სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.
სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:
- გენეტიკურ წინასწარგანწყობა; 
 - აბორტები;
 - რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
 - ჰორმონული დისბალანსი;
 - ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
 - რადიაქტიულიზემოქმედება;  
 -  ძუძუს ტრავმები;
 
თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა,ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი), ექიმის კონსულტაციები და ძუძუს პროფილაქტიკური კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.
ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40წლის ზევით - წელიწადში ერთხელ, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ჩატარდეს სკრინინგული  (მამოგრაფიული) კვლევა ორ წელიწადში ერთხელ.
ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა  მიმართოთექიმს.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო