title
გაერთიანებული
ერების
გენერალური
ასამბლეის
მიერ
26
ივნისი
გამოცხადებულია
ნარკომანიასთან
და
ნარკოტიკების
უკანონო
ბრუნვასთან
ბრძოლის
საერთაშორისო
დღედ
;
ეს
დღე
ყოველწლიურად
1987
წლიდან
აღინიშნება
და
მისი
მიზანია
საზოგადოებას
კიდევ
ერთხელ
შეახსენოს
,
რომ
ნარკოტიკების
მოხმარება
სერიოზულ
საფრთხეს
უქმნის
ადამიანის
ჯანმრთელობას
,
კეთილდღეობას
,
უარყოფით
გავლენას
ახდენს
ურთიერთობებზე
,
ხელს
უშლის
სრულფასოვანი
განათლების
მიღებასა
და
დასაქმებას
.
ნარკოტიკების
მოხმარება
განსაკუთრებით
დიდ
საფრთხეს
წარმოადგენს
ახალგაზრდებისათვის
.
ეს
დღე
მოუწოდებს
ყველას
გააძლიერონ
თანამშრომლობა
და
ქმედებები
ნარკოტიკული
საშუალებების
მოხმარებისგან
თავისუფალი
საერთაშორისო
საზოგადოების
მიზნის
მისაღწევად
.
2019
წლის
კამპანია
აღინიშნება
სლოგანით
„
ჯანმრთელობა
სამართლიანობისათვის
,
სამართლიანობა
ჯანმრთელობისათვის
“
,
(Health for Justice and Justice for Health),
რომლის
მიზანია
ხაზი
გაუსვას
ნარკოტიკებთან
ბრძოლაში
ორი
პრიორიტეტული
მიმართულების
-
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული
და
სამართლებლივი
საკითხების
ერთობლიობას
პრობლემის
გადასაჭრელად
.
ნარკოტიკებთან
დაკავშირებული
პრობლემატური
საკითხების
გადასაჭრელად
მსოფლიოში
აღიარებულია
სისხლის
სამართლის
(criminal justice),
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
მომსახურეობის
ინსტიტუტების
მაქსიმალური
ჩართულობა
და
თანამშრომლობა
,
რაც
თანხვედრაშია
ნარკოტიკების
კონტროლის
მიმართულებით
საერთაშორისო
კონვენციების
,
ადამიანის
უფლებებისა
და
მდგრადი
განვითარების
მიზნებთან
.
გაეროს
ნარკოტიკებისა
და
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
ბიურო
(UNODC)
მოუწოდებს
მოქალაქეებს
,
არასამთავრობო
ორგანიზაციებს
,
კერძო
სექტორს
და
წევრ
ქვეყნებს
ჩაერთონ
სოციალურ
მედია
კამპანიაში
ამ
დღის
აღნიშვნის
ხაზგასმისა
და
ინფორმაციის
გავრცელების
მიზნით
.
https://www.un.org/en/events/drugabuseday/
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის
დოკუმენტში
„
წამალდამოკიდებულთა
ეფექტური
მკურნალობის
პრინციპები
“
ხაზგასმულია
,
ნარკოტიკის
მომხმარებელთა
მიმართ
სადამსჯელო
ღონისძიებების
გამოყენების
მიზანშეუწონელობის
შესახებ
.
ორგანიზაციის
განცხადებით
,
სახელმწიფოებში
,
სადაც
წამალდამოკიდებულება
მიიჩნევა
არა
ჯანმრთელობის
,
არამედ
„
პიროვნების
პრობლემად
,“
ხდება
ნორკოტიკულ
საშუალებათა
მომხმარებლების
სტიგმატიზირება
,
ისინი
მოკლებულნი
არიან
მკურნალობასა
და
რეაბილიტაციის
საშუალებას
.
ორგანიზაციის
განმარტებით
,
მკაცრი
საჯარიმო
ან
სისხლისამართლებრივი
სანქციების
გამოყენება
უშედეგოა
,
ვინაიდან
ისინი
ყურდღების
მიღმა
ტოვებს
იმ
ნევროლოგიურ
ცვლილებებს
,
რომელსაც
წამალდამოკიდებულება
იწვევს
.
განსახილველი
პრობლემისადმი
თანამედროვე
მიდგომა
უნდა
ეფუძნებოდეს
კვალიფიციურ
,
სისტემატიზირებულ
,
მეცნიერულად
დასაბუთებულ
მიდგომებს
.
UNODC (United Nations Office for Drugs and Crime)
ნარკოტიკებზე
დამოკიდებულებას
განმარტავს
,
როგორც
ჯანმრთელობის
დარღვევას
,
რომელიც
წარმოეშობათ
ნარკოტიკების
მომხმარებელ
იმ
პირებს
,
რომელთაც
უკვე
გააჩნიათ
წინასწარ
არსებული
ფსიქოლოგიური
მოწყვლადობა
.
შესაბამისად
,
მათთვის
მკაცრი
სასჯელის
შეფარდება
ვერ
ჩაითვლება
ადეკვატურ
და
სამართლიან
ნაბიჯად
,
რადგან
თავისუფლების
აღკვეთა
შეიძლება
უფრო
მძიმე
შედეგის
მომტანი
იყოს
ასეთი
პირებისთვის
.
იმ
პირებისთვის
,
რომლებსაც
არ
ჩაუდენიათ
ძალადობრივი
დანაშაული
,
თავისუფლების
აღკვეთა
,
როგორც
წესი
,
უფრო
მეტად
საზიანოა
,
ვიდრე
სასარგებლო
.
ხანგრძლივი
პატიმრობით
შესაძლებელია
მსჯავრდებულმა
განიცადოს
სოციალიზაცია
ციხის
სუბკულტურაში
და
იქცეს
კრიმინალად
.
გარდა
ამისა
,
აშშ
-
ში
ჩატარებული
სოციოლოგიური
კვლევებით
დასტურდება
,
რომ
ის
პირები
,
რომლებიც
ხანგრძლივი
პერიოდის
განმავლობაში
იხდიდნენ
სასჯელს
ციხეში
,
გათავისუფლების
შემდეგ
უფრო
ხშირად
უბრუნდებოდნენ
ნარკოტიკების
მოხმარებას
,
ვიდრე
ისინი
,
რომლებსაც
შეეფარდათ
პირობითი
მსჯავრი
.
რა
არის
დეკრიმინალიზაცია
?
ნარკოტიკების
დეკრიმინალიზაცია
გულისხმობს
ნარკოტიკების
მოხმარებისათვის
და
მცირე
ოდენობით
საკუთარი
მოხმარების
მიზნით
ფლობისთვის
სასჯელის
გაუქმებას
.
რა
არის
ლეგალიზაცია
?
ლეგალიზაცია
მოიცავს
ლეგალური
ნარკოტიკების
წარმოებისა
და
გაყიდვის
რეგულაციასა
და
კონტროლს
(
როგორც
დღეს
ხდება
ალკოჰოლთან
და
თამბაქოსთან
მიმართებაში
)
სიტუაცია საქართველოში
გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი მონაცემებით საქართველო 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების დონით, შესწავლილ 220 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა
ევროპის ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების სასკოლო პროექტის (ESPAD 2015) კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოზარდთა შორის ნარკოტიკის მოხმარების მონაცემები სხვადასხვა ნარკოტიკის მიხედვით სხვადასხვა ადგილს იკავებს ESPAD საშუალო მონაცემებთან შედარებით.
,