Logo

მარილის შესახებ ცნობიერების კვირეული ტარდება 2021 წლის 8 - 14 მარტს.

title

წლევანდელი დევიზია “მეტი გემონაკლები მარილი!

COVID-19 გლობალურმა პანდემიამ მრავალი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრებამათ შორის, დაგვაფიქრა იმაზე, როგორ ვიკვებებით. შეზღუდვებირომლებიც ვირუსის გავრცელების შენელებისკენ არის მიმართული, გულისხმობსმოვერიდოთ სოციალურ ურთიერთობებსა და კვებას რესტორნებშიკაფეებსა და გარე ბაზრობებზე. ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლშიხანგრძლივი დროით სახლში ყოფნამ გაზარდა საჭმლის მომზადების სიხშირე და საყვარელი რეცეპტების სრულყოფის შესაძლებლობა, კრეატიული შემოქმედება სამზარეულოში ახალი რეცეპტებით და ახალი გემოებით.

შეიძლება ვინმეს მიაჩნდესრომ  სახლში მომზადებული კერძის გემოს სრულყოფის ერთადერთი საშუალება მარილის დამატებაა,სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა გზარომელთა საშუალებით საკვები შესაძლებელია უფრო მეტად არომატული და გემრიელი გახდესმარილის შესახებ ცნობიერების ვირეულის განმავლობაში გთავაზობთ მარტივ რჩევებსრომლებიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ ნაკლები მარილიმათ შორის:

·         ჩაანაცვლეთ მარილი ციტრუსიახალი მწვანილიწიწაკით, ნივრითშავი პილპილით და სხვა სანელებლებით;

·         შეამცირეთ მარილიანი სოუსების, როგორიცაა სოიოს სოუსიკეტჩუპი და სალათის შესაკმაზი სოუსები და სხვა, გამოყენება;

·         თუ საკვების მარაგს იკეთებთ, შეიძინეთ ნაკლებმარილიანი საკვები ან გამოიყნეთ ნაკლები მარილი საკვების მარაგის მომზადებისას;

·         დაიმახსოვრეთ: მარილი მოიცავს ყველა სახის მარილ (მათ შორის ზღვისქვამარილსა და ვარდისფერ მარილ)მაგრამ არსებობს კლასიკური მარილის ალტერნატივები ნატრიუმის დაბალი შემცველობითეს მათთვის, ვისაც ცოტა მეტი დრო სჭირდება ნაკლებად მარილიან გემოსთან შესაგუებლად;

·         მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული დაგვეხმარება ჩვენი სამზარეულოს ცვლილებაში - კერძებირომლებიც ჩვენს კულტურებსა და საზოგადოებებს აყალიბებსკერძები, რითიც ვიზრდებოდით და რეცეპტებირომლებიც ჩვენ აგვისინჯავს და გვიყვარს–ყველაფერი შეგვიძლია მოვამზადოთ მეტი გემოთი და ნაკლები მარილით!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია დღეში არა უმეტეს 5 გრამი მარილის მოხმარება, ჩვენს მოსახლეობაში 18–69 წწ ასაკის მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი 8,5 გრამია–ქალებში  7,4 გრამი, მამაკაცებში 9,7 გრამი (არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევა –STEPs 2016)