Logo

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

title

2017 წლის სლოგანი არის ,,ფსიქიკური ჯანმრთელობა  სამუშაო ადგილზე’’ 

შრომა ზოგადად სასარგებლოა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ნეგატიური სამუშაო გარემო ხშირად შესაძლოა გახდეს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების საფუძველი. შეურაცხყოფა და დამცირება სამუშაო ადგილას-აუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსს. 

მაოფლიოში 300 მლნ ადამიანს აქვს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომატიკა, რომელიც ხდება დროებითი შრომისუუნარობის მიზეზი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებითი კვლევით, აღნიშნული კლინიკური სიმპტომატიკის არსებობა, ყოველწლიურად აშშ ეკონომიკას 1 ტრილიონი ამერიკული დოლარით აზარალებს.

უმუშევრობა არის ფსიქიკური პრობლემების ერთერთი ძირითადი რისკის ფაქტორი, აქედან გამომდინარე, სამუშაოს მოპოვება ე.წ. დაცვითი მექანიზმია ამ მიმართულებით. ამასთანავე, სამუშაო ადგილას არსებული არახელსაყრელი პირობები და გარემო-ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსის გაუარესებას. ასე მაგალითად, გადაღლა, ე.წ. ,,გადაწვა’’- შესაძლოა გახდეს არა მარტო ფსიქიკური, არამედ სომატური ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზი. 

სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებია:

  • არასაკმარისი ჯანმრთელობის დაცვისა  და უსაფრთხოების პოლიტიკა
  • ცუდი კომუნიკაცია და მართვის პრაქტიკა
  • შეზღუდული მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისას
  • დასაქმების დაბალი მხარდაჭერა
  • მოუქნელი სამუშაო საათები, გაურკვეველი ამოცანები ან ორგანიზაციული მიზნები. 

ჯანსაღი სამუშაო გარემოს მისაღწევად მნიშვნელოვანი ელემენტია სამთავრობო კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავება. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლოდროინდელი მეთოდური რეკომენდაცია გულისხმობს - ინტერვენციებს სამი მიართულებით: 

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო რისკის ფაქტორების შემცირებით.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა მუშაობის დადებითი ასპექტებისა და თანამშრომლების ძლიერი მხარისმ კიდევ უფრო განვითარებით
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით პრობლემების გადაწყვეტა მიზეზების მიუხედავად.