title
დედამიწის
ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის სეზონური
გრიპის ფართო გავრცელების
პერიოდი გვიან შემოდგომა-ზამთარ-ადრე გაზაფხულის
სეზონს ემთხვევა. შესაბამისად,
შემოდგომიდანვე იწყება
გრიპის პროფილაქტიკის პერიოდი.
სეზონური გრიპის პირდაპირი
პროფილაქტიკის ერთადერთი
და ეფექტური საშუალება
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინაციაა.
გრიპის
ვირუსებს ცვალებადობის მაღალი
უნარი გააჩნიათ და შესაბამისად საჭირო
ხდება ყოველწლიურად შეიცვალოს
სეზონური ვაქცინის კომპოზიცია
- მოსალოდნელი მოცირკულირე
შტამების გათვალისწინებით და ვაქცინაცია ჩატარდეს
ყოველწლიურად, სეზონური
გრიპის ვირუსების აქტიური
ცირკულაციის დაწყებამდე.
ვაქცინაციიდან ორი კვირის ვადაში ორგანიზმი
გამოიმუშავებს იმუნიტეტს
იმ კონკრეტული ვირუსების
მიმართ, რომელიც გათვალისწინებული
იყო სეზონურ ვაქცინაში.
გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა
გამოყენებამ აჩვენა
მათი მაღალი უსაფრთხოება
და ეფექტურობა - განსაკუთრებით
მძიმედ მიმდინარე გრიპის
რისკის მქონე ჯგუფებში.
ვაქცინური ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე
გრიპის ვირუსთა თანხვედრისას
ავად გახდომის რისკი
საგრძნობლად დაბალია,
ხოლო მძიმე გართულებების
და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი
- უმნიშვნელო.
ჩვეულებრივ,
ჯანმრთელი ადამიანები გრიპს
გადაიტანენ გართულებისა
და მძიმე მიმდინარეობის
გარეშე და ყოველგვარი
სპეციფიკური სამედიცინო
დახმარების გარეშე
ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის,
განსაკუთრებით ქრონიკული
დაავადების ან მდგომარეობის მქონეთათვის
გრიპი შესაძლოა სახიფათო
დაავადებად იქცეს.
სწორედ ამიტომ, სახელმწიფო
ყოველწლიურად, გრიპის
გართულების რისკის
მქონე 200 000 მოქალაქისთვის
სრულად უზრუნველყოფს სეზონური
გრიპის პროფილაქტიკას. გრიპის
სეზონისათვის, ქვეყანაში
გრიპის ვაქცინაციის მიზნით,
შეძენილია Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების
ოთხკომპონენტიანი სეზონური
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა
INFLUVAC.
ვაქცინის
შემადგენლობა ეფუძნება
ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ
შემადგენლობას ჩრდილოეთ
ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის
და მწარმოებელი პრეკვალიფიცირებულია.
ვაქცინა ინაქტივირებულია, განთავსებულია
შპრიც-დოზაში და რეკომენდებულია პრაქტიკულად
ნებისმიერი ადამიანისთვის,
უმნიშვნელო ინდივიდუალური
გამონაკლისებით, რომელიც
უნდა დადგინდეს იმუნიზაციის
დროს, ექიმთან ვიზიტისას.
გრიპის
სეზონისათვის ქვეყანაში
გრიპის ვაქცინაციის მიზნით
მაღალი რისკის ჯგუფებად
განისაზღვრა - სპეციფიკური
ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
დიაბეტის მქონე პირები;
დიალიზზე მყოფი პირები;
C ჰეპატიტის მქონე პირები
(მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
აივ ინფექცია/შიდსის
მქონე პირები; ორგანოგადანერგილი
და მუკოვისციდოზის დაავადების
მქონე პირები; აგრეთვე,
60 წლის და უფროსი
ასაკის ხანდაზმული პირები;
ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
(სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა
(მ.შ. მცირე
საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები
და მათი მომვლელი
პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას
დაქვემდებარებული პერსონალი
და სხვ. მათთვის
ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 ოქტომბრიდან,
ხოლო 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის
მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო
ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება
საქართველოს მოქალაქეობის
მქონე ნებისმიერი პირისთვის
6 თვის ასაკიდან.
გრიპის
ვაქცინაცია დასაშვებია
ნებისმიერ დროს - ვაქცინის
ვარგისიანობის ვადის
გათვალისწინებით, თუმცა
მისი ეფექტურობა მატულობს
ვაქცინაციის შემოდგომაზე,
გრიპის ვირუსების აქტიური
ცირკულაციის დაწყებამდე
ჩატარებისას.
გრიპისმაგვარ
სიმპტომატიკას 200-მდე ვირუსი იწვევს. გრიპის
ვაქცინა მხოლოდ გრიპის
ვირუსებისგან იცავს.
დაასწარით გრიპის ვირუსს!
დროულად ჩაიტარეთ სეზონური
გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია!
ვაქცინა
ხელმისაწვდომია იმუნიზაციის
სერვისის მიმწოდებელ შემდეგ
დაწესებულებებში:
ბრძანება NCDC 6 24 01083592გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიურიპრიორიტეტული ჯგუფების ნუსხისა და ვაქცინაციის ჩატარების წესის შესახებ