Logo

პრესრელიზი – 14.02.2020

title

2020 წლის 14 თებერვალს 14:45 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ჩატარდება საქართველოს მთავრობის განკარგულების N164 საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამაგიდო სწავლება ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი (საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე), მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე. ასევე, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ინფექციური შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.
ღონისძიება გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (პირველი სართული).
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103
მისამართი: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99