Logo

პნევმოკოკური ინფექცია

title გამომწევი  ბაქტერია

 

გამომწვევია ბაქტერია პნევმოკოკი (Streptococcus Pneumoniae) რომელიც ჯანმრთელობისათვის სახიფათო  დაავადებების მიზეზი ხდება განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.

 
გადაცემის გზები

 

გამომწვევი ვრცელდება  ინფიცირებულ ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტით, წვეთოვანი  გზით – ცხვირხახის ლორწოვანიდან ნერწყვის მოხვედრით  ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ  გზებში

 
სიმპტომები

 

ცხელება,  შემცივნება, სუნთქვის გაძნელება, ხველება,  ტკივილი გულმკერდის  არეში (პნევმონია);
ცხელება,თავის ტკივილი,  ღებინება (მენინგიტი);
ცხელება,  შემცივნება (ბაქტერიემია).

 
გართულებები

 
პნევმონია, შუა ყურის ანთება, ბაქტერიემია, სინუსიტი, მენინგიტი (თავის და ზურგის ტვინის გარსების  ანთება). ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ  და აუცილებელი  ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამ დაავადებებიდან ზოგიერთს უწოდებენ  „ინვაზიურს“, რადგან გამომწვევი აღწევს იმ ორგანოში, რომელიც ჩვეულებრივ  არ შეიცავს  მიკრობს. მაგალითად,მიკრობი  შესაძლებელია მოხვდეს სისხლის  მიმოქცევის სისტემაში, გამოიწვიოს ბაქტერიემია თავის და ზურგის ტვინის გარშემო სითხეში  და ქსოვილებში, რაც თავის მხრივ იწვევს მენინგიტს. ამ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ  მძიმედ  და შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.