Logo

C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა და სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები

title


რატომ არის აუცილებელი C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა და როდის უნდა ჩავიტაროთ იგი?


C ჰეპატიტის კონფირმაცული კვლევის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები


C ჰეპატიტი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი (HCV). ამ დროს ვითარდება ღვიძლის ანთებითი დაზიანება. დაავადებას აქვს მწვავე და ქრონიკული ფორმა. შემთხვევათა 70-85%-ში C ჰეპატიტი ქრონიკული მიმდინარეობისაა. C ჰეპატიტს აქვს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო. დაავადება, ძირითადად, სისხლის გზით გადადის და საწყის ეტაპზე პრაქტიკულად არ აქვს მკვეთრად დამახასიათებელი სიმპტომები, რის გამოც, სკრინინგული კვლევის გარეშე, ვერ ხდება დროული დიაგნოსტირება და პაციენტი გვიან მიმართავს ექიმს. უმეტესწილად სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება საკმაოდ შორს არის წასული, რის გამოც დაავადება ჩუმი მკვლელის  სახელითაც არის ცნობილი.


C-ჰეპატიტზე ინფიცირების სტატუსის დასადგენად ტარდება სკრინინგული კვლევა - HCV ანტისხეულების (anti-HCV) ტესტი იმის გასარკვევად, იყო თუ არა ადამიანი ოდესმე ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით. ტესტის პასუხი 20 წუთში მიიღება. ტესტი ავლენს ორგანიზმში ანტისხეულების (ცილოვანი ნივთიერებები) არსებობას, რომლებიც სისხლში გამომუშავდება ორგანიზმში C ჰეპატიტის ვირუსის შეჭრის შემთხვევაში. ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ადამიანი იყო ინფიცირებული HCV ვირუსით, მაგრამ არ პასუხობს კითხვას - ინფექცია იყო მწვავე, გადავიდა ქრონიკულ ფორმაში თუ დასრულდა გამოჯანმრთელებით. HCV ანტისხეულების ტესტის შედეგების ინტერპრეტაციაში და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში  გეხმარებათ ექიმი.

  • ტესტის პასუხი „დადებითი“ - ინფიცირებული ხართ C ჰეპატიტის ვირუსით. ამ შემთხვევაში

საჭიროა კონფირმაციული (დამადასტურებელი) კვლევა იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ამჟამად C ჰეპატიტი.

  • ტესტის პასუხი "უარყოფითი" - ინფიცირებული არ ხართ C ჰეპატიტის ვირუსით.

სკრინინგული კვლევის ჩატარება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ.

იCოდე, C ჰეპატიტი საწყის ეტაპზე უსიმპტომდ მიმდინარეობს!

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს!

ამიტომ დროულად ჩაიატარე სკრინინგული კვლევა და გაიგე შენი სტატუსი!



 სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები



რატომ არის C-ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ჩატარება აუცილებელი?

თუ C ჰეპატიტზე ანტისხეულების HCV ტესტი (anti-HCV) დადებითია, საჭიროა კონფირმაციული (დამადასტურებელი) კვლევა იმის  დასადგენად, გაქვთ თუ არა ამჟამად C ჰეპატიტი. დიაგნოსტიკის ეს მეთოდია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია PCR (პჯრ), რომელიც ავლენს სისხლში С ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ის არსებობას.

C-ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ჩატარება აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრა.

C ჰეპატიტზე ანტისხეულების დადებითი ტესტი და PCR კვლევის უარყოფითი შედეგი - ინფიცირებული იყავთ C ჰეპატიტის ვირუსით, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში აღარ არის, რადგან მოხდა თვითგანკურნება. ანტისხეულები რჩება სისხლში მაშინაც კი, თუ ორგანიზმი ვირუსს „მოერევა“.

PCR კვლევის დადებითი შედეგი - ინფიცირებული ხართ C ჰეპატიტის ვირუსით და ამჟამადაც გაქვთ - ვირუსი ორგანიზმში (ან გაქვთ ვისურის აქტიური ფორმა). დადებითი შედეგი მიუთითებს აქტიური ინფექციის არსებობაზე.

იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!

ჩაიტარე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა უფასოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში!