title
„სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, ეს ჩვენ ვართულებთ მას დიდი მონდომებით“
კუნფუ ცზი
წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, დღითიდღე ვქმნით ახალ წესებს და კანონებს, ვაწესებთ ნორმებს... მერე, მთელი მონდომებით ვცდილობთ, მოვერგოთ ჩვენს მიერვე მოგონილ კრიტერიუმებს...ჩვენ 7 მილიარდი ვართ. 7 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ სტანდარტული, სოციუმის ჩარჩოში მოქცეული ადამიანი. ჩვენს შორის, 450 მილიონი „არასტანდარტული“ ადამიანია, ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობით, რასაც ფსიქიკურ დაავადებას ვეძახით.[i]
ერთმა ცნობილმა ფრანგმა თქვა, უმეცრების ერთ-ერთი სახე არცოდნა, მეორე კი ცუდად ცოდნააო...
ჩვენს საუკუნეში, ადამიანები, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ვსაზრდოობთ. ხშირად, სწორედ მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება ჩვენი დამოკიდებულება ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, წარმოდგენა ფსიქიკურ დაავადებებზე[ii].
„...ამა წლის ამა და ამ რიცხვში, ვინმე ე.გ.-ს მიერ ჩადენილ იქნა ესა და ეს დანაშაული. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული პიროვნება ფსიქიკურად დაავადებულია...“ ამ ტიპის განცხადებები ალბათ თქვენც მრავალჯერ მოგისმენიათ. სამწუხაროდ, მასალის სენსაციურობისთვის მოვლენების არასწორად წარმოჩენა, თუნდაც სიძულვილის ენა, მედიაში ფართოდ მიღებული ფორმაა. შედეგად, იცვლება ადამიანების დამოკიდებულება/ წარმოდგენები, იქმნება სტერეოტიპები, რომელსაც იზიარებს ყველა მიუხედავად ასაკის, განათლების დონის და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არსებული ინფორმაციისა.[iii] [iv]
რასაკვირველია, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეუძლია, ჩაიდინოს დანაშაული, თუმცა ამისი შანსი იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია (მაგალითისთვის:კრიმინალურიდამნაშავეების კვლევისას აღმოჩნდა, რომ დანაშაულისმომენტში მხოლოდ 6%-საღენიშნებოდაფსიქიატიულიპრობლემა[v]);უფრო მეტიც, ეს ადამიანები არათუ მოძალადეები არიან, არამედ, 2.5-ჯერ მეტად გვევლინებიან მსხვერპლის როლში[vi].
არასწორად მიწოდებული ინფორმაცია არამარტო სოციალურ სტერეოტიპებს, არამედ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში „თვით-სტიგმას“ წარმოშობს: აღმოჩნდა, რომ მედიაში გაჟღერებული თითოეული არაკომპეტენტური/უარყოფითი ინფორმაციის შემდეგ მათ უჩნდებათ გარიყულობის შეგრძნება, უღრმავდებათ დეპრესია და სუიციდური აზრები; ხოლო მოტივაცია, მოძებნონ სამსახური ან თუნდაც მოხალისედ იმუშაონ მცირდება.[vii] საზოგადოების უარყოფითი და არასწორი დამოკიდებულებები არცთუიშვიათად აიძულებს ამ ადამიანებს, უარი თქვან ან დროზე ადრე შეწყვიტონ მკურნალობა. ეს კი შემდგომში სიმპტომების რეციდივი მიზეზი ხდება.[viii]
როცა მშობელი „სხვებს არ ჰგავს“
ხშირად, ჰგონიათ, რომ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემებით უმჯობესია, არ ყავდეს შვილები. თუმცა, მათ დიახ, შეუძლიათ ყავდეთ და ყავთ კიდეც შვილები. რასაკვირველია, რისკი იმისა, რომ მათ შვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოუვლინდეთ, არსებობს. თუმცა ამისი რისკი თითოეულ „ნორმალურ“ ადამიანსაც აქვს. მსოფლოში, გენეტიკური წინასწარ განწყობისგან დამოუკიდებლად, ბავშვთა მოსახლეობის 20%-ს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.[ix] ასაკი, კულტურა, რასა, სქესი, რელიგია, განთლება თუ ფინანსური მდგომრეობა - ფსიქიკური დაავადებებისთვის შემზღუდველ ფაქტორს არ წარმოადგენს. არავინაა დაზღვეული დაავადებისაგან, რომელიც სტატისტიკურად 4-დან 1 ადამიანს ცხოვრების ამათუიმ ეტაპზე უვლინდება. [x][xi][xii]
სამწუხაროდ, ფსიქიკურად დაავადებული მშობლების შვილები განსხვავებულები არიან: ისინი სხვა ბავშვებისგან იმ ტვირთით განსხვავდებიან, რომელიც მათ საზოგადოების „ნორმალურმა“ ნაწილმა დააკისრა... სტერეოტიპები და სტიგმა, რომელიც ასეთი ადამიანების ოჯახებისადმია მიამრთული, ყველაზე მეტად სწორედ პატარების ფსიქიკაზე მოქმედებს. ეს კი ზოგჯერ, მათი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისთვის ძნელი გადასალახია...
ფილმებში ყველაფერი კარგად სრულდება
გინახავთ ფილმი „ბრწყინვალე გონება“? ფილმის მთავარი გმირი, რომელიც პარანოიდული შიზოფრენიით იტანჯება, წლების განმავლობაში გამოკეტილია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ფილმის ბოლოს, ოჯახის მხარდაჭერით ახერხებს გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად.
რეალობა...
გაიცანით ჯონ ფობს ნეში![xiii]
ჩვენი დროის უდიდესი მათემატიკოსი...
კაცი, რომლის „თამაშთა თეორიამ“ გამოყენება ჰპოვა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, გლობალურ ეკონომიკასა და მიკროეკონომუკურ თეორიაში...
კაცი, რომელმაც 31 წელი შიზოფრენიასთან ბრძოლაში გაატარა, თუმცა 1994 წელს, 66 წლის ასაკში ეკონომიკის დარგში მიიღო ნობელის პრემია.
კაცი, რომლის ცხოვრებაზეც გადაიღეს ფილმი „ბრწყინვალე გონება.“
ადამიანის უპირველესი დანიშნულებაა იყოს ადამიანური, ჰქონდეს უნარი სხვა ადამიანების თავალითაც შეხედოს სამყაროს...
მაშინ, როცა ჩვენს გვერდზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მასისგან განსხვავებულები არიან, მაშინ როცა მათ ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ, დროა, საღად შევაფასოთ მოვლენები, ფსიქიკური პრობლემების ნაცვლად დავინახოთ პიროვნებები და ვაღიაროთ ისინი.
[i] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/
[ii] http://www.mindframe-media.info/for-courts/facts-and-stats
[iii] https://www.iasp.info/pdf/task_forces/mindframe_for_courts_2009.pdf
[iv] http://www.mindframe-media.info/for-courts/facts-and-stats
[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11392351
[vi] http://ontario.cmha.ca/files/2012/07/moods_media_200812.pdf
[vii] http://ontario.cmha.ca/files/2012/07/olm_stigma_matters_200902.pdf
[viii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19483426
[ix] http://www.who.int/features/factfiles/mental_health/mental_health_facts/en/
[x] http://www.who.int/whr/2001/media_centre/press_release/en/
[xii] http://www.who.int/mental_health/media/en/investing_mnh.pdf
[xiii] http://www-history.mcs.st-and.ac.uk/Biographies/Nash.html