Logo

შაქრიანი დიაბეტი

title

გლობალური გავრცელების თავისებურებები

შაქრიანი დიაბეტი მიეკუთვნება ისეთ ქრონიკულარაგადამდებ დაავადებათა რიცხვს, რომლებიცმსოფლიოს უმეტეს ქვეყნაში მძიმე ტვირთად აწვებაეკონომიკას, ჯანმრთელობის სისტემებსა დასაზოგადოებას.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისმონაცემებით, 2018 წლისათვის ასაკობრივი ჩარჩოს18-დან 99 წლამდე  გაზრდის შემთხვევაში, შაქრიანიდიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 451 მლნ-საღწევდა. ამგვარი  ტენდენციების გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  2045 წლისათვის 18-99 წ.წ ასაკში 693 მლნ-ს  და 20-79 წ.წ. ასაკის მქონე 629 მლნ ადამიანს  ექნება შაქრიანი დიაბეტი. დადგენილია, რომ მსოფლიოს მთელი პოპულაციისნახევარს (49,7%), აქვს არადიაგნოსტირებულიდიაბეტი. გარდა ამისა, 2018 წლისათვის 374 მილიონადამიანს  ჰქონდა გლუკოზისადმი ტოლერანტობისდარღვევა და 21,3 მილიონ ქალს, რომელთაცორსულობის გამოსავალი ცოცხლადშობილია,   ორსულობის  პერიოდში ჰქონდა ამა თუ იმ ფორმისჰიპერგლიკემია.  

მსოფლიოში 20-99 წლების ასაკობრივ ჯგუფში  დაახლოებით 5 მილიონამდე სიკვდილიდაკავშირებულია  შაქრიან დიაბეტთან.  გლობალური ხარჯთაღრიცხვა ჯანდაცვაზე დიაბეტით დაავადებულებში 2018 წლისათვის შეფასდა 850 მლრდ აშშ დოლარით.   

შაქრიანი დიაბეტის გავრცელება მსოფლიოში შეადგენს 1-8,6%-ს, ხოლო ბავშვებში დაახლოებით 0,1—0,3 %-ს. არადიაგნოსტირებული ფორმების გათვალისწინებით  ზოგიერთ ქვეყანაში  აღწევს 6%-ს. სტატისტიკური მონაცემებით დიაბეტით დაავადებული  ყოველი 10-15 ადამიანის  რიცხვი ორმაგდება და ამგვარად, ამ თვალსაზრისით აღნიშნული დაავადება წარმოადგენს მძიმე სამედიცინო-სოციალურ პრობლემას.  

შდ-ის გავრცელება ასაკის მიხედვით და შდ-ისმიმდინარეობის თავისებურებანი ხანდაზმულასაკში

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთაგან  326,5 მლნადამიანი შრომისუნარიან ასაკშია (20-64 წ.წ.)  მოსალოდნელია, რომ 2045 წლისათვის  20-64  წლისასაკში შდ-ით დაავადებულთა  რიცხვი  მიაღწევს438,2 მლნ ადამიანს. 65-99 წლის ასაკში შდ-ით შესაბამისად დაავადებულია 112,8 მლნ ადამიანი და 2045 წლისათვის   მოიმატებს 253,4 მლნ-მდე. 60-99 წლის ასაკში შდ-ით გამოწვეული სიკვდილობისრიცხვი  მიაღწევს 3,2 მლნ-ს, რაც შეადგენს 18-99 ასაკის ჯგუფში შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულისიკვდილობის 60%-ს. 

ასაკოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილს აქვსარამარტო დიაბეტი, არამედ პრედიაბეტი დამომავალ ათწლეულში მოსალოდნელია ამთანაფარდობის ზრდა. დიაბეტის მქონეხანდაზმულებში ამ დაავადების არმქონეხანდაზმულებთან შედარებით, გაზრდილიაფუნქციური უნარშეზღუდულობის, თანხმლებიდაავადებების (როგორიცაა ჰიპერტენზია, გულისკორონალური დაავადება და ინსულტი) სიხშირე. დიაბეტის მქონე ხანდაზმულებს, სხვა ასაკობრივპირებთან შედარებით, ისევე აქვთ სხვადასხვაგერიატრიული სინდრომების განვითარების მაღალირისკი, როგორიცაა პოლიფარმაცია, კოგნიტურიდარღვევები, შარდის  შეუკავებლობა და ა.შ. ამმდგომარეობებს შეუძლია გავლენა იქონიოსასაკობრივ პაციენტების მიერ დიაბეტისთვითმართვის უნარზე. 

