title
ექთანთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება . ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის , თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს . ფლორენს ნაიტინგეილმა (1820-1910) 1860 წელს ლონდონში , წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის . მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით , დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით .
ნაიტინგეილის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული : დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს “ დებენ , ხოლო „ ფლორენსნაიტინგეილის მედალი “ უმაღლესი ჯილდოა ექთნებისთვის .
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაცია (WHO) უერთდება პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით და ხაზს უსვამს ექთანთა მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროში და მადლობას უხდის ექთნებს მათი ღვაწლისათვის .
ისტორიულად , ისევე როგორც დღეს , ექთნები ეპიდემიისა და პანდემიის წინა ხაზზე იმყოფებიან . ექთნები არიან პირველი და რიგ შემთხვევებში ერთადერთი სპეციალისტები , რომლებთანაც პაციენტებს აქვთ ყველა ზეხშირი ურთიერთობა და, შესაბამისად, ექთნების მიერ პაციენტის მდგომარეობის პირველადი შეფასების , მზრუნველობის და მკურნალობის ხარისხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია .
მიუხედავად იმისა , რომ ექთნები გლობალურად სამედიცინო პერსონალის თითქმის ნახევარს შეადგენენ , ჯერ კიდევ მწვავედ დგას მათი დეფიციტი , ვინაიდან არსებული შეფასებებით , დამატებით 5,9 მილიონი ექთანია საჭირო ; განსაკუთრებით , დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში .
COVID-19– ის პანდემიამ შეგვახსენა ექთანთა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი როლის შესახებ . ექთნების გარეშე შეუძლებელია ეპიდემიებთანდა პანდემიებთან ბრძოლის მოგება , ასევემიუღწეველი დარჩება მდგარგი განვითარებისმიზნები და უნივერსალურ ჯანმრთელობაზე ხელისაწვდომობა .
ექთანთა საერთაშორისო დღის აღნიშვნითჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს :
✓ უზრუნველყონ ექთანთა და სამედიცინოპერსონალის პროფესიული უსაფრთხოება , რაც ასევე გულისმხობს პერსონალური დაცვის საშუალებებზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების შესამცირებლად ;
✓ ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე , უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შრომისდროული ანაზღაურებით , დაზღვევით , საშუალება ჰქონდეთ ისარგებლონ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეებით ;
✓ ხელმისაწვდომი უნდა იყოს თანამედროვესახელმძღვანელოები მ . შ . ეპიდაფეთქებების მართვის შესახებ . ექთნებს უნდა გააჩნდეთ ფინანსური დასხვა რესურსები , რაც დაეხმარებ მათ COVID-19- თან და სხვა პანდემიებთან ბრძოლაში ;
✓ ექთანთა და ბებიაქალთა წლის კონტექსტში , მნიშვნელოვანია , რომ მთავრობებმა მხარი დაუჭერონ ინვესტიციების გაძლიერებას ექთანთა პროფესიაში - ექთანთა რაოდენობის ზრდა , სამუშაო ადგილების შექმნა , ექთანთა განათლებისა და მმართველობის გაძლიერება .
მიმდინარე წლის აპრილში , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და პარტნიორებმა გამოაქვეყნეს პირველი „ საექთნო საქმიანობის მსოფლიო ანგარიში “, რომელიც ასახავს ექთნების მუშაობას გლობალურად , ხაზს უსვამს არსებულ პრობლემებს და მთავრობებს სთავაზობს ინვესტიციების გაძლიერებას საექთნო სფეროში .
ექთანთა სამუშაო ძალის გაძლიერებით , ქვეყნებს შეუძლიათ სამმაგი ზემოქმედება მოახდინონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე , გენდერული თანასწორობის განვითარებასა დაეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე .
https://www.who.int/news-room/detail/11-05-2020-happy-international-nurses-day