title
დარიშხანი – მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერებაა, ლეტალური დოზა LD50 შეადგენს 14,6 მგ/კგ. ძლიერ ტოქსიკურია ჩაყლაპვის, შესუნთქვის, კანზე და თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას და ზემოქმედების
მაღალი ექსპოზიცია იწვევს სიკვდილს. იგი პირველი კლასის კანცეროგენია, ხასიათდება მუტაგენური
და ტერატოგენური ეფექტებით. სამიზნე ორგანოებია: სისხლი, ღვიძლი, თირკმელი, ცენტრალური ნერვული და კარდიო-ვასკულარული სისტემები.
განმეორებითი ან ხანგრძლივი ზემოქმედება აძლიერებს სამიზნე ორგანოების დაზიანების
ხარისხს. დარიშხანთან მუშაობის არეალი უნდა იყოს შემოფარგლული, უზრუნველყოფილი გამწოვი
ვენტილაციით და სხვა საინჟინრო ქმედებებით (ჰერმეტიზაცია, მექანიზაცია, ავტომატიზაცია),
რაც ამცირებს ჰაერში დარიშხანის შემცველობას. დარიშხანთან სამუშაოდ დაიშვებიან პირები
სათანადო სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, აუცილებელია ინდივიდუალური
დაცვის საშუალებების გამოყენება. დარიშხანთან მუშაობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს
4 საათს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
· მთელ რიგ ქვეყნებში დარიშხანი ბუნებრივადაა მიწისქვეშა წყლებში. იგი
ბუნებაში ორი ფორმითა წარმოდგენილი ორგანული და არაორგანული, დარიშხანი არაორგანული ფორმით ძალიან ტოქსიკურია.
· დარიშხანი უდიდეს საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას, როდესაც დარიშხანით
დაბინძურებული წყლები გამოიყენება სასმელად, საკვების მოსამზადებლად და სასოფლო-სამეურნეო კულტურების საირიგაციოდ (მოსარწყავად).
· სასმელი წყლიდან და საკვებიდან
დარიშხანის ხანგრძლივმა მიღებამ და ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს კიბო და კანის დაზიანება, მენტალური განვითარების
შეფერხება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და
სხვა.
· საჭიროა დაიგეგმოს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქმედებები, რათა შემცირდეს დარიშხანის ზემოქმედება ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მიწისქვეშა წყლებში, იქ სადაც ბუნებრივად მაღალია დარიშხანის შემცველობა.
ზემოქმედების წყაროები
დარიშხანი დედამიწის ქერქის ბუნებრივი კომპონენტია და ის ფართოდაა გავრცელებული ნებისმიერ გარემოში, ჰაერში, წყალსა და მიწაში.
ადამიანებზე ზემოქმედებას ახდენს არაორგანული დარიშხანის მაღალი დონე, დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარება, დაბინძურებული სასმელი წყლის საკვებში გამოყენება, მცენარეული კულტურების ირიგაცია, სამრეწველო პროცესები და თამბაქოს მოხმარება.
ხსნადი არაორგანული დარიშხანი მწვავედ
ტოქსიკურია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არაორგანული დარიშხანის მიღებამ შეიძლება
გამოიწვიოს ქრონიკული დარიშხანით მოწამვლა (არსენიკოზი). ეფექტები, რომლებიც შეიძლება
წლების განმავლობაში განვითარდეს ექსპოზიციის დონის მიხედვით, მოიცავს კანის დაზიანებებს,
პერიფერიულ ნეიროპათიას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, დიაბეტს, საშარდე სისტემის დაზიანებას,
კარდიოვასკულარულ დაავადებებს და კიბოს.
თევზები, მოლუსკები, ხორცი, ფრინველი, რძის ნაწარმი და მარცვლეული, შეიძლება იყოს დარიშხანის წყარო, თუმცა ამ საკვებიდან ექსპოზიცია ბევრად უფრო ნაკლებია დაბინძურებულ მიწისქვეშა წყლებთან შედარებით. ზღვის პროდუქტებში დარიშხანი ძირითადად ნაპოვნია ნაკლებად ტოქსიკური ორგანული ფორმით.