შაქრიანი დიაბეტის გართულებების სტატისტიკურიმონაცემები

დიაბეტი წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში იგი ეპიდემიის მასშტაბს აღწევს. არასათანადოდ კონტროლირებადი დიაბეტი დაკავშირებულია ისეთი გრძელვადიანი გართულებების განვითარებასთან, როგორიცაა ნეიროპათია, თირკმლის უკმარისობა, მხედველობის დაკარგვა, მაკროვასკულური დაავადებები, ამპუტაციები. 

შდ-ის ერთ-ერთ მძიმე და ხშირ გართულებასწარმოადგენს ჰიპოგლიკემია:

სხვადასხვა კვლევების თანახმად, 6,5 წლისგანმავლობაში შდ ტიპი 1-ით დაავადებულში მინიმუმ ერთ შემთხვევაში ვითარდება მძიმე ჰიპოგლიკემია, ხოლო შდ-ტიპი 2-ით დაავადებულებში 23 %-ში.

ყოველ 10 წამში 1 ადამიანის გარდაცვალების მიზეზსწარმოადგენს დიაბეტთან დაკავშირებულიგართულება, რაც შეესაბამება დაახლოებით 5 მილიონს. 

დიაბეტით დაავადებულთა გარდაცვალებისძირითადი მიზეზები - გულის დაავადებები დაინსულტი 2-3-ჯერ,  სიბრმავე-10-ჯერ, ნეფროპათია 12-15 -ჯერ, ქვემო კიდურების განგრენა 20-ჯერ  მეტადარის მომატებული დიაბეტით დაავადებულებში მსოფლიოს მთელ პოპულაციასთან შედარებით. ბევრქვეყანაში დიაბეტის არის სიბრმავის, თირკმლისუკმარისობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ქვემო კიდურების ამპუტაციის ძირითადი მიზეზი; 2-დან 6-ჯერ იზრდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისგანვითარების რისკი მშობლებთან და ახლონათესავებთან დიაბეტის არსებობის დროს. დაავადების შემდგომი მემკვიდრეობის ალბათობა შეადგენს აღნიშნულ შემთხვევაში 40%-ს. ბავშვობაშიდაავადებული დიაბეტის კომპენსირებული ტიპისშემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 50-60 წელს და მეტს.

მიოკარდიუმის ინფარქტი 3-5-ჯერ უფრო მეტიადიაბეტი დაავადებულ პირებში, მამაკაცებისქალებთან შეფარდება – 5:1. ასევე ხშირადვითარდება გულის უკმარისობა,  არტერიულიჰიპერტენზია, გულის სისხლძაღვების თრომბოზი. ტვინის მიმოქცევის დარღვევა ვითარდება  3-ჯერუფრო ხშირად ვიდრე იმ პირებში, ვისაც არ აქვთდიაბეტი.  

შდ-ით დაავადებულ პაციენტთა 42%-შიმიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება ატიპიურად, გულის არეში ტკივილის გარეშე. ინფარქტისაღნიშნული ფორმა დიაბეტის გარეშე პირებშიმხოლოდ 6%-ია. მიოკარდიუმის ინფარქტისაგანსიკვდილიანობა მაღალია და აღწევს   40%-სდაავადების პირველ დღეებში და 75%-ს მომავალ 5 წელს. 

რაც შეეხება  არტერიულ ჰიპერტენზიას, შდ-ითდაავადებულებში არა უმეტეს 130/80,  ხოლოდიაბეტური ნეფროპათიის დროს კი 125/75  მმ ვწყ სვ-ისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სისტოლურიწნევის დაქვეითება 10 მმ ვწყ სვ-ით, ხოლოდიასტოლურის 5 მმ ვწყ სვ-ით, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა გართულებებს 51%-ით, ხოლოინსულტის-44%-ით.  

