Logo

12 მაისი - ექთანთა საერთაშორისო დღე , 2020

title

 ექთანთა   საერთაშორისო   დღე   ყოველწლიურად 12  მაისს   აღინიშნება .  ამ   დღის   აღნიშვნას საფუძველი   ჩაეყარა  1974  წლიდან  ექთანთა  საერთაშორისო   საბჭოს   ინიციატივით   და სიმბოლურად   ემთხვევა   ფლორენს ნაიტინგეილის ,  თანამედროვე   ექთნის პროფესიის   ფუძემდებლის   დაბადების   დღეს .  ფლორენს   ნაიტინგეილმა  (1820-1910) 1860  წელს ლონდონში ,  წმ. ტომასის   სახელობის საავადმყოფოში   გახსნა   პირველი   სკოლა ექთნებისთვის .  მან   მნიშვნელოვანი   როლი შეასრულა   ყირიმის   ომის   დროს   მედდებისათვის ტრენინგების   ჩატარებით ,  დაჭრილი სამხედროების   ორგანიზებული   მოვლის სისტემის   ჩამოყალიბებით . 

  ნაიტინგეილის   ღვაწლი   სათანადოდ   არის დაფასებული :  დამწყები   ექთნები „ნაიტინგეილის   ფიცს “  დებენ ,  ხოლო  „ ფლორენსნაიტინგეილის   მედალი “  უმაღლესი   ჯილდოა ექთნებისთვის .

 ჯანმრთელობის   მსოფლიო   ორგანიაცია  (WHO)  უერთდება   პარტნიორებს   მსოფლიოს მასშტაბით    და   ხაზს   უსვამს   ექთანთა მნიშვნელოვან   როლს   სამედიცინო   სფეროში   და მადლობას   უხდის   ექთნებს   მათი ღვაწლისათვის . 

ისტორიულად ,  ისევე   როგორც   დღეს ,  ექთნები ეპიდემიისა   და   პანდემიის   წინა   ხაზზე იმყოფებიან .   ექთნები   არიან   პირველი   და   რიგ შემთხვევებში   ერთადერთი   სპეციალისტები ,  რომლებთანაც   პაციენტებს   აქვთ   ყველა ზეხშირი ურთიერთობა   და, შესაბამისად, ექთნების   მიერ   პაციენტის   მდგომარეობის პირველადი   შეფასების ,  მზრუნველობის   და მკურნალობის   ხარისხი   სასიცოცხლოდ   მნიშვნელოვანია .

 მიუხედავად   იმისა ,  რომ   ექთნები   გლობალურად  სამედიცინო   პერსონალის თითქმის   ნახევარს შეადგენენ ,  ჯერ   კიდევ   მწვავედ   დგას   მათი დეფიციტი ,  ვინაიდან   არსებული   შეფასებებით ,  დამატებით  5,9  მილიონი   ექთანია   საჭირო ; განსაკუთრებით ,   დაბალ   და   საშუალო შემოსავლების   მქონე   ქვეყნებში .

 COVID-19– ის   პანდემიამ   შეგვახსენა   ექთანთა სასიცოცხლოდ   მნიშნელოვანი   როლის   შესახებ .  ექთნების   გარეშე   შეუძლებელია   ეპიდემიებთანდა   პანდემიებთან   ბრძოლის   მოგება ,  ასევემიუღწეველი   დარჩება   მდგარგი   განვითარებისმიზნები    და   უნივერსალურ   ჯანმრთელობაზე ხელისაწვდომობა . 

 ექთანთა   საერთაშორისო   დღის   აღნიშვნითჯანმო   მოუწოდებს   ქვეყნებს : 

✓   უზრუნველყონ   ექთანთა   და   სამედიცინოპერსონალის   პროფესიული   უსაფრთხოება ,  რაც   ასევე   გულისმხობს   პერსონალური დაცვის   საშუალებებზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას   სამედიცინო დაწესებულებებში   ინფექციების გავრცელების   შესამცირებლად ;

✓   ექთნებსა   და   სამედიცინო   პერსონალს   უნდა ჰქონდეთ   ხელმისაწვდომობა   ფსიქიკური ჯანმრთელობის   სერვისებზე ,  უზრუნველყოფილი   უნდა   იყვნენ   შრომისდროული   ანაზღაურებით ,  დაზღვევით ,  საშუალება   ჰქონდეთ   ისარგებლონ ავადმყოფობის   გამო   გაცდენილი   სამუშაო დღეებით ;

✓   ხელმისაწვდომი   უნდა   იყოს   თანამედროვესახელმძღვანელოები   მ . შ .  ეპიდაფეთქებების   მართვის   შესახებ .  ექთნებს   უნდა   გააჩნდეთ   ფინანსური   დასხვა   რესურსები ,  რაც   დაეხმარებ   მათ COVID-19- თან   და   სხვა   პანდემიებთან ბრძოლაში ;

✓   ექთანთა   და   ბებიაქალთა   წლის კონტექსტში ,  მნიშვნელოვანია ,  რომ მთავრობებმა   მხარი   დაუჭერონ ინვესტიციების   გაძლიერებას   ექთანთა პროფესიაში  -  ექთანთა   რაოდენობის   ზრდა ,  სამუშაო   ადგილების   შექმნა ,  ექთანთა განათლებისა   და   მმართველობის გაძლიერება . 

 

 მიმდინარე   წლის   აპრილში ,  ჯანმრთელობის მსოფლიო   ორგანიზაციამ   და   პარტნიორებმა გამოაქვეყნეს   პირველი  „ საექთნო   საქმიანობის მსოფლიო   ანგარიში “,  რომელიც   ასახავს ექთნების   მუშაობას   გლობალურად ,  ხაზს   უსვამს არსებულ   პრობლემებს   და   მთავრობებს სთავაზობს   ინვესტიციების   გაძლიერებას საექთნო   სფეროში . 

 ექთანთა   სამუშაო   ძალის   გაძლიერებით ,  ქვეყნებს   შეუძლიათ   სამმაგი   ზემოქმედება მოახდინონ   ჯანმრთელობის   გაუმჯობესებაზე ,  გენდერული   თანასწორობის   განვითარებასა   დაეკონომიკური   ზრდის   ხელშეწყობაზე .  


https://www.who.int/news-room/detail/11-05-2020-happy-international-nurses-day