title
2019 წლის 6-7 მარტს 10:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დააშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭირდო თანამშრომლობით გაიმართება
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეექვსე ეროვნული სამუშაო შეხვედრა
შეხვედრას დაესწრებიანსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, აშშ საელჩოს საქართველოში, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილეადის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2015 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC), კომპანია გილეადთან და ჯანმოსთან თანამშრომლობით. შეიქმნა პროგრამის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), სადაც განსაზღვრულია პროგრამის ძირითადი მიმართულებები - როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
დღეისათვის არსებული მონაცემებით, განხორციელდა 1.3 მილიონი ადამიანის სკრინინგით მოცვა C ჰეპატიტზე, 53 000-ს ჩაუტარდა მკურნალობა თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით და 98.2% განიკურნა. პროაქტიური სკრინინგის გაძლიერება და მკურნალობაში ჩართულობის გაზრდა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტებად.
C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხების განსახილველად, საქართველოში ყოველწლიურად იმართება ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა:
პირველი, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამუშაო შეხვედრა მარტში და მეორე, ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა - ნოემბერ-დეკემბერში. ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ბოლო, რიგით მეოთხე, შეხვედრის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ იქნა 2019-2020 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს პროგრამული სერვისების დეცენტრალიზაცია და ზიანის შემცირების სექტორის ინიციატივები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ელიმინაციის მიზნის მიღწევაში.
სწორედ ამ შეხვედრის მთავარი განხილვის თემას წარმოადგენს აღნიშნული გეგმის შეფასება და სერვისთა დეცენტრალიზაციის განხილვა.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავებისათვის - გაძლიერდა ინფექციის კონტროლისა და პრევენციის სისტემა სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში, საგულისხმო ნაბიჯები გადაიდგა ზიანის შემცირების მიმართულებით, გაუმჯობესდა ეპიდზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი უსაფრთხო სისხლის პროგრამაში, გაძლიერდა მუშაობა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, დაიხვეწა ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, და ა.შ.
მთავრობის ერთ-ერთი შემდგომი ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (I სართული).
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები:, ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99