title
დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი (დყტ/DPT)
იცავს დაავადებისგან |
დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი |
ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ- ს, აცრა კეთდება კუნთში, 2 წლამდე ასაკში ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე შუა მესამედში, ზედა ასაკში - დელტისებური კუნთის ზედა მესამედში. |
ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე; ენცეფალოპათიები (მაგ. კომა, გონების დაკარგვა, პროლონგირებული კრუნჩხვა ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში; პროგრესირებადი ნევროლოგიური აშლილობები - ბავშვთა ასაკის აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში (ვაქცინაცია ტარდება ყივანახველის კომპონენტის გარეშე); არაკონტროლირებადი ეპილეფსია, პროგრესირებადი ენცეფალოპათია (გადადეთ ვაქცინაცია ნევროლოგიური სტატუსის გარკვევამდე და სტაბილურობამდე). |
გაფრთხილება |
ცხელება > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ; კოლაფსი ან შოკის მსგავსი სტატუსი ე.წ. ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსიული ეპიზოდი არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ; კრუნჩხვები არაუგვიანეს 3 დღისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ; შეუჩერებელი ხანგრძლივი ყვირილი და/ ან ტირილი > 3 საათის განმავლობაში და არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ; საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე! |
ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.
|
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; პერინატალური ენცეფალოპათია; სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები); ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი; თიმუსის ჩრდილის გადიდება; ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი; განვითარების მანკები, ფერმენტოპათია; დისბაქტერიოზი; ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები; ჰიპოტროფია; დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე); ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში; დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ); სეფსისი ანამნეზში; აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი); ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება; მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია; ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი; ბუნებრივი ან ხელოვნური კვება; რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი. |