Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი - 22.11.2018

title

2018 წლის 22 ნოემბერს 11:00 – 18:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაცის აქცია.


გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ!

გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!


ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებელი ექნება  სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში:

  • ქ. თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9


  • ქ.ბათუმი -  ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:


  1. შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30


  1. შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის  .N2


  1. შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4


  1. "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3


  1. "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2


  1. "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17


  • ქ.ქუთაისი -  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2) 

დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge, ხოლო კითხვებისათვის დაუკავშირდით ოლგა თანრხან-მოურავს 599 515 199 , ირაკლი ქარსელაძეს 599 216 701

 

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილიი  99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103