title
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ქსელი წარმოადგენს ინფექციური პათოლოგიების გამომწვევ აგენტებზე მომუშავე წამყვან დაწესებულებას საქართველოში. ეროვნული მასშტაბის კლინიკური დიაგნოსტიკის ქსელი მოიცავს სხვადასხვა ინფექციების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემებს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს საველე სადგურის გამოყენებაზე დაფუძნებულ აქტიურ ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას, ეპიდაფეთქებაზე რეაგირებას და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კამპანიების ჩატარებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიები (ლაბორატორიული უზრუნველყოფის სადგურები [ლუს-ები] და ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიები [ზდლ-ები], ლუგარის ცენტრი) განთავსებულია ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიებზე მოსახლეობის სიმჭიდროვისა და დაავადების გავრცელების შესაბამისად.
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ცენტრი მდებარეობს თბილისში.
- ორი ზდლ მდებარეობს აჭარაში (ბათუმი) და იმერეთში (ქუთაისი).
- შვიდი ლუს გადანაწილებულია კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონებში და ფოთში.
ლუს-ს –> ზდლ-ს –> ლუგარის ცენტრის ეროვნული მაშტაბის ლაბორატორიული სისტემა უზრუნველყოფს ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე არსებული, როგორც ენდემური, ასევე ახალი საფრთხეების უსაფრთხო და ზუსტ იდენტიფიცირებასა და დახასიათებას