Logo

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

title

გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნოთ, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე.  თანხვედრის შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი - 30-70%-ში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო),  გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის  ჩათვლით პერიოდი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ყველა ქვეყანას 2016-2017 წლის  გრიპის სეზონისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდეს შემდეგ  რისკ ჯგუფებში:  
ა) უმაღლესი პროირიტეტულობით:
- ორსულები.
ბ) პრიორიტეტულად (თანმიმნდევრობის გათვალისწინების გარეშე):
- ბავშვები 6-59 თვის ასაკში;
- ხანდაზმულები;
- სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები;
- ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, 2016-2017 წლის გრიპის სეზონისთვის საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულად მიჩნეული იქნა შემდეგი  ჯგუფები:
    ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

- 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

- აივ ინფიცირებული პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
    - ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების  ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- კლინიკებში/სტაციონარში/სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.

 

სახელმწიფოს მიერ ქვეყნის უზრუნველყოფა სეზონურის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცით რისკჯგუფების ასაცრელად: 

2013-2014 წლის სეზონი
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 4000 დოზა

♦ ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

 2014-2015 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 8000 დოზა

♦  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)

2015-2016 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 10 000  დოზა,  მათ შორის:

♦  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია)

♦  5000 დოზა - ვაქცინის დასახელება - VAXIGRIP,  გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა; მწარმოებელი - SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

2016-2017 წლის სეზონი 
♦  შესყიდული ვაქცინის რაოდენობა - 20 000  დოზა

♦  ვაქცინის დასახელება - INFLUVAC,  გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი); მწარმოებელი - Abbott Biologicals B.V. (ჰოლანდია).