Logo

აივ წამლებისადმი რეზისტენტობისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის თავისებურებები საქართველოში

title

აივ წამლებისადმი რეზისტენტობისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის თავისებურებები საქართველოში

პროექტის დასახელება: „აივ წამლებისადმი რეზისტენტობისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის თავისებურებები საქართველოში”, BTEP/ISTC, G-2103; პროექტის განხორციელების ვადები: 01.02.2014 – 31.07.2015 
პროექტის ანოტაცია 
ა). მიზანი: 
• აივ წამლებისადმი რეზისტენტობის თავისებურებების ანალიზი;
• აივ მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ტენდენციების შეფასება;
• აივ გენეტიკური მასალის ეროვნული მონაცემთა ბაზის შექმნა;
ბ). განხორციელების გზები: 
• პირველადი აივ წამლებისადმი რეზისტენტობის პრევალენტობის შესწავლა ახლად დიაგ¬ნოს¬ტირებულ აივ პაციენტებში;
• ნამკურნალებ პაციენტებში აივ წამლებისადმი რეზისტენტობის პროფილის დახასიათება; 
• ახლად დიაგნოსტირებულ აივ პაციენტებში აივ სუბტიპების განაწილების შეფასება;
• სუბტიპების განაწილების ტენდენციების შეფასება და გადაცემის კლასტერების ანალიზი.
კვლევა ხორციელდება ერთობლივად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (დკეც) და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინი¬კური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის (შიდსის ცენტრი) მიერ. დკეც როგორც წამყვანი დაწესებულება პასუხისმგებელია კვლევის მართვაზე. კვლევის ფარგლებში გათვალის¬წი¬ნე¬ბული ლაბორატორიული ანალიზები ხორციელდება შიდსის ცენტრში. კვლევის ლაბორატორიული და მონაცემთა მართვის ჯგუფები წარმოდგენილია დკეც და შიდსის ცენტრის სპეციალისტებით. პაციენტთა ჩართვას უზრუნველყოფს შიდსის ცენტრი.
გ). მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში მოხდება აივ რეზისტენტობის შესახებ საქართველოში არსებული ინფორმაციისა და მონაცემების განახლება და აივ რეზის¬ტენ¬ტო¬ბის ეპიდემიის უკეთ სამართავად ძირითადი ღონისძიებების დადგენა. მომავალში, აივ რეზისტენ¬ტობისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის შესახებ მოპოვებული ცოდნისა და მონაცემების საფუძველზე განხორციელდება ეფექტური მკურნალობისა და პრევენციული სტრატეგიების დაგეგმვა და განვითარება. კვლევის შედეგები გადაგზავნილ იქნება მონაწილის მკურნალ ექიმთან და გამოყენებულ იქნება მისი უკეთესად მკურნალობა/მოვლისათვის. კვლევა საშუალებას მისცემს განისაზღვროს ქვეყანაში აივ წამლებისადმი რეზისტენტობის სიტუაცია და აივ ეპიდემიის გავრცე¬ლების თავისებურებები, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური სამკურნალო და პროფილაქტიკური სტრატეგიების ჩამოყალიბებას.