Logo

პრესრელიზი 29.05.2019

title

2019 წლის 29 მაისს 11:00 საათზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში გაიმართება 

გლობალური ფონდის შიდსის პროგრამოს განმახორციელების ორგანიზაციებისათვის ავტომანქანების გადაცემის ცერემონიალი

ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრეელიძე დაესწრებიან. 

გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი ნახლდება. სათემო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 16 ავტომობილი  პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცემა.

შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს/დაბას სცდება. ასეთი ინტენსიური დატვირთვის პირობებში გამართული ავტოპარკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის. 

ახალი ავტომობილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში მობილური ბრიგადების მეშვეობით, ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში. ასევე, ხელს შეუწყობს აივ ინფექციის პრევენციული სერვისების მიწოდების და ტესტირების გეოგრაფიული ბარიერის მოხსნას შიდსის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის. 

8 ავტომობილი გადაეცემა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, 4 - საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს და 1 შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს.

3 ავტომობილი გადაეცემა დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგიონული ზედამხდველობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის გლობალური ფონდის პროგრამების მონიტორინგის, სამი დაავადების (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და C პეპატიტის) ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის და სხვა სახ პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით.