Logo

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული

title

2022 წლის 23-29 იანვარს ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ  ინფორმირებულობის ზრდის კვირეული აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საკითხის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებსა და პოლიტიკოსებში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი რისკის ფაქტორია და დაავადების პირველადი პრევენციის მიზნით აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქციანაცია 9-13 წლის ასკის გოგონებში ტარდება.

ძირითადი ფაქტები, ადამიანის პაპილომა ვირუსი:

·      ლზე გავრცელებულია მსოფლიოში

·      ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება

·      ასზე მეტი გენოტიპიცნობილი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია

·      ორი გენოტიპი (16 და 18) საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს იწვევს

·      არსებული მტკიცებულებების მიხედვით დადებით კორელაციაშია ანუსის, ვულვის და ვაგინის კიბოსთან.

თქვენ შეგიძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის შემცირება:

·         უსაფრთხო სექსი:  პრეზერვატივის გამოყენება ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად

·         ჯანსაღი ცხოვრების წესი:  ჯანსაღი ცხოვრება იმუნური რეაქტიულობის შენარჩუნების საფუძველია.

·         უარი თამბაქოს - მოწევა აჩერებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მუშაობას,  რის გამოც  უფრო ადვილად შესაძლოა განვითარდეს ინფექცია. აქედან გამომდინარე,  საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შანსი იზრდება.

·         საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 64 წლის ასაკამდე საშვილოსნის ყელის კიბოს თავიდან აცილების საშუალებაა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მართვა: კომპლექსური მიდგომა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა ამ პრობლემისადმი კომპლექსურია და მოიცავს ღონისძიებებს მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე – მულტიდისციპლინარული, სოციალური მობილიზაციის, ვაქცინაციის, სკრინინგის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის სახით.

პირველადი პრევენცია იწყება ვაქცინაციით გოგონებში, 9–13 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მათ სქესობრივ აქტივობამდე, ხოლო მეორადი პრევენციის ეფექტურ ღონისძიებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. ევროპული გაიდლაინების მიხედვით საშვილოსნოს ყელის სკრინინგი რეკომენდებულია 30-60 წლის ასაკობრივ ინტერვალში, თუმცა თითოეულ ქვეყანაში უფრო ახალგაზრდა, ან უფროსი ასაკის ქალების ჩართვა შესაძლებელია ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით და ფინანსური რესურსების შესაძლებლობის გათვალისწინებით. აშშ-ს პრევენციული სერვისების ოპერატიული ჯგუფი (United States Preventive Services Task Force - USPSTF) საშვილოსნოს ყელის სკრინინგს რეკომენდაციას უწევს 21-65 წლის ასაკის ქალებში. ევროპული გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ Pap-ტესტირებას ≥2 ან ≤5-წლიანი ინტერვალით, მაშინ როცა USPSTF მხარს უჭერს 3 წლიან ინტერვალს. საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება 25-60 წლის ასაკის ქალბატონებში სამ წელიწადში ერთხელ.

აპვ ვაქცინაცია იძლევა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გრძელვადიანი დაცვის შესაძლებლობას. საქართველოში 2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ  პროგრამაში, 9-13 წლის ასაკის გოგონებისთვის.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო გეგმიური აცრის გარდა 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#4) ქვეყანაში დაიგეგმა 13-18 წლის ასაკის გოგონებში „გაწმენდის“ რაუნდის ჩატარება შემდეგი სქემით:

ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ბ) 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ვაქცინაცია არ ცვლის სკრინინგს; ვაქცინაციის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივ გრძელდება.