2018-2019 წლებისთვის დიაბეტთან ბრძოლისსაერთაშორისო დღის თემატიკას წარმოადგენს: დიაბეტი და ოჯახი.  

აღნიშნული თემა მიესადაგება დიაბეტისსაერთაშორისო ფედერაციის  სტრატეგიულ გეგმას დახელს უწყობს დიაბეტით დაავადებული პიროვნებისოჯახის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობასდიაბეტთან ბრძოლის საქმეში.

მოქმედებები,  რომლებსაც   დიაბეტისსაერთაშორისო ფედერაცია განავითარებს ორი წლისგანმავლობაში მიმართული იქნება:   

დიაბეტის მძიმე გართულებების გავლენის შესახებცნობიერების ამაღლებისა და დაავადებულთამიმართ  მხარდაჭრის გაძლიერებისაკენ;

დიაბეტით დაავადებულთა ოჯახის როლისხელშეწყობისკენ  დიაბეტის პრევენციის, ზრუნვისადა მმართვის საქმეში. 

„დიაბეტი ეხება ყოველ ოჯახს“ – 2018-2019 წლების დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღის თემატიკაა

შემთხვევათა უმრავლესობა ტიპი 2 შაქრიანდიაბეტზე მოდის, რომლის პრევენციამნიშვნელოვნად დამოკიდებულია ცხოვრების ჯანსაღწესზე:  ბალანსირებულ და სწორ კვებაზე, ფიზიკურაქტივობაზე. ამ დროს ოჯახი თამაშობსმნიშვნელოვან როლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისგანვითარების მოდიფიცირებული რისკ-ფაქტორებისშეცვლაში და უნდა იყოს უზრუნველყოფილიშესაფერისი განათლებით, რესურსებით  და გარემოსპირობებით.

დღესდღეობით მსოფლიოში 2-დან ერთ  ადამიანსაქვს არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ტიპი 2-ა. ადრეულიდიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენსსაკვანძო მიზანს დიაბეტის გართულებებისპრევენციასა და დადებითი შედეგების მიღწევაში.  დიაბეტით დაავადებულის ოჯახის წევრებიაქტიურად უნდა იყვნენე ჩართულები, რათადროულად გამოავლინონ დაავადების გართულებების სიმპტომები. 

დიაბეტის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არისდაკავშირებული როგორც პაციენტისთვის, ისე მისიოჯახის წევრისთვის. მრავალ ქვეყანაში ინსულინისინექციებზე ხარჯი და ყოველდღიური მონიტორინგიხშირად მოითხოვს ოჯახის ბიუჯეტის თითქმისნახევარს, ხოლო  დიაბეტისა და მისისგართულებების ძირითად  პრეპარატებისრეგულარული მოხმარება ბევრი ოჯახსათვისხელმიუწვდომელია. ამიტომ საჭიროა  გაიზარდოსხელმისაწვდომობა დიაბეტის მკურნალობისა დამისი გართულებების არაძვირადღირებულსამკურნალო საშუალებებზე, ამ თვალსაზრისითშემცირდება დიაბეტით დაავადებულთა და მათიოჯახის წევრების ხარჯი, რაც საბოლოო ჯამშიდადებითად იმოქმედებს მთელი ოჯახის წევრებისროგორც ურთიერთობაზე, ისე  ეკონომიკურმდგომარეობაზე.

დიაბეტის საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაბეტითდაავადებულ პირთა განათლებას. 

დიაბეტით დაავადებულ 2-დან ერთ ადამიანზე ნაკლებს და 4 ოჯახიდან 1-ზე ნაკლებს არა აქვს ხელმისაწვდომობა საგანმანათლებო პროგრამაზე. 