სასმელი წყალი
დარიშხანის
შემცველი სასმელი წყალი ყველაზე დიდ საფრთხეს
წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, არაორგანული დარიშხანი ბუნებრივად
არის მთელი რიგი ქვეყნების მიწისქვეშა წყლებში, ასეთებია: არგენტინა, ჩილე,
ჩინეთი, ინდოეთი (დასავლეთ ბენგალი), მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები და
განსაკუთრებით ბანგლადეში, სადაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სასმელად იყენებს ჭაბურღილების
წყალს, რომელიც დარიშხანით არის დაბინძურებული. ერთ-ერთი შეფასებით, 1992 წელს
ბანგლადეშში არსებული დარიშხანით დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარება გახდა 9100 ლეტალობის და 125 000 ინვალიდობის შედეგად დაკარგული ჯანმრთელი
ცხოვრების წლების(DALYs) მიზეზი.
სურსათი
ჩვეულებისამებრ
იმ ტერიტორიებზე, სადაც დარიშხანი არ არის დიდი რაოდენობით, მოსახლეობის მიერ
საკვების ყოველდღიური რაციონიდან მაინც ხდება დარიშხანის მიღება, ასეთ პროდუქტებია:
თევზი, მოლუსკები, ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები და მარცვლეულის ძირითადი
წყაროები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თევზი და მოლუსკები დიდი რაოდენობით
შეიცავს ორგანულ დარიშხანს, ის არის შედარებით დაბალტოქსიკური. ტერიტორიებზე,
სადაც დარიშხანი ბუნებრივად მაღალ დონეზეა, საკვები (მაგ. ბრინჯი), რომელიც მომზადებულია
დარიშხანიანი წყლით და მცენარეული კულტურები, რომელიც მორწყულია დაბინძურებული
საირიგაციო სისტემით, ხელს უწყობს დიდი რაოდენობით დარიშხანის მიღებას.
სამრეწველო პროცესები
დარიშხანი გამოიყენება სხვადასხვა სამრეწველო
პროცესებში, პიგმენტების, ქსოვილების, ქაღალდის, ლითონის ადჰეზივების, ხის კონსრვანტებისა და საბრძოლო მასალის დამუშავების პროცესში. დარიშხანი ასევე გამოიყენება
ფარმაცევტულ საქმიანობაში, მინისა და შენადნობების წარმოებაში, ტყავის სათრიმლავ პროცესებში და დარიშხანის შემცველი
პიგმენტების, შხამიანი სატყუარებისა და აგროქიმიკატების წარმოებაში (განსაკუთრებით
ბაღებსა და ვენახებში
გამოსაყენებელი). დარიშხანის ნაერთები ასევე შეზღუდული რაოდენობით
გამოიყენება მიკროელექტრონიკებსა და ოპტიკურ მრეწველობაში. ეს ყოველივე განაპირობებს სამუშაო
გარემო პირობების, ასევე ნიადაგის დაბინძურებას.
თამბაქო
ადამიანები ვინც ეწევა თამბაქოს ასევე განიცდის ბუნებრივი არაორგანული დარიშხანის ზემოქმედებას. რადგან თამბაქოს მცენარე იღებს დარიშხანს ნიადაგიდან. განსაკუთრებით
კი მაშინ, როდესაც თამბაქო, როგორც მცენარე დარიშხანის მაღალი დონით შემცველი
ნიადაგებიდან არის მოყვანილი.
ჯანმრთელობაზე ზემოქმედება
მწვავე ზეგავლენა
დარიშხანით მწვავე მოწამვლის დაუყოვნებელი სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მას მოჰყვება მგრძნობელობის დაქვეითება, ხმაური ყურებში, კრუნჩხვები და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც კი.
ხანგრძლივი ზემოქმედება
არაორგანული დარიშხანის (მაგალითად სასმელი წყლით და საკვებით) მაღალი დონის ხანგრძლივი ზემოქმედების პირველადი სიმპტომები, როგორც წესი შეინიშნება კანზე და მოიცავს პიგმენტაციის ცვლილებას, კანის დაზიანებას და ჰიპერკერატოზს. ეს ხდება დაახლოებით ხუთ წლიანი მინიმალური ექსპოზიციის შემდეგ, ეს კი შესაძლოა იყოს კანის კიბოს წინაპირობაც.
გარდა კანის კიბოსი, დარიშხანის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს შარდის ბუშტისა და ფილტვის კიბო, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) კლასიფიცირებული აქვს
დარიშხანი და დარიშხანის ნაერთები, როგორც კარცენოგენი ადამიანებისათვის. ასევე დადგენილია, რომ დარიშხანი სასმელ წყალში ასევე კარცენოგენულია ადამიანისათვის.
სხვა არასასურველი ჯანმრთელობაზე ზემოქმედება დაკავშირებულია არაორგანული დარიშხანის ხანგრძლივ მიღებასთან, როგორიცაა მენტალურ განვითარებაზე ზემოქმედება, ნეიროტოქსიკურობა, დიაბეტი, ფილტვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზეზი მომატებული სიკვდილიანობისა შეიძლება იყოს დარიშხანით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტი. ჩინეთში (ტაივანის პროვინციაში), დარიშხანის ზემოქმედება დაკავშირებულია ე.წ.
"შავი ტერფის დაავადებასთან", რომელიც არის განგრენის წინაპირობა. ეს დაავადება ჯერ არ არის შემჩნეული მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე, თუმცა არარაციონალური კვება ხელს უწყობს მის განვითარებას.
დარიშხანი
დაკავშირებულია ასევე ორსულობის არასასურველ შედეგებთან და ჩვილ ბავშვთა
სიკვდილიანობასთან, დარიშხანს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და ორსულები ვინც
განიცდიან დარიშხანის მუდმივ ზემოქმედებას (მაგ. სასმელი წყლის საშუალებით) არიან
სპონტანური აბორტის, მკვდრადშობადობისა და ნაადრევად შობადობის რისკის ქვეშ.
პრობლემის მასშტაბურობა
2010 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაერთიანებულმა
საექსპერტო კომიტეტმა საკვებ დანამატებზე (JECFA) ხელახლა შეაფასეს დარიშხანის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიტანეს ახალი მონაცემები ანგარიშში. ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სასმელ წყალში იყო არაორგანული დარიშხანის გადაჭარბებული კონცენტრაცია, რაც 50-100 მკგ / ლიტრს აღემატება, ეს არის ზოგიერთი მტკიცებულება გადაჭარბებული ზემოქმედებისა, ხოლო ზოგიერთ ადგილებში დარიშხანის კონცენტრაცია შეფასდა, როგორც10-50 მკგ/ ლიტრზე.
რეკომენდაციები რისკის შესამცირებლად
საჭიროა სამუშაო
ადგილებზე დარიშხანის ზემოქმედების შემცირება და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების
დაცვა (სამთო მრეწველობა, მეტალის დნობა და გადამუშავება, დაბალხარიასხიანი ქვანახშირის
წვა, პესტიციდების გამოყენება და ხე-ტყის გადამუშავება). განსაკუთრებით კი,
საჭიროა დარიშხანის მიღების შემცირება სასმელი წყლიდან და საკვებიდან იმ
ტერიტორიებზე, სადაც მიწისქვეშა წყლებში ბუნებრივად მაღალია დარიშხანის
შემცველობა.
აუცილებელი ქმედებები:
1.
