title
შენ შეგიძლია შეცვალო..
ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. ჯანმრთელობა რომ შეუფასებელი სიმდიდრეა, ალბათ ამაში ორი აზრი არ არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა მასზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როდესაც სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. არადა, ამ პრობლემების დიდი ნაწილის თავიდან აცილება ჩვენი ცხოვრების წესის სულ უმნიშვნელო ცვლილებითაცაა შესაძლებელი.
დღეს, სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის (ქცევები, რომლებიცდადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე დათავისთავში აერთიანებს ისეთებს, როგორიცაასწორიკვება, ფიზიკურიაქტივობა, მავნეჩვევებზეუარისთქმა...) ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე - ფიზიკურ აქტივობასა და თამბაქოს მოხმარებაზე გვინდა გესაუბროთ. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ფიზიკური ინაქტივობა იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მწეველობა (დაახლოებით 1 ადამიანი 6 წამში), ერთი შეხედვით ძნელია ამ ორ, არსობრივად განსხვავებულ ქცევას შორის კავშირის მოძებნა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამბაქოზე თავის დანებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა დასაშუალება სწორედ ფიზიკური აქტივობაა (ფიზიკურიაქტივობა არის ყველა ის მოძრაობაა, რაც კუნთებით ხორციელდება და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს: თამაში, სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, მუშაობა სახლში…). მაგ, ტაივანში ჩატარებულმა 12 წლიანმა (1996-2008წწ) კვლევამ, რომელშიც 434 190 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, უჩვენა, რომ საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა (აქტივობა, რომლის დროსაც უმნიშვნელოდ იცვლება გულის ცემა და სუნთქვის სიხშირე. მაგალითად, ფეხით ჩქარი სიარული, მუშაობა სახლში და ბაღში, აერობიკა, ცეკვა...)მწეველებში 55%-ით ზრდის თამბაქოზე თავის დანებების და 43 %-ით ამცირებს თამბაქოს მოხმარების ხელახლა დაწყების შანსს[i].
ალბათ, საინტერესოა რა განაპირობებს ფიზიკური აქტივობის ამგვარ დადებით ზეგავლენას თამბაქოს გადაგდების პროცესზე. დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მოქმედებს ტვინის გარკვეულ უბნებზე, იწვევს ენდორფინის - სიამოვნების ჰორმონების - გამოყოფას და იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რომლის განმეორების სურვილი მწეველს მოწევიდან რამოდენიმე წუთში, სისხლში ნიკოტინის დონის შემცირების პარალელურად უჩნდება. ამგვარად, მწეველისთვის ნიკოტინი საშუალებაა, რათა თავი კომფორტულად/ნორმალურად იგრძნოს. დამტკიცდა ისიც, რომ ფიზიკური აქტივობა, ნიკოტინის მსგავსად, ორგანიზმში ენდორფინის გამოყოფას იწვევს. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს თამბაქოს გადაგდების სიმპტომების (როგორიცაა გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა) შემცირებას და ზრდის ამ მავნე ჩვევაზე წარმატებულად თავის დანებების შანსს. [ii] [iii] [iv]
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლების სარგებელი მხოლოდ გუნება-განწყობილების ამაღლებით არ შემოიფარგლება. კვლევებმა უჩვენა, რომ მწეველებში ფიზიკური აქტივობა 50%-ით ამცირებს მოწევასთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, კიბო… და მკვეთრად ამცირებს სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვალების რისკს (ფიზიკურად აქტიურ მწეველებში რისკი 23%-ით, ხოლო ფიზიკურად აქტიურ ყოფილ მწეველებში 43%-ით მცირდება)...[v]
როგორც ვხედავთ, სულ მცირე ძალისხმევაც კი, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გავიღებთ, დაუყოვნებლივ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ამიტომ, არ ღირს დაველოდოთ სასწაულს, როცა მისი შექმნა თვითონაც შეგვიძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ არ იქნება ძნელი, მცირე დრო მაინც დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობას. მითუმეტეს, რომ მეცნიერების მტკიცებით, მინიმალური ფიზიკური აქტივობისთვის 30 წთ-ია საკმარისი, რომლის გადანაწილებაც დღის განმავლობაში 10-10 წუთიან აქტივობებად შესაძლებელია.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
[i] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php
[ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22861822
[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10540594
[iv] http://www.health.harvard.edu/newsweek/Exercise-and-Depression-report-excerpt.htm
[v] http://www.eurekalert.org/pub_releases/2012-04/whf-ehs041612.php