title
2018 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახ. პროგრამის “ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება“ კომპონენტის მიზანი:
- ზოგადი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოზარდების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნეობის და ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრევენციის მნიშვნელობის შესახებ
- საზოგადოების, მასმედიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის გააქტიურება/გაძლიერება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრევენციის საკითხებში.
საგანმანათლებლო/საინფორმაციო კამპანიის ამოცანები:
- ალკოჰოლის რეკლამირების შემცირების, ხელმისაწვდომობის შემცირებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მავნეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების (ცნობიერების ამაღლების) მიზნით კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის მომზადება;
- საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება და გავრცელება; შემუშავებული საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების მიზნობრივი გამოყენება.
- მედიაკამპანიის წარმოება. სოციალური მედიაკამპანიის წარმოება ფეისბუქ გვერდის მეშვეობით; არსებული მასალის გამოყენება; ვიდეო რეკლამების გავრცელება ტელევიზიითა და სოციალური მედიით; საჯარო საუბრები/დისკუსიები ალკოჰოლის მოხმარებასა და შეზღუდვებზე მედიის მონაწილეობით და მობილიზებით (მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით); ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემის აქტუალიზაცია და ცვლილებების მედია ადვოკატირება.
- კრეატიული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება (სტუდენტი ახალგაზრდობის თანამონაწილეობით)
კამპანიის მიზნობრივი აუდიტორია:
- ზოგადი მოსახლეობა, განსაკუთრებით მოზარდები
- მასმედია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის პროფესიონალები