Logo

რეკომენდაციები და მითითებები 2018-2019 წლების გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის

title

როგორც მოგეხსენებათ, მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით  (№01-2/ 2016 წლის 18 იანვარი . თბილისი, მუხლი 15) რეგულირდება.

მუხლი 15. მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა:

1. მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა სტანდარტულად წარმოებს საყრდენი ბაზებით;

2. შერჩეული საყრდენი ბაზების მიერ ინფორმაციის მოგროვების, მიწოდების და სინჯის აღების წესები რეგულირდება დკსჯეც-ის მიერ შემუშავებული პროტოკოლით;

3. გრიპის აქტიური სეზონი იწყება ყოველი წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით.

4. მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების კონტროლის მიზნით შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებები აქტიური სეზონის განმავლობაში ვალდებულნი არიან რაიონულ სჯც-ში აწარმოონ ყოველკვირეული ანგარიშგება სტანდარტული ფორმით ყოველი კალენდარული კვირის მომდევნო ორშაბათს.

5. რაიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს მონაცემთა აგრეგირება რაიონის მასშტაბით და ტრენდების განსაზღვრა არაუგვიანეს ყოველი კალენდარული კვირის მომდევნო სამშაბათისა.

6. რაიონის აგრეგირებული ინფორმაცია უნდა გადაეცეს დკსჯეც- რეგიონალურ ფილიალებს ყოველი კალენდარული კვირის მომდევნო სამშაბათს.

გრიპისმაგვარი დაავადების / მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის შემთხვევების ყოველკვირეული სტანდარტული ფორმა

სამედიცინო დაწესებულება

 

კვირა

 

ILI შემთხვევების რაოდენობა

 

სულ ვიზიტები

 

SARI შემთხვევების რაოდენობა

 

სულ ჰოსპიტალიზაცია

 

ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი

 

იმ რეგიონებში, სადაც არ არის განთავსებული დკსჯეც-ს ფილიალები - მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა,  იმავე წესით ინფორმაციას გადასცემს ქ. ბათუმის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს;

დკსჯე ცენტრის რეგიონალური ფილიალები, ასევე ქ. ბათუმის, ქ. მცხეთის და ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები დკსჯე ცენტრის თბილისის ოფისში ელექტრონულ მისამართზე i.karseladze@ncdc.ge, i.karseladzencdc@gmail.com,  წარმოადგენენ ჯამურ 4 კვირის ინფორმაციას შემდეგ თარიღებში:

·         30 ოქტომბერი  (40 - 43 კვირის ჯამური ინფორმაციისთვის);

·         27 ნოემბერი  (40 – 47 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         25 დეკემბერი (40 - 51 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         22 იანვარი  (40 - 3 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         19 თებერვალი  (40 - 7 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         19 მარტი (40 - 11 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         16 აპრილი (40 - 15 კვირის ჯამური ინფორმაცია);

·         21 მაისს გთხოვთ წარმოადგინოთ სეზონის შემაჯამებელი ანგარიში (40 -20 კვირების ჯამური ინფორმაცია, სეზონის შემაჯამებელი კვირა)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონული ცენტრები, დკსჯე ცენტრის რეგიონული ფილიალები, ქ. ბათუმის, ქ. მცხეთისა და ქ. რუსთავის სჯ ცენტრები დკსჯე ცენტრის თბილისის ოფისში რიგგარეშედ სასწრაფო შეტყობინებას გზავნიან შემდეგ შემთხვევებში:

·         მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების,

·         გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების უჩვეულო მატების (რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის უპირატესი დაზარალების, განსაზღვრულ კოლექტივებში აფეთქების),

·         გრიპისმაგვარი დაავადების უჩვეულო შემთხვევისას.

ყოველკვირეული ინფორმაცია დკსჯე ცენტრის თბილისის ოფისისთვის  ხელმისაწვდომი უნდა იყოს  მოთხოვნის შემთხვევაშიც.

2018-2019 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

·         ქრონიკული დაავადების მქონე პირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი;

·         ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;

·         C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;

·         აივ ინფიცირებული პირები;

·         ორსულები;

·         სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები.

გრიპის პროფილაქტიკის რეკომენდაციები

გრიპის ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის

ერთადერთი საშუალებაა!

 მოსახლეობისთვის:

  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველასაჭიროა  ექმთან კონსულტაცია; 
  2. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს;
  3. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება:

·         ერთჯერადად ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში;

·         გამოყენებული  ნიღაბი უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.

  1. ხელების დაბანა აუცილებელია:

·         დღის განამავლობაში მინიმუმ ხუთჯერ;

·         მიზანშეწონილია თხევადი საპონით სარგებლობა;

·         ხელებით ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ;

·         ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალურად დაბინძურებულია;

·         ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (.. ერთჯერადი დოზატორები);

·         სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება. გამოყენებული ხელსახოცები  და ერთჯერადი დანიშნულების საგნები უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.

  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების (ტემპერატურის მატება, ხველა) მქონე  პირები უნდა მოერიდნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას;
  2. რეკომენდირებულია დაავადებული პაციენტის იზოლაცია, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და დღეში რამდენჯერმე სველი წესით დალაგება.

 

სამედიცინო პერსონალისთვის:

  1. სამედიცინო პერსონალი სავალდებულოდ უნდა აიცრას სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;
  2. გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან მოხდეს მატი იზოლაცია კოჰორტულად;
  3. პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება, შეძლებისდაგვარად, უნდა შეიზღუდოს;
  4. პაციენტებს, პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას, სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი
  5. სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები (იხ. გაიდლაინიინფექციური კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №148/ ბრძანება და 2015 წლის 24 აპრილის, საქართველოს მთავრობის დადგენილება   #185, სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ); 
  6. სამედიცინო პერსონალმა, უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ, ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
  7. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პაციენტთან კონტაქტისას, გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები
  8. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
  9. ლაბორატორიული კვლევები გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს, სეზონურ გრიპზე,  დამატებითი დიგნოსტირებისათვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისთვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად,  არ ესაჭიროებათ.