title
ბავშვებში პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემას თან სდევს პრობლემები სწავლაში
პირის ღრუს ჯანმრთელობის დაბალ ხარისხს შეიძლება ჰქონდეს საზიანო ეფექტი ბავშვთა ცხოვრების ხარისხზე, სწავლაში მოსწრებასა და ცხოვრებისეულ წარმატებაზე. მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ყოველდღიურად აწუხებს კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი, ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.
პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა საყოველთაო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის შესაძლებელია ძალიან ბევრი მომღიმარი ბავშვის დანახვა დაუზიანებელი და საღი კბილებით, დანარჩენ მილიონობით ბავშვს ნაკლებად ეღიმებათ. მათთვის ყოველდღიური რეალობაა კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი (ინფექცია პირის ღრუში), ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.
კარიესით განპირობებული მწვავე ტკივილი დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და ჯანდაცვის სისტემაზე, რაც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება და ზოგჯერ აღემატება ასთმით გამოწვეულ ეფექტებს.
ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით არიან უფრო მორცხვები, სევდიანები, საბრალონი, დეპრესიულები და ნაკლებად კომუნიკაბელურები თავის თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ ჯანსაღი პირის ღრუ.
დაზიანებული კბილების ადეულმა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სრულფასოვანი განვითარების შეფერხება, პრობლემები მეტყველების ჩამოყალიბებაში და დაბალი თვითშეფასება.
დენტალური ტრამვები ყოველწლიურად 5-14 წლის ასაკის თითქმის ყოველ მე-14 ბავშვსა ან მოზარდში გვხვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესთეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და თერაპიული პრობლემები.
12-14 წლის ასაკის მოზარდები მოტეხილი კბილებით განიცდიან უფრო მეტ ყოველდღიურ პრობლემებს, ვიდრე ბავშვები კბილის ტრამვების გარეშე. ბავშვებს დაზიანებული კბილებით აქვთ კომპლექსები ღიმილთან, სიცილთან, სრულფასოვან კვებასა და საკვებით მიღებულ სიამოვნებასთან, ემოციების გამოხატვასა და კომუნიკაციასთან კბილის ტრამვის არმქონე ბავშვებთან შედარებით.
პირის ღრუს ჯანმრთელობის გავლენა სწავლაზე
ბავშვებს ხშირად არ შეუძლით თავიანთი პირის ღრუს ტკივილის ვერბალიზება. მასწავლებელმა შეიძლება შენიშნოს, რომ ბავშვი ვერ ართმევს თავს დასახულ ამოცანებს ან გამოხატავს ტკივილის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა: აგზნებულობა, სიბრაზე, დეპრესია, ადვილად გაღიზიანებადობა და სასკოლო აქტივობებისადმი გულგრილობა. თუმცაღა, მასწავლებელმა შეიძლება ბოლომდე ვერ გაიგოს ამგვარი საქციელის მიზეზი, თუ მან არ იცის, რომ ბავშვს აქვს პირის ღრუს პრობლემები.
პირის ღრუს დააავადებები შეიძლება გახდეს დეპრესიის, მადის დაქვეითების, ასევე უყურადღებობისა და გულმავიწყობის გაზრდის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური გავლენა თვით-შეფასებაზე და წარუმატებლობა სკოლაში.
არანამკურნალები დაზიანებული კბილებით გამოწვეულმა ტკივილი და ინფექციამ შეიძლება შექმნას პრობლემები მეტყველების, კვებისა და სწავლის პროცესში.
ბავშვობის პერიოდში არასაკმარისი კვება ახდენს ნეგატიურ გავლენას მოზარდობის დროს კოგნიტიურ განვითარებაზე. საკვების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს მოსწრებაზე, კონცენტრირების შესაძლებლობაზე, დავალების შესრულებასა და მათ ქცევაზე.
პირის ღრუს დაავადებების მქონე ბავშვებს უფრო მეტად აქვთ პრობლემები სკოლაში და ნაკლებად ასრულებენ საშინაო დავალებებს თანატოლებთან შედარებით, რომლეთაც არ აქვთ პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემები.
დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვები ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი 4-ჯერ უფრო მეტად, არიან მიდრეკილნი ჰქონდეთ შეფასების ქულა დაახლოებით 2,8-ზე ნაკლები იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
როცა ბავშვების პირის ღრუს მოვლილია და ისინი არ განიცდიან ტკივილს, მათი სწავლა და სკოლაში დასწრების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.
სკოლაში დასწრება და სწავლა
ჯოუსლინ ელდერი: „თქვენ ვერ გაანათლებთ ბავშვს, თუ ის არ არის ჯანმრთელი და ვერ შეუნარჩუნებთ მას ჯანმრთელობას განათლების გარეშე“
რაც უფრო გაუარესებულია ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა, მით მეტია ალბათობა, რომ ბავშვმა გააცდინოს სკოლა პირის ღრუს ტკივილისა ან ინფექციის გამო.
სკოლის გაცდენა, განპირობებული კბილის ტკივილითა და ინფექციით უარყოფითად მოქმედებს სკოლის მოსწრებაზე.
ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს გაუარესებული სტატუსით უფრო განიცდიან ტკივილს, მიდრეკილნი არიან სკოლის გაცდენისა და ცუდი მოსწრებისადმი მათ თანატოლებთან შედარებით, რომელთაც აქვთ პირის ღრუს უკეთესი მდგომარეობა.
საშუალოდ, ბავშვები და მოზარდები პირის ღრუს პრობლემებით დაახლოებით ერთი სკოლა -დღით მეტს აცდენენ ვიდრე სხვა ბავშვები.
დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ კბილის ტკივილი, დაახლოებით 6-ჯერ მეტად არიან მიდრეკილნი გააცდინონ სკოლა პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვიდრე ისინი, რომელთაც არ ჰქონდათ კბილის ტკივილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
დაწყებით და მაღალი კლასის ბავშვებს ნაკლებშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მკურნალობა პირის ღრუს ჯანრთელობის გამო, ბოლო 12 თვის განმავლობაში, 3-ჯერ მეტად არიან მიდრეკილები სკოლის გაცდენისადმი, ვიდრე ისინი, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ სათანადო მკურნალობა.
პირის ღრუს გასაუმჯობესებლად პროგრამები და პოლიტიკა
ზოგიერთ ქვეყანებში არის სპეციალური სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამები (მაგ. Head Start ფედერალური პროგრამა), რომელიც ითვალისწინებენ დაბალი შემოსავლის ოჯახებიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადებას, რომელიც მოიცავს კვების, კოგნიტიური განვითარებისა და სოციალურ სერვისებთან ერთად პირის ღრუს ჯანმთელობის საკითხებსაც.
პირის ღრუს დაავადებების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან წვდომა უნდა მოხდეს სკოლის „პირის ღრუს ჯანმრთელობის“ პროგრამის საშუალებებითა და ამ დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების ჩართვით. ეს ღონისძიება ემსახურება პირის ღრუს დაავადებებზე ინფორმაციის გავრცელების, პრევენციისა და მკურნალობის გაუმჯობესების საკითხებს, პირის ღრუს დაავადებათა მაღალი რისკის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
ასევე, ასეთი პროგრამების საშუალებით, ბავშვებისათვის დაბალი სოციალური ფენის ოჯახებიდან უფრო ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ისეთი პრევენციული სერვისები როგორიცაა ფტორირება და დენტალური ბჟენები. ეს სერვისები აგრეთვე მოიცავს სკრინინგს, რეფერალს, შემთხვევათა მართვას, რათა მოხდეს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ დროული სამედიცინო მომსახურეობა.
დასასრულ, პირის ღრუს ცუდმა ჯანმრთელობამ შეიძლება მიგვიყვანოს სკოლაში დაბალ მოსწრებასთან, სოციალური ურთიერთობების გაუარესებასთან და ცხოვრებაში წარუმატებლობასთან. ბავშვები, რომელთაც აწუხებთ ტკივილი პირის ღრუში, არიან დისტნცირებულები და ნაკლებად კონცენტრირებულები სასკოლო დავალებებზე.