title
2019 წლის 11 სექტემბერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე
ერთად დავამარცხოთ წითელა
პრესკონფერენცია გამართეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ბატონმა პაატა იმნაძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ხათუნა ზახაშვილმა.
ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, ქვეყანაში წითელას შემთხვევების დინამიკაზე, მაჩვენებლებზე რეგიონების მიხედვით.
აუცილებელია გახსოვდეთ:
• ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ უზრუნველყოფს სახელმწიფო.
• თუ ხართ 1978 წლის შემდგომ დაბადებული, დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!
• ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები!
• ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო - სააღმზრდელო, პენიტენციურ, თავდაცვის, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში დასაქმებული 1978 წლის შემდგომ დაბადებული მოქალაქე - სავალდებულოდ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით!