Logo

მოზარდთა ჯანმრთელობა

title

მოზარდთა ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს  განმარტებით  მოზარდობის პერიოდს მიეკუთვნება10-19 წლის ასაკობრივი ჯგუფი. 

მსოფლიოში 1.2 მილიარდი ახალგაზრდაა, რაც მთლიანი მოსახლეობის 1/6 შეადგენს. 

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობის და ახალგაზრდობის პერიოდი ზოგადად ცხოვრების ჯანსაღ პერიოდს მიეკუთვნება, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობასთან ასოცირებული მნიშვნელოვანი პრობლემები ზუსტად ამ წლების განმავლობაში იწყება. ეს პრობლემები შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს: 

  • ნაადრევი და დაუგეგმავი ორსულობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • აივ ინფექცია;
  • ფსიქიკური პრობლემები;
  • ავტო-საგზაო შემთხვევები;
  • ძალადობა/ თვითმკვლელობა;
  • წამალდამოკიდებულება;
  • თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება;
  • არაჯანსაღ კვებასთან ასოცირებული დარღვევები
  • განათლების სიმწირით გამოწვეული პრობლემები 

ნაადრევი და დაუგეგმავი ორსულობა

გლობალურად, 15-19 წლის გოგოების სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია ორსულობისა და მშობიარიბის გართულებები. მსოფლიოს მასშტაბით მშობიაროებების 11% 15-19 წლის გოგოებზე მოდის, რომელთა ძირითადი ნაწილი დაბალი და საშალო შემოსავლიანი ქვეყნების ხარჯზე მოდის.

მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია (SDG3), რომ 2030 წლისთვის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები, რომელიც ასევე გულისხმობს: ოჯახის დაგეგმვის სერვისებს, ინფორმაციას და განათლების დონის ამაღლებას და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის საკითხების შეტანას ქვეყნის სამოქმედო სტრატეგიაში და პროგრამებში.

კონტრაცეპტივებზე და ოჯახის დაგეგმავზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოზარდებში ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევების შემცირების წინა პირობაა. ასევე მნიშნველოვანია, რომ კანონის მიერ რეგულირდებოდეს ქორწინების მინიმალური ასაკი, რაც 18 წელს გულისხმობს.

აივ ინფექცია

მსოფლიოში 2 მილიონი ახალზგრდა დასნებოვნებულია აივ ინფექციით. მიუხედავად იმისა რომ, 2006 წლის შემდგეგ აივ ინფექციასთან ასოცირებული სიკვდილიანობა 30%-ით შემცირდა, აივ ინფექციით დაავადებული მოზარდების სიკვდილიანობა მზარდი ტემპით ხასიათდება.

მდგრადი განვითარების ერთერთი მიზანია (SDG3), რომ 2030 წლისთვის დამთავრდეს აივ ინფექციით, ტუბერკულოზით, მალარიით, ნეგლეკტიკური ტროპიკული  დაავადებით, ჰეპატიტით და სხვა გადამდები დაავადებებით გამოწვეული ეპიდემია.

აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ თუ როგორ უნდა დაიცვან თავი აღნიშნული დაავადებებისგან. თავდაცვის ღონისძიებები მოიცავს: კონდომის გამოყენებას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების მიზნით და ასეევე საინექციო საშუალებების დამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ აივ ინფექციით დასნევოვნებულ პირებს ხელი მიუწვდებოდეთ აივ ინფექციის ტესტირებაზე, კონსულტაციებზე და მკურნალობისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

დეპრესია მოზარდების ავადობისა და ინვალიდობის რიგით მესამე მიზეზს წარმოადგენს, ხოლო თვითმკვლელობა 15-19 წლის ახალგაზრდების სიკვდილიანობის ერთერთი წამყვანი მიზეზია. სიღარიბე, ძალადობა, დამცირება და თვითშეფასების დათრგუნვა ხელს უწყობს მენტალური პრობლემების განვითარებას.

მეორეს მხრივ, სრულფასოვანი ცხოვრების ხელშემწყობი უნარ-ჩვევების განვითარება და სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებეში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორებია.

