Logo

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

title

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი 
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული
დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს
16- 22 ნოემბერი, 2018
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 2015 წლიდან აღინიშნება და ლოგიკურად აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდ ინიციატივას  ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღის შესახებ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლის 12-18 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს სლოგანით: დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს და მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისაკენ.
კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ. 
ანტიბიოტიკების გამოყენებასთან მიმართებაში თუ არ ვიმოქმედებთ სწრაფად და მიზანმიმართულად დავბრუნდებით ანბიოტიკამდელ ერაში, როცა ნებისმიერი ინფექცია ან უმნიშვნელო ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. 
ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ  ადამიანის, ცხოველების და გარემოს ჯანმრთელობა არის ერთიანი ჯანმრთელობა.
ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა მიმართულია ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების შეჩერებისაკენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას.  აღსანიშნავია, რომ ადამიანის დაავადებათა 60% ცხოველური წარმოშობისაა და ცხოველების ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება გამოიყენება ადამიანების სამკურნალოდაც. ამიტომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის ანტიმკრობული რეზისტენტობის შესაჩერებლად აუცილებელია  ვეტერინარების და ექიმების ერთობლივი მუშაობა. 
ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანები, ჯანმრთელი ცხოველები და ჯანმრთელი მცენარეები არ საჭიროებენ ანტიმიკრობულ საშუალებებს! 
საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.
საქართველოში მიმდინარე 2018 წლის WAAW კამპანია არის ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით და ხორციელდება WHO ევროპული რეგიონის მხარდაჭერით.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ საქართველოში:
მიმდინარეობს  ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა; 
საქართველო აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ერთობლივ აქტივობებში;
ბალტიის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ქსელის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა სემინარი კათეტერ-ასოცირებული ინფექციების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
დაიწყო აქტივობები ერთაინი ჯანმრთელობის მიდგომის შესაბამისად;
სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი; 
საავადმყოფოებში გრძელდება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა;
შემუშავების პროცესშია ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;
ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის მოლეკულური კვლევები;
მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიების CAESAR ეროვნულ ქსელში დაინერგა ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის სტანდარტი (EUCAST);
საქართველო ჩაერთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS); 
2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (150 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ის ქსელისთვის; 
რიგ ლაბორატორიებში დაინერგა ხარისხის კონტროლის გარე და შიდა მექანიზმები;
შეიქმნა ეროვნული ბაქტერიოლოგიური EQA პროგრამა „GEOMICQUA“
მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროფილის შექმნა;
მიმდინარეობს WHONET ახალი 2018 წლის ვერსიის ქართული თარგმანი;
ითარგმნა და დაიბეჭდა „EUCAST მიკ-ების და ზონის დიამეტრების ნორმების საინტერპრეტაციო ცხრილები“, ვერსია 8.1, და „EUCAST-ის სახელმძღვანელო მითითებები რეზისტენტობის მექანიზმებისა და კლინიკური და/ან ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის მქონე სპეციფიკური რეზისტენტობის აღმოსაჩენად“, ვერსია 2.
ქართულად ითარგმნა და გამოიცა სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის 2018 წლის ვერსია;
ჩატარდა CAESAR -ის ეროვნული ქსელის სამუშაო შეხვედრა;
დაიწყო საკვებ პროდუქტებში ნარჩენი ანტიბიოტიკების განსაზღვრა;
დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი