Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი- ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

title

2019 წლის 24 ოქტომბერს, 14:30 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი პალასში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო კონფერენცია
კონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები.
ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, მსოფლიოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულიაღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში! აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა. კვირის განმავლობაში, მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას ატარებს.
კვირეულის მიზნებია:
· ტყვიით მოშხამვის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
· ქვეყნებისა და პარტნიორების ყურადღების გამახვილება მათი ძალისხმევის მობილიზებისათვის ბავშვების ტყვიით მოშხამვის თავიდან აცილების მიზნით;
· ქვეყნებმა სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებით, გადადგან ნაბიჯები ტყვიის შემცველი საღებავების აღმოფხვრელად
2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) განხორციელდა. MICS კვლევის ფარგლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის კომპონენტი განხორციელდა.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ში სისხლის ტყვიის შემცველობა მსუბუქი მატების ფარგლებშია, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე.
MICS კვლევის შედეგებზე რეაგირების მიზნით, „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის #869 განკარგულების შესაბამისად, 2019 წლის 30 ივლისიდან სახელმწიფო პროგრამის „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ფარგლებში მიმდინარეობს „სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის“ კომპონენტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები.
კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: MICS კვლევის შედეგები, ტყვიის წყაროების კვლევა, ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი შედეგები, ტყვიის კვირეული და ბავშვების ტყვიისადმი ექსპოზიციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირების მულტისექტორული სამოქმედო გეგმა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება დისკუსია.
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი პალასი. თელავის ქუჩა #20
საკონტაქტო პირი: დაავადებათა კონტროლისა და საზიოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო მამუკაშვილი 595 956 103, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი სოფო ჭაავა 577 042 288