Logo

ჯანმოს ევროპის ოფისი ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის ჩამოყალიბებისთვის სისტემური რეფორმების და COVID-19-ით დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელების მხარდასაჭერად

title

იწყება ევროპის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ინიციატივა, ფლაგმანი: ფსიქიკური ჯანმრთელობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ევროპის რეგიონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა 110 მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება, რაც ევროპის მოსახლეობის 10% შედაგენს.

ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისისთვის უახლოესი 5 წლის განმავლობაში პრიორიტეტს წარმოადგენს შემდეგი 4 ახალი ფლაგმანი: (1)ფსიქიკური ჯანმრთელობა, (2)ციფრული ჯანმრთელობა და ინოვაციები, (3)ქცევითი და კულტურული დეტერმინანტები, (4)იმუნიზაცია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ფლაგმანი რეგიონში ქმნის ინტერსექტორულ კოალიციას ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესებესებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ლიდერების, სერვისის მომხმარებლებლებისა და სხვადასხვა პარტნიორების ჩართულობით.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19

ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმოადგენს WHO-ს პრიორიტეტს დაარსების დღიდან (1948 წ.), განსაკუთრებული მნიშვნელობა მას COVID-19-ის პანდემიის პირობებში მიენიჭა. ინფექციისადმი არსებული შიშისა და გაურკვევლობის გარდა, საზოგადოებისათვის ფსიქოლოგიური გამოწვევა აღმოჩნდა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიმართული ისეთი ზომები, როგორიცაა კარანტინი და იზოლაცია. ეს აისახა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გააღრმავა სოციალური იზოლაციის შიში.

პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ჯანდაცვის მუშაკების კეთილდღეობაზე; აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავებას ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა. მოსალოდნელია, რომ შრომის პირობების არასტაბილურობამ, უმუშევრობამ და მომავლის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობამ, ათწლეულების წინ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე განვითარებული პრობლემების მსგავსად,  გამოწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავება.

მსოფლიო ნელ-ნელა იწყებს პანდემიის პირობებთან შეგუებას და პანდემიით მიყენებული ზარალის აღდგენას, სწორედ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვას.

 

მხარდამჭერი ქვეყნები

ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის განვითარება არის სფერო, სადაც ევროპის რეგიონის ბევრი ქვეყანა ითხოვს მხარდაჭერას. ჯანმო-მ მოახდინა ამ მოთხოვნაზე რეაგირება და ქვეყნებისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები და ტექნიკური დახმარება. რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მოსახლეობისათვის უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საჭიროა დიდი ძალისხმევა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო რეგიონში ყოველწლიურად 140 000 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკლელობით. მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისა და ფინანსირების საკითხების გაუმჯობესება, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის შემუშავება.

 

რას მოიაზრებს ფლაგმანი?

ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად სტიგმატიზირებულები არიან საზოგადოების მხრიდან. ჯანმო-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფლაგმანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის, სერვისის მიმწოდებლებისა და გადაწყვეტილებების მიმღებთა ცნობიერების ამაღლებითა და  განათლების დონის გაუმჯობესებით მიიღწევა.

პიროვნებაზე ორიენტირებული, უფლებებზე დაფუძნებული ფსიქიატრიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება ახალი ინიციატივის კიდევ ერთი ძირითადი კომპონენტია. ეს დააჩქარებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საყოველთაო ჯანმრთელობისკენ მიმავალ პროგრესს და უზრუნველყოფს თანაბარ დამოკიდებულებას ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ.

პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არსებულ სისტემებზე და გამოავლინა  გარკვეული სისუსტეები ინსტიტუციონალურ დონეზე; ასევე, თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის და ზრუნვის საჭიროება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ფლაგმანი ხელს შეუწყობს ინვესტიციების ინსტიტუციებიდან სათემო სერვისებზე გადანაწილებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაციას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და სხვა პრიორიტეტულ პროგრამებებში, როგორიცაა მოზარდთა ჯანმრთელობა და არაგადამდები დაავადებები.

რამდენადაც ფსიქიკური ჯანმრთელობა ინდივიდუალური და კოლექტიური კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, მისი დაცვა და ხელშეწყობა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი მომსახურების მიწოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის და მსგავს არაორდინარულ სიტუაციებში.

დროა განხორციელდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების რეფორმები და გაქარწყლდეს ფსიქიური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სოციალური სტიგმა. WHO-ს ევროპის რეგიონი პარტნიორ ორგანიზაციებსა და მოქალაქეების ძლიერ კოალიციასთან თანამშრომლობის გზით ცდილობს რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო პოზიტიური მიდგომისა და მომავლის ჩამოყალიბებას.

 

 

 [1] https://www.euro.who.int/en/health-topics/noncommunicable-diseases/mental-health/news/news/2020/8/whoeurope-to-establish-a-mental-health-coalition-to-support-system-reforms-and-covid-19-recovery?fbclid=IwAR1roJFQp7AhXV0RwrnwoLQ_1lie9llWNY11p7M-cWcCmNprCqMAueP-cHs