Logo

შეხვედრა იაპონიის ელჩთან 26.02.2021

title

2021 წლის 26 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძესა და  საქართველოში  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ იმამურა აკირას შორის.  
შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების,  COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გატარებული ღონისძიებების,  რეგულაციების, შეზღუდვების შემსუბუქების,  ვაქცინაციის  და COVID-19-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.  დაისახა  ურთიერთანამშრომლობის  სამომავლო გეგმები.