ბევრ ქვეყანაში აღნიშნულ პირთა და მათი ოჯახისწევრების განათლება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს სპეციალიზირებული სამედიცინო-პროფილაქტიკურ დახმარების ორგანიზაციისგანუყრელ ნაწილს. ევროპაში ამ მიმართულებისგანვითარება-მომავალი 5-10 წლის დიაბეტურიდახმარებისა და სამეცნიერო კველევების  ერთ-ერთამოცანაა, რაც დაფიქსირებულია ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაციის სენტ-ვინსენტსისდეკლარაციის პროგრამულ დოკუმენტში.   განათლების სისტემა დაფუძვნებულია გარკვეულისამეცნიერო-კონცეფციებზე.  

დღესდღეობით შემუშავებულია და დანერგილიაპაციენტთა განათლებისთვის დიაბეტოლოგიურიდახმარების განსხვავებული სტრუქტურულიპროგრამები:

-შდ ტიპი 1-ით დაავადებული პაციენტებისათვის;

-შდ ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტებისათვის;

-დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მათიმშობლებისათვის;

-შდ ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტებისათვის, რომლებიც მოიხმარენ ინსულინს  და   არტერიულიჰიპერტენზიით

-შდ-ით დაავადებულ ორსულებისთვის;

შაქრიანი დიაბეტის გავრცელების ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში

2017 წლის დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისმე-8 გამოცემის ატლასის მონაცემებით საქართველოში სავარაუდოდ 232000  (163500-368500) ადამიანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული. იგივე ატლასის მონაცემებით ქვეყანაში დიაბეტისპრევალენტობა 20-79 წლის ასაკში 8.1%-ს (5.7-12.8)შეადგენს.

უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნება დიაბეტის პრევალენტობის ზრდის ტენდენცია, რაც ძირითადად ტიპი 2-ის ზრდით არის განპირობებული.

არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორებისკვლევის (STEPS-2016) მონაცემებით უზმოზეგლუკოზის მომატებული (6.1-7.0 მმოლ/ლ) მაჩვენებელი 18-69 წლის მოსახლების 2%-საღმოაჩნდა, ხოლო უზმოზე გლუკოზის მაღალიმაჩვენებელი (>7მმოლ/ლ) – მოსახლეობის 4.5%-ს.).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში 2018 წლის ბოლოს შაქრიანიდიაბეტის დიაგნოზით რეგისტრირებული იყო 86 709პაციენტი (პრევალენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2326,8) სულ 2018 წელს მთელი წლის განმავლობაში 106603,   ცხოვრებაში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულია 19054 (მაჩვენებელი 100 000-ზე 511,3) პაციენტი.  2018 წელს 86709 პაციენტიდან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ჰქონდა 79229 (მაჩვენებელი 100000-ზე 2126,1), აქედან 11 752(მაჩვენებელი 315,4) იყო ცხოვრებაში პირველად დადგენილი დიაგნოზით; ხოლო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის რეგისტრირებული შემთხვევა იყო 19198(მაჩვენებელი 515,2), აქედან 2518 (მაჩვენებელი 67,6) - ცხოვრებაში პირველად დადგენილი დიაგნოზით.

2018 წელს 15 წლამდე ასაკის ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის პრევალენტობის  მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე  იყო 61,9 , რაც შეეხება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის ინციდენტობის მაჩვენებელს, 2018 წელს 100000 მოსახლეზე იყო 31,5. 

საქართველოში სახელმწიფო ახორციელებსდიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მიზანიაშაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულიპაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობისგაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენციადა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

► საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითფინანსდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

► ქრონიკული დაავადებების სამკურნალომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამითფინანსდება ტიპი 2 დიაბეტის მედიკამენტები:

• მეტფორმინი

• გლიმეპირიდი

• გლიკლაზიდი

►2019–2020 წლების სეზონისთვის ჯანმოს რეკომენდაციების, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი კულტურის გათვალისწინებით დამტკიცდა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები, მათ შორის:  შაქრიანი დიაბეტითდაავადებულები (როგორც ტიპი 1 , ისე ტიპი 2). 

2013 -2018 წლის ჩათვლით რისკ-გჯუფებში ჩართული იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები; აღნიშნული წლების განმავლობაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ აცრების მოცვის მაჩვენებელი შეადგენდა  საშუალოდ 50 %-ს. 

2019 წელს უკვე აცრილია 4400 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბენეფიციარი.