Logo

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა 2021

title

გულის  მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა  გულ -სისხლძარღვთა დაავადებების  რისკების შესახებ. საერთაშორისო დღე დაარსდა გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.


გულის მსოფლიო ფედერაციის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი: ,,სუფთა ჰაერი, ჭკვიანი ქალაქები, ჯანსაღი გულები: მოქმედება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ კარდიოვასკულური ჯანმრთელობისთვის ”


კარდიოვასკულური სიკვდილიანობის ზოგად სტრუქტურაში 20% მოდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ მიზეზებზე, რაც 3 მილიონზე მეტ სიკვდილის შემთხვევას შეადგენს ყოველწლიურად. 10-დან 9 ადამიანი მსოფლიოში სუნთქავს დაბინძურებული ჰაერით, რაც განსაკუთრებულად ზემოქმედებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მოსახლეობაზე.
ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ჰაერის დაბინძურება მრავალი ნაერთის და ნაწილაკების რთული და დინამიური ნარევია აირებში, წარმოშობილი სხვადასხვა წყაროდან, რომელიც ატმოსფერულ გარდაქმნას ექვემდებარება და განსხვავდება სივრცისა და დროის მიხედვით. სამი გავრცელებული ჰაერის დამაბინძურებელი - მყარი ნაწილაკები (PM), ოზონი და აზოტის დიოქსიდი (NO2), მონიტორინგის პროგრამების უმეტესობის ყურადღების ცენტრშია, მათზეა მიმართული ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და მარეგულირებელის ძალისხმევა.   
ჰაერის დაბინძურება ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს შენობის გარე ან შენობის შიდა დაბინძურებად, ორივე მათგანს აქვს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სერიოზული შედეგები.

სურათი 1. ატმოსფერული ჰაერისა და შინამეურნეობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  
7 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების მიზეზით.

       წყარო:A WORLD HEART FEDERATION POLICY BRIEF,, CLEAN AIR, SMART CITIES, HEALTHY HEARTS: ACTION ON AIR POLLUTION FOR CARDIOVASCULAR HEALTH’’


დამაბინძურებლების ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
ფაზა 1& 2
ზოგიერთი აირი, მაგალითად ოზონი, ძირითადად ზემოქმედებს ზედა სასუნთქ გზებზე, ხოლო სხვა დამაბინძურებლები, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, აღწევს ფილტვის ქსოვილში. 
დამაბინძურებლების უმრავლესობას აქვს უნარი გამოიწვიონ ანთებითი და ჟანგვითი პროცესების დარღვევებით ფილტვის ქსოვილის დაზიანება, რის შედეგადაც მედიატორები სისხლის მიმოქცევის სიტემაში ხვდება. სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ მცირე ნაწილაკების ზემოქმედებით შეიძლება ცვლილებები მოხდეს სისხლის მიმოქცევის ნერვულ რეგულაციაში და  ეს გახდეს დასაბამი გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ფუნქციური და ორგანული დარღვევებისა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება სხვადასხვა გზით ხდება
ფაზა 3
არტერიების სპაზმი, სიხისტე და ასევე სისხლძარღვის  გაფართოების უნარის დაქვეითება 
არტერიული წნევის მომატება
გულისცემის და რიტმის ცვლილებები
იშემიური ტიპის დაზიანებისადმი მგრძნობელობა
ჰიპერკოაგულაცია 
ანთებითი ცვლილებები სისხლძარღვებში
ათეროსკლეროზული პროცესების სტიმულირება
ათეროსკლეროზული ფოლაქების არასტაბილურობა, მათი დაზიანებისა და სისხლძარღვის დახშობის რისკის ზრდა
ზემოთაღნიშნული ზემოქმედება განსაკუთრებულად საზიანოა უკვე არსებული გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს და შესაძლოა, მწვავე კორონარული და ცერებრული ეპიზოდის მიზეზი გახდეს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს მივყავართ სისხლძარღვოვან გართულებებამდე
ფაზა 4
აღნიშნული საზიანოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციაზე ჯანმრთელ ადამიანებშიც კი, ხელს უწყობს მათში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და უკვე არსებული დაავადებებისას გართულებების მიზეზი ხდება.


სურათი 2. სიკვდილიანობის რისკის ფაქტორების სტრატიფიკაცია
1. მაღალი სისტოლური არტერიული წნევა
2.თამბაქო
3.კვებითი რისკები
4.ჰაერის დაბინძურება
5. სისხლში უზმოზე მაღალი გლუკოზის დონე
6. სხეულის მასის მაღალი ინდექსი
7. დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მაღალი დონე
8. თირკმლის ფუნქციის დარღვევები
9.დედათა და ბავშვთა ნუტრიციული დარღვევები
10.ალკოჰოლის მოხმარება
11. არაოპტიმალური ტემპერატურა
12. წყალი, სანიტარია და ხელების დაბანა –
უსაფრთხოების პრობლემები.
     წყარო: Global Mortality Risk Factors, 2019 Ranking
არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორი, განიხილება, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების - გულის კუნთის ინფარქტის და თავის ტვინის ინსულტის განვითარების განსაკუთრებულ ტრიგერულ კლინიკურ მდგომარეობად.
სურათი 3. ჰიპერტენზიის გავრეცელების ეთნიკური უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები

    წყარო: Racial Disparities in Hypertension Prevalence and Management: A Crisis Control? 2020
მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება ჰიპერტენზიის გავრცელებისა და მკურნალობის ეთნიკური  უთანასწორობის გასაგებად და დასაძლევად. ჯანმრთელობის განმსაზღვრელი სოციალური ფაქტორები, როგორიცაა განათლების სტატუსი, ჯანდაცვაზე წვდომა და დაბალი შემოსავალი, გადამწყვეტ როლს თამაშობს არტერიული წნევის გავრცელების და კონტროლის თვალსაზრისით. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად სახელმწიფო და ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელება არსებითი იქნება ამ უთანასწორობის შესამცირებლად. მიუხედავად გენეტიკური და გარემოს ფაქტორებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერტენზიის გავრცელებას, ქვეყნების  აქტივობები აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის გამოვლენის, შეფასების, მკურნალობისა და პრევენციის მხრივ, განმსაზაღვრელია არტერიული წნევის მართვისა და მკურნალობის სათანადო ოპტიმიზაციისათვის. 

გაიზომე წნევა