფი მარტივი ტესტირება უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ტესტირებისათვის სასურველია იზოლირებილი სივრცე, სადაც სხვა სამუშაოები პარალელურად არ ტარდება და სადაც ყველა სამუშაო ზედაპირი  ქიმიურ დამუშავებას ექვემდებარება; ცხვირ-ხახის ნაცხის აღებისას აუცილებელია პირადი დაცვის აღჭურვილობის სრული ეკიპირებით გამოყენება,  ყოველი ბენეფიციარის ტესტირების შემდეგ ხელთათმანის გამოცვლა, ხელისა და სამუშაო ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება;

SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის გამოყენების ზოგადი რეკომენდაციები

SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტი ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს იმ გეოგრაფიულ ადგილებში, დაწესებულებებსა თუ ორგანიზაციულ ჯგუფებში, სადაც პჯრ-ტესტირება მიუწვდომელია ან შედეგის მიღება მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და სადაც აუცილებელია ინფექციის დროული დიაგნოსტიკა;

SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება რეკომედირებულია:

·         შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას დაქვემდებარებულ პირებში, რაც ინფექციის დროული გამოვლენისა და  სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა;

·         დისტანციურ რეგიონებსა და რაიონებში, ინსტიტუციებსა და ნახევრად-დახურულ საზოგადოებებში სადაც მნიშვნელოვანია ინფექციის სწრაფი გამოვლენა მისი შემდგომი სწრაფი ლოკალიზაციის მიზნით;

·         რისკის ქვეშ მყოფი პირებში სკრინინგული ტესტირებისთვის, რადგან სწრაფად განხორციელდეს  პოზიტიური შემთხვევების დროული იზოლირება;

·         სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში, სხვადასხვა საზოგადოებებსა და დაწესებულებებში, სადაც ინფექციის სწრაფი გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტობისათვის;

შენიშვნა: ანტიგენის გამოყენების გაფართოვების სტრატეგიული მიდგომები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების დამატების საფუძველზე;

SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია და შემდგომი ეტაპები

·         SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის დადებითი შედეგი არ საჭიროებს გადამოწმებას პჯრ მეთოდით იმ შემთხვევებში, როდესაც გამოკვლეული პირი მიეკუთვნება შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას ან არის დადასტურებული პირის ახლო კონტაქტი, ან აღინიშნება ინფექციის არსებობის მაღალი წინასწარი განწყობა;

·         SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგი არ საჭიროებს გადამოწმებას იმ შემთხვევებში, როდესაც არ აღინიშნება ინფექციის არსებობის მაღალი წინასწარი განწყობა;

·         SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგი იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება ინფექციის არსებობის მაღალი წინასწარი განწყობა და პირი აკმაყოფილებს შემთხვევის სტანდარტულ განსაზღვრებას, რეკომენდირებულია ანტიგენის განმეორებითი ტესტირება და მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პჯრ ტესტირება;

·         SARS-CoV-2 ანტიგენის ტესტით გამოვლენილი დადებითი შედეგის მქონე პირები განიხილებიან, როგორც კოვიდინფექციის ლაბორატოიულად დადასტურებულ შემთხვევები;