title
2008 წლიდან, ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში აღინიშნება ხელების დაბანის დღე. 2008 წელს, ხელების დაბანის პირველად აღინიშვნისას, სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში 120 მილიონზე მეტმა ბავშვმა ხელები საპნით დაიბანა. ამჟამად, ხელების დაბანის დღე აღინიშნება 100-ზე მეტ ქვეყანაში და მას მხარს უჭერენ ქვეყნების მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები.
2017 წლის ხელების დაბანის დღის დევიზია: „ჩვენი ხელები, ჩვენი მომავალია“. ხელების დაბანა არის ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდი, ჩვენი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვისათვის.
საპნით ხელების დაბანით შესაძლებელია მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი ორი ყველაზე გავრცელებული კლინიკური სინდრომის (დიარეა და რესპირატორული ინფექციები) ეფექტური პრევენცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანის სათანადო წესების დაცვა სამედიცინო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ ობიექტებში, სადაც ხორციელდება მომხმარებლების მომსახურება ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. ასეთი ტიპის დაწესებულებებში, ინფექციების გავრცელებაში ძირითადი „დამნაშავეა“ პერსონალის დაბინძურებული ხელები.
ხელების დაბანისას რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას:
- თხევადი საპონი
- ერთჯერადი დოზატორები
- ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები
- გამდინარე თბილი წყალი.
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები: საპნით დაიბანოს და/ან დაიმუშაოს ანტისეპტიკური ხსნარით ყოველი ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ, ან საჭიროების მიხედვით, პროცედურის მსვლელობისას ან მომსახურების პროცესში პაუზების შემთხვევაში (ხელთათმანების შეცვლა და სხვა), ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ და ყველა შემთხვევაში, როცა ხელები ვიზუალურად ბინძურია.
სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დაიბანოს ხელები:
- პაციენტთან კონტაქტის წინ;
- სუფთა/ასეპტიკურ პროცედურებამდე;
- ბიოლოგიურ სითხეებთან ექსპოზიციის რისკის შემდეგ;
- პაციენტთან კონტაქტის შემდეგ;
- პაციენტის მოვლის საგნებთან კონტაქტის შემდეგ.