უნდა იყოს ხელმისაწვდომი სასმელი წყალი დარიშხანის კონცენტრაციით 10 მკგ / ლ-ზე ქვემოთ, სადაც მისი დონე შედარებით
მაღალია. შესაძლო ღონისძიებები მოიცავს:
·
წყალში დარიშხანის დონის შემოწმებას და
მომხმარებლების ინფორმირებას.
·
მაღალ დარიშხანიანი წყაროების ჩანაცვლება, როგორიცაა მიწისქვეშა წყლები, დაბალ დარიშხანიან და მიკრობიოლოგიურად უსაფრთხო წყლებით.
·
დარიშხანის მოსაცილებელი სისტემების დამონტაჟება - ცენტრალური ან ადგილობრივი - რაც უზრუნველყოფს დარიშხანის ამოღებას. დარიშხანის მოცილების ტექნოლოგიები მოიცავს: ჟანგვას, აბსორბციას, იონების გაცვლასა და მემბრანულ ტექნიკას. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდული მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საშუალების გამოყენება არის უფრო ეფექტური/მნიშვნელოვანი.
·
დარიშხანის წყაროების ერთმანეთისაგან გარჩევას, მისი დიდი და მცირე რაოდენობით
შემცველობების მიხედვით. მაგალითად წყალში დარიშხანის დონის შემოწმებით და შემდეგ ჭაბურღილის მილების ან ხელის ტუმბოების სხვადასხვა ფერებით შეღებვით. ეს შეიძლება იყოს ეფექტური და იაფი საშუალება დარიშხანის ექსპოზიციის სწრაფად შესამცირებლად, დარიშხანით მდიდარი წყლების გამოყენება
დასაშვებია ხელების დასაბანად, ბანაობისა და დარეცხვისათვის, რადგან არაორგანული დარიშხანის
შეწოვა კანიდან მინიმალურია.
2.
უნდა უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულებზე
დარიშხანის ზემოქმედების დაბალი დონე. აუცილებელია პრევენციული
ღონისძიებების გატარება, რათა მოხდეს სამრეწველო პროცესებიდან დასაქმებულებზე
დარიშხანის ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.
3.
უნდა
მოხდეს ცნობიერების ამაღლება, როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სექტორის ჩართულობა წარმატებული ინტერვენციების უზრუნველსაყოფად, საჭიროა საზოგადოების წევრების ინფორმირებულობა დარიშხანის ექსპოზიციის წყაროების შესახებ.
4.
მაღალი რისკის მქონე პოპულაციის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შემოწმდეს დარიშხანით ზემოქმედების
გამოვლინებაზე და ადრეულ ნიშნებზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
(ჯანმო) ძირითადი ფაქტები
დარიშხანი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 10 ძირითადი ქიმიური ნივთიერებებიდან ერთ-ერთი, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობა დარიშხანის ექსპოზიციის დონის შესამცირებლად მოიცავს სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრას, მტკიცებულებების განხილვას და რისკების მართვის რეკომენდაციების უზრუნველყოფას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს სახელმძღვანელოს დარიშხანისათვის "სასმელი წყლის ხარისხის სახელმძღვანელო"-ში.
სასმელ წყალში დარიშხანის დასაშვები ნორმა 10 მკგ/ლიტრს შეადგენს, თუმცა აღნიშნული ნორმა დაშვებულია მხოლოდ იმიტომ, რომ გათვალისწინებულია სასმელ წყალში დარიშხანის გაზომვისა და მისი ამოღების სირთულეები, იმ
წევრ სახელმწიფოებში, სადაც რთულია სახელმძღვანელო პრინციპების მიღწევა შესაძლოა
დააწესონ უფრო მაღალი სტანდარტები ადგილობრივი გარემოების გათვალისწინებით.
მდგრადი განვითარების ახალი 2030 წლის გეგმის თანახმად, შეთავაზებული მაჩვენებელი "სასმელი წყლის უსაფრთხოდ მართვა" ითვალისწინებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას სასმელ წყალთან, რომელიც თავისუფალია ფეკალური და ძირითადი ქიმიური დამაბინძურებლებისაგან, მათ შორის დარიშხანისაგან.
