Logo

პროფესიული ტესტირება

title

ლუგარის ცენტრში რამოდენიმე ლაბორატორიაა, რომელიც აკრედიტებულია

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და სისტემატიურად მონაწილეობს პროფესიულ

ტესტირებებში.

 

I. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული

ცენტრის (დკსჯ&ეც) ბაზაზე 2006 წლიდან ფუნქციონირებს გრიპის ლაბორატორია.

2007 წლიდან იგი აღიარებულია საქართველოს გრიპის ნაციონალურ ცენტრად

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ. იგი მონაწილეობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ხარისხის გარე

კონტროლის შეფასების პროგრამებში: ყოველწლიურად იღებს პროფესიულ პანელს

ტესტირებისთვის. გრიპის ვირუსის იზოლატები და/ან დადებითი ნიმუშები

ყოველწლიურად იგზავნება ლონდონში, ჯანმოს გრიპის კოლაბორაციულ ცენტრში,

დადასტურებისა და შემდგომი დეტალური კვლევებისათვის. ლაბორატორიის

მუშაობის და შესაძლებლობების შეფასება ჯანმო-ს ექსპერტების ადგილზე ვიზიტით

ან დისტანციურად სტანდარტიზებული კითხვარების საშუალებით.

 

II. ჯანმოს მიერ აკრედიტირებული პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების

საქართველოს ნაციონალური ლაბორატორია ჩართულია ჯანმოს ევროპის რეგიონის

პოლიომიელიტის კვლევითი ლაბორატორიების ქსელში და სისტემატიურად იღებს

მონაწილეობას ჯანმოს მიერ ორგანიზებულ ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში.

 

III. ლუგარის ცენტრის სეროლოგიურ ლაბორატორიაში წითელა/წითურასა და

როტავირუსების ჯგუფები მონაწილეობენ ჯანმო-ს პროფესიული ტესტირების

პროგრამაში, ხოლო წითლა/წითურას ჯგუფს მიღებული აქვს ჯანმო-ს სრული

აკრედიტაცია.

 

IV. ლუგარის ცენტრის ზოგადი ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის

ენტერობაქტერიების ჯგუფი 2003 წლიდან მონაწილეობს ჯანმოს სალმონელების

გლობალური ეპიდზედამხედველობის პროგრამის ხარისხის გარე კონტროლში.

ყოველწლიურად ლაბორატორია იღებს Salmonella, Shigella, Escherichia coli, Vibrio,

Campilobacter და სხვა პირობითპათოგენური ბაქტერიების პროფესიული

ტესტირების პანელებს.

 

V. ლუგარის ცენტრის ზოგადი ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის რესპირატორული

ბაქტერიების ჯგუფი ჩართულია ჯანმოს ბაქტერიული მენინგიტების პროგრამის

ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში. ყოველწლიურად ლაბორატორიაში

ტესტირებისათვის იგზავნება Neisseria meningitidis, Haemophilus influenzae,

Streptococcus pneumoniae პროფესიული პანელი.