title
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის N454 დადგენილების საფუძველზე, სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა“ 2018 წლის ოქტომბრიდან სსიპ „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში დაიწყო Cჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი სახელწოდებით
„საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“.
აღნიშნული პროექტის მიზანია, იუსტიციის სახლის ვიზიტორებს, სხვა სერვისებთან ერთად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოს C ჰეპატიტის სკრინინგის უფასო სერვისი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი ძალისხმევის გარეშე შეძლონ C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება, ინფიცირების სტატუსის გასარკვევად.
იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქის სკრინინგი 3 წუთიანი პროცედურაა, სკრინინგის შედეგი მოქალაქეს ეცნობება იმავე დღის ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
აღნიშნული პროექტით მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური შანსი დამატებითი დროისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე ჩაიტარონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი და ინფიცირების დადებითი სტატუსის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩაერთონ მკურნალობაში და განიკურნონ.
C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, რომლის ღირებულება სხვა ქვეყნებში შეადგენს 60-დან 80 ათას ევრომდე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სსიპ „იუსტიციის სახლი“ და სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ მოუწოდებს მოქალაქეებს დროულად მიმართონ სკრინინგის ცენტრებს და სამკურნალო დაწესებულებებს, რათა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომელიც ეძლევათ 2020 წლის ბოლომდე C ჰეპატიტზე ინფიცირების სტატუსის განსაზღვრისა და ამ დაავადებისგან სრულიად უფასოდ განკურნების კუთხით.
C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი მიმდინარეობს სამუშაო დღეებში - დილის 09.00 საათიდან 18.00 საათამდე იუსტიციის სახლის შემდეგ მისამართებზე:
თბილისი
1. თბილისის იუსტიციის სახლი - ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
იმერეთი
2. ქუთაისის იუსტიციის სახლი - ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. № 20.
სამეგრელო-ზემო სვანეთი
3. ზუგდიდის იუსტიციის სახლი - ქ. ზუგდიდი, თეატრის ქუჩა №2
4. ფოთის იუსტიციის სახლი - ქ. ფოთი რუსთაველის წრე
აჭარა
5. ბათუმის იუსტიციის სახლი - ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7
გურია
6. ოზურგეთის იუსტიციის სახლი - ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქ. №9
შიდა ქართლი
7. გორის იუსტიციის სახლი - ქ. გორი, დ. გურამიშვილის ქ. №5
სამცხე-ჯავახეთი
8. ახალციხის იუსტიციის სახლი - ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა, სკვერის მიმდებარედ
ქვემო ქართლი
9. რუსთავის იუსტიციის სახლი - ქ. რუსთავი, ხალხათა მეგობრობის გამზირი №29
10. მარნეულის იუსტიციის სახლი - ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1
კახეთი
11. თელავის იუსტიციის სახლი - ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №3
12. გურჯაანის იუსტიციის სახლი - ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14