·
1 Association of
arsenic with adverse pregnancy outcomes/infant mortality: a systematic review
and meta-analysis.
Quansah R, Armah FA, Essumang DK, Luginaah I, Clarke E, Marfoh K,
et al. Environ Health Perspect. 2015;123(5):412-21.
·
2 Arsenic in tube
well water in Bangladesh: health and economic impacts and implications for
arsenic mitigation.
Flanagan, SV, Johnston RB and Zheng Y (2012). Bull World
Health Organ 90:839-846.
- IPCS (2001). Arsenic and
arsenic compounds, 2nd ed. Geneva, World Health Organization, International
Programme on Chemical Safety (Environmental Health Criteria 224; http://whqlibdoc.who.int/ehc/WHO_EHC_224.pdf).
- Lokuge KM et al. (2004). The
effect of arsenic mitigation interventions on disease burden in Bangladesh. Environmental
Health Perspectives, 112(11):1172–1177 (http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1247477/pdf/ehp0112-001172.pdf).
- IPCS (2002). Arsine: Human
health aspects. Geneva, World Health Organization, International Programme
on Chemical Safety (Concise International Chemical Assessment Document No. 47; http://www.inchem.org/documents/cicads/cicads/cicad47.htm).
- WHO (2000). Arsenic. In: Air
quality guidelines for Europe, 2nd ed. Copenhagen, World Health
Organization Regional Office for Europe, pp. 125–128 (http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0005/74732/E71922.pdf).
- IARC (1987). Summaries &
evaluations: Arsenic and arsenic compounds (Group 1). Lyon, International
Agency for Research on Cancer, p. 100 (IARC Monographs on the Evaluation of
Carcinogenic Risks to Humans, Supplement 7; http://www.inchem.org/documents/iarc/suppl7/arsenic.html).
- WHO (in preparation). Safety
evaluation of certain food contaminants. Geneva, World Health Organization
(WHO Food Additives Series, No. 63; http://www.who.int/ipcs/publications/jecfa/monographs/en/index.html)
[summary in FAO/WHO (2010). Summary and conclusions of the seventy-second
meeting of the Joint FAO/WHO Expert Committee on Food Additives, Rome, 16–25
February 2010. Rome, Food and Agriculture Organization of the United
Nations; Geneva, World Health Organization (JECFA/72/SC; http://www.who.int/foodsafety/chem/summary72_rev.pdf).]
- WHO (2008). Guidelines for
drinking-water quality, 3rd edition incorporating 1st and 2nd addenda. Vol.
1. Recommendations. Geneva, World Health Organization, pp. 306–308b (http://www.who.int/water_sanitation_health/dwq/GDW12rev1and2.pdf).
- IPCS (1999). Arsenic.
Geneva, World Health Organization, International Programme on Chemical Safety
(Poison Information Monograph No. G042; http://www.inchem.org/documents/pims/chemical/pimg042.htm).
- WHO (2001). Arsenic in
drinking-water. Geneva, World Health Organization (WHO Fact Sheet No. 210; http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs210/en/print.html).
- IARC (in preparation). A
review of human carcinogens. C. Metals, arsenic, dusts, and fibres. Lyon,
International Agency for Research on Cancer (IARC Monographs on the Evaluation
of Carcinogenic Risks to Humans, Vol. 100) [summary in Straif K et al. (2009).
A review of human carcinogens—Part C: Metals, arsenic, dusts, and fibres. The
Lancet Oncology, 10:453–454; http://www.thelancet.com/journals/lanonc/article/PIIS1470-2045(09)70134-2/fulltext].
- IARC (2004). Summaries &
evaluations: Arsenic in drinking-water (Group 1). Lyon, International
Agency for Research on Cancer, p. 39 (IARC Monographs on the Evaluation of
Carcinogenic Risk to Humans, Vol. 84; http://www.inchem.org/documents/iarc/vol84/84-01-arsenic.html).