Logo

ინფექციური პროფილის საავადმყოფოებს

title

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება.  შემთხვევათა უმრავლესობა რეგისტრირებულია ჩინეთში, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები იაპონიაში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ჰუბეის პროვინციაში (ჩინეთი).

აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მზადყოფნა, რათა მოხდეს nCoV-ის ინფექციის დროული გამოვლენა, გავრცელების პრევენცია და პაციენტების მართვა. 

მოგმართავთ თხოვნით, გამოავლინოთ თითოეული შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ დროებით განსაზღვრებას:

შესაძლო შემთხვევა 

პაციენტი მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციით, რომელსაც აღენიშნება ცხელება, ხველა და საჭიროებს კლინიკაში მიმართვას და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას  (კლინიცისტებმა იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ყურადღება უნდა მიაქციონ შესაძლო ატიპიურ მანიფესტაციას) და სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა ვუჰანში (ჰუბეის პროვინცია, ჩინეთი).

სავარაუდო შემთხვევა

სავარაუდო შემთხვევა: შესაძლო შემთხვევა რომლის ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი ან დადასტურება მოხდა პან-კორონავირუზე კვლევით.

დადასტურებული შემთხვევა

პირი, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) ინფექციით, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.

აქვე, გიზიარებთ nCoV-ის მქონე პაციენტების კლინიკური მართვის რეკომენდაციებს - 

1. ტრიაჟი: nCoV ინფექციის მქონე პაციენტების ადრეული ამოცნობა 

nCoV ინფექცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე დაავადების სახით. ეს უკანასკნელი მოიცავს მძიმე პნევმონიას, მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს, სეფსისსა და სეპტიურ შოკს. ინფექციაზე საეჭვო პაციენტების ადრეული ამოცნობა საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის (IPC) ღონისძიებები. მძიმე მანიფესტაციის მქონე პაციენტების ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს ოპტიმიზებული დამხმარე მკურნალობის დაუყოვნებლვ დაწყებას და უსაფრთხო, სწრაფ გადაყვანას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილობრივი თუ ეროვნული პროტოკოლების შესაბამისად.

2. ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (IPC) შესაბამისი ღონისძიებების დაუყოვნებელი განხორციელება

IPC წარმოადგენს პაციენტების კლინიკური მართვის კრიტიკულ და განუყოფელ ნაწილს და მისი განხორციელება უნდა დაიწყოს პაციენტების კლინიკაში შესვლისთანავე (კერძოდ გადაუდებელი დახმარების დეპარტამეტი). სტანდარტული უსაფრთხოების ზომები ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ჯანმრთელობის დაცვის ყველა სექტორში. ზემოაღნიშნული ზომები მოიცავს ხელების ჰიგიენას, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებას რათა თავიდან იქნას აცილებული პაციენტის სისხლთან, ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან, გამონაყოფებთან (რესპირატორული გამონაყოფების ჩათვლით) და მთლიანობა-დარღვეულ კანთან უშუალო შეხება. სტანდარტული უსაფრთხოების ზომები ასევე მოიცავს ნემსით ან ბასრი დაზიანებების პრევენციას, ნარჩენების უსაფრო მართვას, აღჭურვილობის გასუფთავებასა და დეზინფექციას. აუცილებელია კონტაქტური და წვეთოვანი იზოლაციურ-შემზღუდველი ღონისძიებების გატარება.

თითოეული შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, საკვლევი ნიმუშის აღების, ტრანსპორტირებისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს 116001.

განახლებული ინფორმაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის შესახებ, გთხოვთ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდზე -
(https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=ddda02c5-a9d9-48ba-bd31-39b00e09fb2f).

შემთხვევათა მართვის, კონტროლისა და კლინიკური მენეჯმენტისათვის, გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი წყაროებით:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): 

https://www.who.int/publications-detail/global-surveillance-for-human-infection-with-novel-coronavirus-(2019-ncov))

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/330375/WHO-2019-nCoV-IPC-v2020.1-eng.pdf

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC):

https://www.ecdc.europa.eu/en/coronavirus

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, აშშ (CDC): 

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-nCoV/guidance-hcp.html


წარმოდგენილი ინფორმაცია პერიოდულად განახლდება და მოგეწოდებათ.