title
2018 წლის 17 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივიჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართებაუოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საიუბელიო ღონისძიება სახელწოდებით
ბიოსამედიცინო კვლევების წარმოების 125 წლისთავი
ღონისძიებას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ ელჩი საქართველოში, USAMRD-G-ის დირექტორი და უოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის მთავარსარდლის მოადგილე. ასევე, ასევე, WRAIR, CDC, DTRA, ROTO, TMC, Millenium Challenge Corporation, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
WRAIR წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყველაზე დიდ ბიოსამედიცინო კვლევით ლაბორატორიას. მისი ლაბორატორიები მთელს მსოფლიოში ახორციელებენ კვლევებს ინფექციური დაავადებების და თავის ტვინის ჯანმრთელობის მიმართულებით. მართალია, მისი სამეცნიერო კვლევების მიზანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაცვა და გაძლიერება, მაგრამ იგი ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის ჯანმრთელობაზე შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში.
WRAIR-ის ისტორიაში მნიშვნელოვან მიღწევათა შორისაა მონაწილეობა ყვითელის ცხელების კომისიაში, რომელიც 1900-იანი წლების დასაწყისში მოქმედებდა, რომელმაც დაადგინა ყვითელი ცხელების გადაცემის გზები და ხელი შეუწყო მის ელიმინაციას შეერთებული შტატებიდან, კუბიდან, პანამის არხის ზონიდან და სხვა ადგილებიდან/ქვეყნებიდან; ზიკას ვაქცინის სწრაფად შექმნა 2016 წელს; სხვა მრავალ მიმდინარე პროექტს შორისაა კვლევა ძილის და შრომისუნარიანობისს ურთიერთდამოკიდებულებაზე.
USAMRD-G, WRAIR -ის მისია აშშ ფარგლებს გარეთ, 2014 წლიდან თანამშროლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა განახორციელოს ეპიდემიოლოგიური სამეცნიერო კვლევები ენდემური და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მქონე ინფექციების მიმართულებით მსოფლიოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინფორმირებულობისათვის. გარდა ამისა, USAMRD-G თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს ახალი თაობის ექიმების და მეცნიერების გაზრდას და საქართველოს სამედიცინო და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობების განვითარებას.
ღონისძიება გაიმართება ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში.
ვებ გვერდი: www.ncdc.ge , ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ნანა კიკნაძე 591 111 121
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99