ძალადობა

ძალადობა 15-19 წლის ბიჭებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. მსოფლიოში 20 წლამდე ასაკის 10-იდან ყოველი გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ალკოჰოლსა და ცეცხლსასროლ იარაღზე ხელმისაწვდომობის მოსპობა ამცირებს ძალადობის შედეგად განვითარებული სხეულის დაზიანებების და სიკვდილიანობის რისკებს. ასევე მნიშვენელოვანია, ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.    

ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები

მოზარდების მიერ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მრავალი ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ალკოჰოლის მავნე რაოდენობა ამცირებს თვით კონტროლის საშუალებას და ზრდის ისეთი მავნე ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა დაუცველი სექსუალური კავშირი და მანქანის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში. ალკოჰოლური სასმელი წარმოადგენს სხეულის დაზიანებების, მათ შორის საგზაო შემთხვევების და ოჯახური ძალადობის წამყვან მიზეზს. ალკოჰოლის მავნე მოხმარების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებებია: ალკოჰოლის შეძენის და მოხმარების მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დადგენა და ალკოჰოლის მარკეტინგის რეგულირება.  15-19 წლის მოზარდებში წამალდამიკიდებულება მრავალი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავია.

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს ამჟამინდელი მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა ეს მავნე ჩვევა მოზარდობის პერიოდში დაიწყო. გლობალურად, 13-15 ასაკის ყოველი 10 მოზარდიდან ერთი თამბაქოს მომხმარებელია და ზოგიერთ რეგიონში ეს ციფრი უფრო მაღალია. ზოგიერთ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელ მოზარდთა რაოდენობა შემცირდა. თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის აუცილებელია სწორი და ეფექტური პოლიტიკის გატარება, რაც გულისხმობს: თამბაქოს პროდუქტების გაყიდვების მინიმუმადე შემცირებას და მათზე აქციზის გაზრდას, რეკლამირების აკრძალვას და თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

კვება და ფიზიკური აქტივობა

გავითარებად ქვეყნებში მოზარდების ნაწილს აღენიშნება საკვების არასაკმარისი რაოდენობით გამოწვეული სისუსტე, რაც ზრდის მათი ავადობისა და სიკვდილიანობის რისკებს. მეორეს მხრივ, იზრდება მსუქანი და ჭარბი წონიანი მოზარდების რაოდენობა მცირე, საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორია. ცხიმებით და ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებებული, შაქრისა და მარილის შემცველი საკვების შემცირება და ჯანსაღ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისთვის.

მოზარდთა უფლებები

ყველა მოზარდის (18 წალმდე ასაკის) ჯანმრთელობის უფლება დაფიქსირებულია საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტებში. 2016 წელს ბავშვთა უფლებების კონვენციის კომიტეტმა (CRC), გამოაქვეყნა სპეციალური შენიშვნები, სადაც აღიარებულ იქნა ახალგაზრდების და მოზარდების განსაკუთრებული საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში.  

მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა და განვითარება განსაკუთრებული ყურადღების საგანია მთელ მსოფლიოში. მოზარდთა და ახალგაზრდების ავადობის და სიკვდილიანობის მიზეზთა უმეტესობა ძირითადად პრევენტაბელურია. მოზარდობის პერიოდში ჯანსაღი უნარ-ჩვევების ფორმირება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არსებული რისკებისგან დაცვა განაპირობებს ახალი, უფრო ქმედითი თაობის აღზრდას და მრავალი ადამიანის მეტად ხანგრძლივ და პროდუქტიულ სიცოცხლეს. ამ თვალსაზრისით ყურადღებას მოითხოვს მოზარდობის ასაკში ჯანსაღი ცხოვრების წესის სტიმულირება და ჯანმრთელობის რისკებისგან დამცავი ღონისძიებების ჩატარება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და წარმატებული მომავალი თაობისთვის

 

ლიტერატურა: 

WHO. Adolescent Health. 2017. http://www.who.int/topics/adolescent_health/en/