Logo

“ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შეფასება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ქალებში საქართველოში, 2016”.

title

პროექტის დასახელება: “ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შეფასება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ქალებში საქართველოში, 2016”. CDC საქართველოს ოფისი, 01.01.2017 - 31.12. 2017.

პროექტის ანოტაცია 
ა). პროექტის მიზანი: 
ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შეფასება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ქალებში და რეკომენდაციების შემუშავება 

ბ). პროექტის განხორციელების გზები:
კვლეევის შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენდა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 25–65 წლის ასკის ქალები (ექიმები, ექთნები, ლაბორანტები), რომლებიც მუშაობენ პირველადი ჯანდაცის ცენტრებში საქართველოს ორ დიდ რეგიონში თბილისსა და აჭარაში. ამონარჩევის ზომა განისაზღვრა სტანდარტული ფორმულით და ის შეადგენდა 135–ზე ნაკლებ რესპონდენტს „უარი კვლევაში მონაწილეობზე“ (non-response) ჩათვლით. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ხუთი პირველადი ჯანდაცვის ცენტრი თბილისში და 4 აჭარაში შემთხვევითად იქნა შერჩეული. ხოლო მეორე ეტაპზე თითოეულ შერჩეულ ცენტრში 15 რესპონდენტის შერჩევა მოხდა ასევე რანდომულად. 

გ). მოსალოდნელი შედეგები: 
კვლევის შედეგები გამოავლენს ჯანდაცვის პირველადი რგოლის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ქალებში ცოდნას საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სკრინინგის შესახებ, ასევე არასწორ დამოკიდებულებასა და ქცევებს კიბოს სკრინინგის პრაქტიკასთან დაკავშირებით. შედეგები საშუალებას მოგვცემს დაინერგოს შესაბამისი სტრატეგიები სამედიცინო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობის და სკრინინგულ პროგრამებში მიზნობრივი პოპულაციის მონაწილების გაზრდის თვალსაზრისით.