Logo

ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი

title

Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფროლასაც კი წარმოადგენს, თუმცა არსებობს პათოგენური შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ ენტეროჰემორაგიული E.coli-ს ჯგუფს ენიჭება. ამ ჯგუფის შტამების ვირულენტობა განპირობებულია უნარით გამოიმუშავონ ე.წ. შიგა ტოქსინი, ამიტომ მათ შიგატოქსინ მაპროდუცირებელ ბაქტერიებად (Shiga toxin-prodacting) ან შესაბამისი აბრივიატურით STEC მოიხსენიებენ (ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეთ ამ ტერმინის ანალოგი - ვერო ტოქსინი და შესაბამისი აბრივიატურა VTEC).
ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირის ჯგუფიდან პირველი გამომწვევი E.coli O157, 1982 წელს იდენტიფიცირდა. STEC-ზე არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სწორედ E.coli O157 -ით გამოწვეული ინფექციების კვლევის შედეგად არის მიღებული. მართალია ამჟამად მრავალი სხვა შტამიც არის მიჩნეული შიგა ტოქსინის მაპროდუცირებლად, ისტორიულად ჩამოყალიბდა ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზის პირობითი დაყოფა O157-ითა და არა - O157 გამოწვეულ ინფექციებად. ამ უკანასკენელის მაგაგალითია, ენტეროჰემორაგიულ ნაწლავის ჩხირის O104:H4 შტამი, რომელმაც გერმანიაში, 2011 წელს, დიდი ეპიდაფეთქება და 43 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
დაავადების რეზერვუარს ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირით კოლონიზირებული თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, ადამიანისთვის კი, ძირითადად შინაური მსხვილფეხა საქონელი. აღსანიშნავია, რომ ცხოველი მიკრობის უსიმპტომო მტარებელია. გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. ჩვეულებრივ დაავადება შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ნაკელით დაბინძურებული საკვები პროდუქტების ან ასევე ნაკელით დაბინძურებული წყლის სასმელ-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენების შემდეგ განვითარდეს. თუმცა ბაქტერიები ადამიანს გადაეცემა დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის და ცხოველების მოვლის დროსაც.
ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს:
· თერმულად არასაკმარისად დამუშავებულმა ხორცმა;
· დაბინძურებულმა წყალმა (სასმელმა, ან რეკრეაციულმა);